Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.527

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ადგილობრივი დროით 23:53 საათზე, მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში იყო. ნეტგაზეთი

გაერო-ს უშიშროების საბჭო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება და კენჭს უყრის რეზოლუციას ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საბჭოს შეხვედრა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, სადაც ნათქვამია, რომ გენერალურ მდივანს შეუძლია, საბჭოს ყურადღება მიმართოს ნებისმიერი საკითხისკენ, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საბჭოსთვის გაგზავნილ წერილშ

დაუშვილი - “ოცნება” იბრალებს, რომ სტატუსი თავისი მოტანილია, აქეთ რადიკალური ოპოზიცია იბრალებს, რომ ევროინტეგრაცია სააკაშვილს უკავშირდება. მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს სტატუსი საქართველოს მოქალაქეების მონაპოვარია (ვიდეო)

“ოცნება” იბრალებს, რომ სტატუსი თავისი მოტანილია, აქეთ რადიკალური ოპოზიცია იბრალებს, რომ ევროინტეგრაცია სააკაშვილს უკავშირდება. მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს სტატუსი საქართველოს მოქალაქეების მონაპოვარია, ამიტომაც არ ენდობიან პარტიებს.”     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410116310_370653048662226_7002238290773190736_n.mp4

გახარია - 2024 წლის არჩევნები წითელი ხაზია. "ოცნებას" ჩიხიდან გამოსვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს

„ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას - ესაა წითელი ხაზი, რომელიც ოცნებას ჯერ არ გადაულახავს. ამიტომ ძალა უნდა მოიკრიბოს და საკუთარ ფულზე ზრუნვის ნაცვლად, საქართველოზე იზრუნოს, გადადგას სწორი ნაბიჯები - ცუდს ცუდი დაარქვას და კარგს - კარგი, ვიდრე იმას რასაც ჯერ კიდ

ბექა ლილუაშვილი - რეალობა ქვეყანაში არსებულ ფასებთან დაკავშირებით (ვიდეო)

რეალობა ქვეყანაში არსებულ ფასებთან დაკავშირებით... ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GID_mhg3CSvM9-QAAG3J8i078DsLbmdjAAAF.mp4

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, სტატია განახლდება. იპნ

მედიაკოალიცია: გამოიძიეთ ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის და დაკავების შემთხვევები

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. მათი შეფასებით, აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს. „2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლე

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება _ ნახეთ ფასები

2024 წლის 1 მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ფასის მატების მიზეზად, სააგენტო ასახელებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, როგროც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარბეის კუთხით, შესაბამისად, მათივე თქმით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასთა შემდეგნაირი ცვლილება: 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან

ბექა ლილუაშვილი - საზოგადოების ინტერესია მათი პრობლემების შემსუბუქება და კეთილდღეობის გაუმჯობესება და არა გახარიას პროგრამიდან გადმოკოპირებული ტექსტების წარდგენა, რომლის შესრულების არანაირი რესურსი აღარ გააჩნია "ოცნებას" (ვიდეო)

"საზოგადოების ინტერესია მათი პრობლემების შემსუბუქება და კეთილდღეობის გაუმჯობესება და არა გახარიას პროგრამიდან გადმოკოპირებული ტექსტების წარდგენა, რომლის შესრულების არანაირი რესურსი აღარ გააჩნია "ოცნებას".  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1412570112690335/

პრეზიდენტი - საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას - ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!

საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას! - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დასკვნით სიტყვაში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით „იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს?!“ როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპაში გაწევრიანება. „იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმ

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. მედია წერს, რომ ბლინკენის დისკუსიების ფსონი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც გუშინ „ჰამასმა“ მძევლების გასათავისუფლებლად პარიზში შემუშავებულ შეთანხმებაზე პასუხი გამოაქვეყნა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურ პირებთან ის „ჰამასის“ კონტრშეთავაზებას განიხილავს. „კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ კვლავ მიგვაჩნია, რომ შეთანხმება შესაძლებელია და, მა

ანა ბუჩუკური - გახარიას გუნდისგან განსხვავებით, ღარიბაშვილს განკარგულებების გამოქვეყნება არ მოუთხოვია (ვიდეო)

"გახარიას გუნდისგან განსხვავებით, ღარიბაშვილს განკარგულებების გამოქვეყნება არ მოუთხოვია." ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/742243524294498/

ლაზარე გრიგორიადისის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გადაიდო. შესაბამის ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. “რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია...”, - წერს გრიგორიადისის დედა. შეგახსენებთ, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებუ

გვრიტიშვილი „ვეტინგზე“: მათ უნდათ ისეთი მოსამართლეები, წინასწარ მიცემულ დავალებებს რომ შეასრულებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი „იმედის კვირაში“ ვეტინგის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ამბობს, რომ ვეტინგის მიზანი სასამართლოზე კონტროლის მოპოვებაა. ის იხსენებს გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელის აშშ-ის საელჩომ პროექტიდან მოხსნა და ამბობს, რომ სასამართლოზე კონტროლის მოპოვების მსურველებს ჩხიკვაძის მსგავსი მოსამართლეები არ სჭირდებათ. ამავე სიუჟეტში მოსამართლე ამტკიცებს, რომ ალბანეთში ვეტინგმა სისტემის პარალიზება გამოიწვია. დიმიტრი გ

გახარია მოსალოდნელ სიურპრიზებზე, ოპოზიციაში გადაჯგუფებებზე, აფხაზეთზე (ვიდეო)

გახარია მოსალოდნელ სიურპრიზებზე, ოპოზიციაში გადაჯგუფებებზე, აფხაზეთზე. ვიდეო:   

ბერდია სიჭინავა - ჩვენი შვილების ევროპული მომავალი არ არის დამოკიდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მსგავსი რიტორიკით საუბარი არის ანტიეროვნული საქმე

“ჩვენი შვილების ევროპული მომავალი არ არის დამოკიდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მსგავსი რიტორიკით საუბარი არის ანტიეროვნული საქმე, რომელიც არ უნდა აკეთოს არავინ. სააკაშვილს მისჯილი აქვს კონკრეტული სასჯელი, რომელიც უნდა მოიხადოს. მეორეს მხრივ "ოცნებასაც" გაუხარდა, რომ რეზოლუცია ვერ მივიღეთ და ფარისევლური წუხილით ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის იყენებს ამ საკითხს.”  ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/For

პრეზიდენტი - „ოცნებამ“ ევროპას უთხრა: „არა“ - „ოცნება“ დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით

„ოცნებამ“ ევროპას უთხრა, არა - „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურება. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. „[ქართულმა ოცნებამ“] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში

რუსეთში გეგმავენ, „უცხო ქვეყნის აგენტებად" მიჩნეულ პირებს არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალონ

რუსეთში გეგმავენ, ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებად არიან დარეგისტრირებული, ნებისმიერი დონის არჩევნებში კენჭისყრას აუკრძალონ. შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის დუმაში გუშინ, 2 აპრილს დარეგისტრირდა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ინიციატივის შესახებ მედიამ დაწერა, ინიციატორებმა ის „გადასინჯვისა და გაუმჯობესების” მიზეზით გაითხოვეს და გაუმჯობესებული ვარიანტის ხელახალი რეგისტრაციის პირობა დადეს. კანონპროექტის ავტორი ფრაქცია „სამართლიანი რუსეთია“. რუსეთში ამ ეტაპზე მოქმედი კანონდებლო

ბექა ლილუაშვილის სიტყვა სხდომაზე, რის გამოც ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა (ვიდეო)

ბექა ლილუაშვილის სიტყვა სხდომაზე, სადაც „ოცნება" ე.წ რუსულ კანონს განიხილავს:   GO899Rm8jeVSpdYCAOLDWBXTPPlkbmdjAAAF.mp4

გიორგი გახარია - გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე: "ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!   ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო / Minis

სალომე ზურაბიშვილი - ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“- წერს პრეზიდენტი. იპნ

ბექა ლილუაშვილი - ხელმოწერა ნებისმიერ დოკუმენტზე არის ძალიან მარტივი, მთავარი არის ამ ხელმოწერით აღებული პასუხისმგებლობის შესრულება (ვიდეო)

ხელმოწერა ნებისმიერ დოკუმენტზე არის ძალიან მარტივი, მთავარი არის ამ ხელმოწერით აღებული პასუხისმგებლობის შესრულება. ჩვენ არასდროს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომლის ახსნა, დასაბუთება ჩვენი მხარდამჭერებისთვის და ამომრჩევლისთვის არ გაგვიკეთებია. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/842540221053637/

მიშა დაუშვილი - "ოცნებას" სურს, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება და თვითონ აფუჭებენ, სხვას დააბრალონ (ვიდეო)

"ოცნებას" სურს, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება და თვითონ აფუჭებენ, სხვას დააბრალონ. "ოცნება" ცდილობს პასუხისმგებლობა გადააკისროს სხვას. ერთადერთი, რითიც არიან დაკავებულები, არის პოლიტიკური კორუფცია და ძალაუფლების როგორმე შენარჩუნება. მიზეზი, რატომ აღარ ვმონაწილეობთ სასესიო განხილვებში, არის ის, რომ "ოცნებამ" მთელ ამ პროცესს შინაარსი გამოაცალა და გახადა ფორმალური, ასე რომ არ მომხდარიყო ჩვენ იქ ვიქნებოდით.  მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: h

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასკვნის, რომ “რუსეთი სამხედრო ეკონომიკად იქცა, რომელშიც რუსეთის მრეწველობის მთელი სპექტრიდან კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ძალისხმევებში”. რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხე

ბექა ლილუაშვილი - საპენსიო სააგეტო სრულად კარგავს დამოუკიდებლობას, რადგან მისი ხელმძღვანელობა უკვე ერთპიროვულად ინიშნება - ”ოცნება” გვართმევს უფლებას გადავწყვიტოთ ვინ უნდა მართოს ჩვენი აქტივები

საპენსიო სააგეტო სრულად კარგავს დამოუკიდებლობას, რადგან მისი ხელმძღვანელობა უკვე ერთპიროვულად ინიშნება.”ოცნება” გვართმევს უფლებას გადავწყვიტოთ ვინ უნდა მართოს ჩვენი აქტივები. მათი მთავარი ინტერესი არის კორუფციის სივრცის გაზრდა.  ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/450224650958854/
×
×
  • შექმენი...