Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.127
  • comments
    0
  • views
    692.786

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-ის საელჩო - მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საელჩოსა და საელჩოს თანაშრომლების საქმიანობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციად აფასებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისსა და ვაშინგტონში შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებ

მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება

როგორც ჩანს, ყველას თავისი ოლიგარქი ჰყავს: ზოგს – დიდი, ზოგს – შედარებით პატარა, ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მოკავშირეა. „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევით დაწყებული, რუსთავის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებით დასრულებული. ნაცვლად იმისა,

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქები არ დაშავებულან. „ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში 2023 წლის 26 ივლისს, ღამის ორ საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამირდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის სამ საათზე, როგორც

მზიურთან დაჭრის ფაქტზე პოეტი დავით გაბისკირია დააკავეს

მზიურთან 25 ივლისს მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია პოეტი დავით გაბისკირია. რაც შეეხება დაჭრილს, ის ბიზნესმენი ტატო გურგენიძეა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბიზნესპარტნიორებს შორის მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. netgazeti

აქონდროპლაზია: შემოდგომაზე ბავშვები დაიწყებენ მკურნალობას – საბჭოს წევრები

იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრების თქმით, შემოდგომიდან აქონდროპლაზიის მქონე რამდენიმე ბავშვი საჭირო მედიკამენტით მკურნალობას დაიწყებს. დღეს საბჭოს წევრებსა და მშობლებს შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში [NCDC] შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ აქონდროპლაზიის მართვის სახელმწიფო პროტოკოლს საბჭომ მხარი დაუჭირა და ახლა საჭიროა მხოლოდ მინისტრის ხელმოწერა. „ბიუჯეტი და თანხები არსებობს, შემოდგომაზე ეს მედიკამენტი ჩვე

გიორგი გახარია - „ნაცებმა“ და „ქოცებმა“, ამ ორმა დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ - კი არ უნდა გაქრნენ, არა, უნდა იყვნენ, უბრალოდ 50% ვერ უნდა გადალახონ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის პარლამენტშიც. როგორც გახარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ე.წ. ქოლცენტრების საქმე. „მუნიციპალურ დონეზე „ოცნების“ და „ნაცების“ თანამშრომლობის უკვე იმდენი ფაქტია, პარლამენტშიც. აი, იუსტიციის საბჭოს წევრები ერთად აირჩიეს. "ქოლცენტრები" არის იდეალური მაგალითი, როგორ თანამშ

გახარია - ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც" (ვიდეო)

- ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც". - აი, ზუსტად ამიტომ, ამ ორმა ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა აიღოს. -  ერთი - ფიზიკური მოძალადეა, ხოლო მეორე - ფსიქოლოგიურად ძალადობს ხალხზე.   პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარია-ს კომენტარი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე  წყალტუბოში. 363312993_285974534017843_569188933663166599_n.mp4

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩან დანიელ ვოდეს განცხადებით, ქვეყანაში არსებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. მისივე თქმით, დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური თანამშრომლების - 15-მდე შემცირდება. "ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი უკვე ინფორმირებულია", – განაცხადა ვოდემ. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმ

დავით ხიდაშელი - ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 49 წლის ვადით მხოლოდ 11 ლარად გადასცა, ტყუილია. როგორც დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა. „ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეც

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გა

ბექა ლილუაშვილი - პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი "ქოცების" და "ნაცების" მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა

გახარიას და ჩვენი მთლიანი გუნდის, პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი ქოცების და ნაცების მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამ ორ პარტიას შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა. ეს არაერთხელ დადასტურდა პოლიტიკაშიც და დადასტურდა ბიზნესშიც, მაგალითად ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი. ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტიას საქმე აქვს გა

სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“

რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიენიჭა, 3 071 პირს კი აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინაში ომის დაწყებიდან, დაახლოებით ბოლო 17 თვეში რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიენიჭა, 3 071 პირს კი აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულს მოწმობს პარლამენტის წევრის ლევან ბეჟასვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიწოდებული ინფორმაცია. კერძოდ, ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა 2 564 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს.

საბერძნეთში, იტალიაში, ალჟირსა და ტუნისში ტყის ხანძრების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი ევაკუირებულია

საბერძნეთში, იტალიაში, ალჟირსა და ტუნისში ტყის ხანძრების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით - ევაკუირებულია. BBC-ის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლება როდოსიდან, კორფუდან და ევიადან ევაკუირებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს.ტყის ხანძრებს იტალიაც ებრძვის. ხანძრების გავრცელების გამო, სიცილიის ხელისუფლებას ცოტა ხნით პალერმოს აეროპორტის დახურვა მოუწია. BBC-ის ინფორმაციით, დღის

საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

უკვე რამდენიმე დღეა, საბერძნეთის არაერთ რეგიონში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. დღეს, 25 ივლისს, ქალაქ კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე, სულ მცირე, 2 ადამიანი იყო. ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა რეგიონიდან და კუნძულიდან მიმდინარეობს ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია. ხანძრის გამო ზოგ აეროპორტში შეფერხებულია ავიარეისების შესრულება. მიუხედავად რთული პირობებისა, კომერციული ავიაკომპანიების ნაწილი მაინც ასრულებს ავიარეისებს,

ირლანდიის თავშესაფრებში ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდანაა

უახლესი სტატისტიკით, ირლანდიაში თავშესაფარის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ და უსწრებენ ისეთი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი, რომლებშიც ომი მძვინვარებს. კერძოდ, ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში ცხოვრობს საქართველოს 3432 მოქალაქე. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე კი, ალჟირი [2543]. საქართველო აგრეთვე უსწრებს იმ ქვე

ჯეიმს კლევერლი - რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს თავს დაესხას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, რუსეთი, შავ ზღვაში, შესაძლოა სამოქალაქო გემებს დაესხას თავს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინის სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს. "ჩვენ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გავამახვილებთ ყურადღებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური სურსათის მარაგების მძევლად აყვანა და შეთანხმებ

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი უკრაინას Presidential Drawdown Authority მექანიზმის ფარგლებში გადაეცემა, რაც იარაღისა და აღჭურვილობის უშულოდ ამერიკული არმიის საწყობებიდან გადაცემას გულისხმობს. 2022 წლის თებერვლიდან ეს უკვე 43-ე ასეთი ტრანშია. პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას Patriot და NASAMS სისტემებისთვის და HIMARS კომ

ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დრონების არმიის პირველი წლის შედეგები უკვე არსებობს, ეს სიახლეებში ჩანს და კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება. „ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლის შესახებ ინფორმაციაზე - ბათუმში ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა - იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო აღნიშნულით სოჭიდან საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც სააგენტოში განმარტავენ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა, იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. „გემის სააგენტო კო

26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს - 27 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს მიაღწიოს

26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. „ 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემ

მზიურის პარკის მიმდებარედ მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ცნობებით, დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენია, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა. ი

ნათია მეზვრიშვილი - კობახიძის ტყუილებიდან, ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებული 12 ტყუილი ალბათ ტომებად შეიძლება გამოიცეს

კობახიძის ტყუილებიდან, ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებული 12 ტყუილი ალბათ ტომებად შეიძლება გამოიცეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მეზვრიშვილის განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძე მეორე ვადით აირჩია, აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებულ მოსამართლეებს გადაეფარა და ნაცმოძრაობასთან გარიგებით საბჭოში ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები აირჩია.

ტურისტებს სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით მოგზაურობას სთავაზობენ

22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა, Astoria Grande-მ, ახალი მარშრუტით დაიწყო პირველი რეისის შესრულება. როგორც ერთ-ერთი რუსულენოვანი ტელეარხი იუწყება, ლაინერი ბათუმის პორტშიც შევა, მოგზაურობის მეხუთე დღეს. "ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ამავე ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში. მათივე ინფ

ვიკა ფილფანი - ასეთი უთავმოყვარეო პოლიტიკოსები გამოხმაურებასაც არ იმსახურებენ

"ოცნების ამომრჩევლთან მაქვს ერთი კითხვა - რომელ ევროპულ ქვეყანას აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული? ან ამერიკამ როდის მოგტაცა საზღვრებიდან ადამიანები? როდის არ სცნო საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მთლიანობა? რომელ ევროპულ ქვეყანასთან კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი? (მარტო აფხაზეთის ომი) და კიდევ უთვალავი ზიანი.... p.s ასეთი უთავმოყვა
×
×
  • შექმენი...