დაბა ჩაქვში ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც ამავე სახელოსნოში იყო დასაქმებული.
„როგორც გავიგეთ სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა და შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლს დაეცა. სასწრაფო დამხმარების ბრიგადა მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა“, - ამბობენ ადგილობრივები.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნე
ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში აღმოაჩინეს ხარის სკულპტურა, რომელიც დაახლოებით 3 ათასი წლის უნდა იყოს. იგი ბავშვებმა მდინარეში იპოვეს.
ამბავი დაახლოებით შვიდი წლის წინ დაიწყო, როდესაც მდინარე ხობისწყალში პატარა ბავშვებმა ხარის მომცრო ფიგურა იპოვეს და თავიანთ სათამაშოებს მიუმატეს. კარგა ხანი ერთობოდნენ, სანამ „სათამაშო“ ხორგელმა ზვიად კორტავამ არ შეამჩნია.
რევაზ პაპუაშვილი და ზვიად კორტავა
„დავინახე ხარი, ხარი ხომ სიმბოლოა და მივხვდი, რომ უბრალო რა
სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ რომნის ერთ-ერთ სკოლაზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაღუპული პედაგოგი იყო. მაშველები შენობის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ 2 ადამიანის ძებნას განაგრძობენ.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს დილით ქალაქ ხერსონზე საავიაციო დარტყმის შედეგად განადგურებულია საბავშვო ბაღის შენობა. დაიჭრა 6 ადამიანი.
რადიო თავისუფლება
კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა - ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიარეული დაავადებების დროს ბევრი თვითნებურად იწყებს ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, რაც არასწორია. როგორც ინფექციონისტი განმარტავს, დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს, ამ დროს კი გამოსავალი ბევრი სითხის მიღებაა.
„კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიან
23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურის მეორე კურსზე. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს. ელენემ მუსიკის ამ უმაღლესი სკოლის სრული დაფინანსება მოიპოვა სტეტსონის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში წარმატებული სტუდენტობის შემდეგ.
ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან მაილს დევის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, ისე, როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა.
ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.
„უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა. ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერა
ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის.
„ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას,
ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე, ლისაბონიდან თბილისამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა.
მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.
„ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ, 22 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილ,ი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
უწყების განცხადებით, აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული
რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრთა შორის ევგენი პრიგოჟინიც ფიგურირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს.
„როსავიაციის“ ინფორმაციით, ტვერის ოლქში Embraer თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„როსავიაციის" ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მგზავრთა სიაში “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სახელიც ფიგურირებს.
თვითმფრინავი ტვერის ოლქის დასახლ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს“, - წერს ნადიმ ხმალაძე.
დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 47 ქართველი ემსხვერპლა.
იპნ
რუსეთის სახელმწიფო უწყებამ, როსავიაციამ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ნამდვილად იმყოფებოდა.
თვითმფრინავი Embraer – 135 მოსკოვსა და პეტერბურგს შორის ასრულებდა ფრენას.
როსავიაციამ გამოაქვეყნა ავიაკომპანიის მონაცემები, რომელიც მოწმობს, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის ნამდვილად იმყოფებოდნენ ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი დიმიტრი უტკინი.
როგორც ირკვევა, ბორტზე სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა: 7 მგზავრი და 3 პილოტი. დაიღუპა ათივე მ
“აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდა”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ დიმიტრი მედვედევის საპასუხოდ განაცხადა.
“რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ არასოდეს მიგვიმართავს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაზე, და ვერ ვხედავ აფხაზეთში ვერც პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთოებების ასეთ ფორმა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „აგვისტოს ომის 15 წლისთავზე დიმიტრი მედვედევის განცხადება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას“.
დიმიტრი მედვედევმა რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთები
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ "ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან.
"ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივად ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან“, - განაცხადა ზბიგნევ რაუმ მედიასთან საუბარშ
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ-ყვითელ ფერებში განათდა.
"ლურჯი, როგორც უკრაინის ცა, ყვითელი, როგორც მისი ველები. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის დროშა ანათებს ჩვენს შტაბ-ბინას ბრიუსელში. პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის", - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
"ევროპული საბჭოს შენობა ლურჯ და ყვითელ ფერებში ანათებს, როგორც უკრაინისადმი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს. "ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. მხარს დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ და თქვენი მომავალი ჩვენთან ერთადაა. ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები თქვენი თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის თავზე იფრიალებს", - აცხადებს შარლ მიშელი.
უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ზელენსკის განცხადებით, დღეს დიდებული უკრაინის დიდებული ხალხი დიდებულ დღეს აღნიშნავს.
„ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული, თანასწორუფლებიანი ადამიანების დღესასწაულია. ყველასი, ვინც ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ბრძოლა, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი ახორციელებს, თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მისი მიზანი დამოუკიდებელი უკრაინაა.
იპნ
მტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის ჯარი წინ მიიწევს და შეუძლებელს აკეთებს, - განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ალექსანდ სირსკიმ, რომელიც 24 აგვისტოს ქვეყნის აღმოსავლეთში განლაგებულ ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფება „ლიმანს“ და „სოლედარს“ ეწვია.
"თქვენ ყოველდღე იტანთ შეტევებს, თავად მიიწევთ წინ. ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ გადავიდეთ შეტევაზე. თქვენ ხართ ჩვენი ერის საუკეთესო წარმომადგენლები. სწორედ აქ, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, თქვენ ცდილობთ ჩვენი სახელმ
უკრაინაში, ბახმუტთან, დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ ახვლედიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
„ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!" - წერია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის პოსტში.
მანამდე, ბახმუტთან ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც ავრცელებდნენ. ნიკო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდითაა. ამ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სურს თქვენთან ერთად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე, რისთვისაც იბრძვით ასე მამაცურად წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე“, - ამბობს სალომე ზურაბიშ
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, მამაკაცის ცხედარი სტიქიის ზონიდან 40 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მღებრიშვილის თქმით, მეორე დაღუპული კი, რომლის ცხედარიც დღეს მაშველებმა იპოვეს, სავარაუდოდ, მოზარდია:
„გუმ
„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში ერთი კვირაზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფება და ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა 16-17 აგვისტოს სცადეს, თუმცა „სხვა მიზეზების“ საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. „ნოვაია გაზეტას“ თქმით, ამ დროის განმავლობაში რუსმა მესაზღვრეებმა მათი გატაცება სცადეს. დამოუკიდებელ რუსულ მედიასთან ერთ-ერთი მოქალაქის
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.
ხმაური დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტების განხილვას მოჰყვა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ აღნიშნა, ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52 სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას, ასევე განმარტა, რომ მშენებლობა კოეფიციენტით კი არა უსაფრთხოებით იწყება.
„შოვში ეს ტრაგედი