Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.129
  • comments
    0
  • views
    692.818

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტთან და სამხრეთში

უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტთან და სამხრეთში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. „დღეს მოძრაობა გავაგრძელეთ სამხრეთის ფლანგზე ბახმუტის გარშემო. არის გარკვეული წინსვლები. ჩრდილოეთის ფლანგი - ბრძოლები გრძელდება პოზიციების ცვლილების გარეშე. ბახმუტის მიმართულებაზე მტერს ახლა დამატებითი ძალები და საშუალებები მიაქვს,” - წერს მალიარი. მისი თქმით, თავად ქალაქ ბახმუტში ახლა ორივე მხარე აგრძელე

პაპილომავირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის — რატომ ვერ აითვისა ის სახელმწიფომ

საქართველოში უახლოეს 2 თვეში ვადა გასდის პაპილომავირუსის 12 ათასზე მეტ ვაქცინას, შესაბამისად, მას ვერავინ გამოიყენებს — ეს არის ვაქცინა, რომელსაც ათასობით ქალის დაცვა თითქმის 100%-ით შეუძლია საშვილოსნოს ყელის კონკრეტული ტიპის კიბოსგან. ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ მიაღწია სახელმწიფომ ვაქცინაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და რატომ გასდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინას ვადა? საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ადგილზეა ქალებში გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. ჯანდაცვის მსოფლი

გაერო - 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე 2019 წლის ივლისი იყო, თუმცა მიმდინარე წლის ივლისი წინა რეკორდზე 0.2 გრადუს ცელსიუსით მეტი იქნება. ორგანიზაციის მტკიცებით, 1900-იანი წლების შემდეგ პლანეტაზე გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუს ცელსიუსით არის გაზრდილი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. „არაადამიანებმა-ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. მეორე რაკეტა ღია სივრცეს მოხვდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ორი ადამიანი - მამაკაცი და ქალი. კიდევ ერთმა ქალმა ჭრილობები მიიღო. გულწრფელი მწუხარება გარდაცვლილების ნათესავებსა და ახლობლებს. აფეთქების ტალღით შუშები ჩაიმსხვრა მრავალსართულიან შენობებში და დაზიანდა

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 25 წლის ორსულია. ამასთან, ადგილობრივების თქმით, ავტომობილს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა. „გოგო ახალგაზრდა იყო, ორსული, 25 წლის. მანქანა ჩქარა მოდიოდა”, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ თბილისში, გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. მომხდართან და

ოდესაში იუნესკოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც კულტურულ და რელიგიურ დაწესებულებებზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებს შეაფასებენ

ოდესაში იუნესკოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც კულტურულ და რელიგიურ დაწესებულებებზე 19-23 ივლისის ჩათვლით რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებს შეაფასებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იუნესკოს მისია ოდესაში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს და რუსული თავდასხმების შედეგებს აღრიცხავს. „გარდიანის“ თანახმად, რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 28 არქიტექტურული მონუმენტი სერიოზულად დაზიანდა, მათ შორის ოდესის ფერისცვალების

იუსტიციის საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძე აირჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე აირჩია. აღნიშნულ პოზიციას ის 5 წლის ვადით დაიკავებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან არსებობს. იგი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს. წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დამოუკიდებელი ინსპექტორი წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას დისც

„დასკვნა თქვენ გააკეთეთ“ - რატომ იმსხვერპლა ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევამ სატვირთოს მძღოლი?

ჩხოროწყუში გამოძიება გრძელდება იმ მიზეზების დასადგენად, რომლის გამოც საავტომობილო ხიდი ჩაინგრა და ამ მომენტში ხიდზე მყოფი სატვირთო მანქანის მძღოლი იმსხვერპლა. ავარია 27 ივლისს მოხდა. გუშინ, დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე, დაბა ჩხოროწყუში 75-მეტრიანი რკინის ხიდის ნაწილი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე სამშენებლო მასალით - ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა გადადიოდა. სატვირთო მდინარეში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი, 42 წლის ბადრი კალანდია. გარდაცვლილი კომპანია „ნიუ პასაჟში“ მუშაობდ

ბექა ლილუაშვილი - ეს ქვეყანა სანქცირებული რუსების მომსახურების არეალია (ვიდეო)

“რატომ ხდება ისე, რომ უკონტროლო მიგრაციის პროცესში სარგებელს იღებს რუსი, ხოლო საქართველოს მოქალაქე რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ეპითეტები არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას გაუჩაღა “ოცნებამ” და ამასთან, ისტორიულ მტერს არქმევს მეგობარს. მილიონ ორასი ათასი ადამიანი სახელმწიფოს რომ მიმართავს და თავს წარმოადგენს უკიდურესად ღატაკ ადამიანად, ითხოვს დახმარებას - ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც “პრაგმატული” პოლიტიკის შედეგია რუ

როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში

როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“? მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“. ის, რაც ახლა მოლდოვაშ

გლდანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გლდანში მოხდა. ავტომობილი დაეჯახა ქვეითს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. “ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდა შსს-ს. უწყების კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. netgazeti

უკრაინელი მოფარიკავე ტურნირზე ისევ დაუშვეს და ოლიმპიურ თამაშებზე ადგილიც მისცეს

უკრაინელ მოფარიკავეს ოლგა ხარლანს, რომელმაც რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპონატზე დისკვალიფიკაცია გაუუქმეს და 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ადგილი მისცეს. ოლგა ხარლანმა მილანში ტურნირზე ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსული რუსი მოფარიკავე ანა სმირნოვა ანგარიშით 15-7 დაამარცხა, რის შემდეგაც მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა და სანაცვლოდ დაშნა მიუშვირა. ხელის ჩამორთმევაზე უარის შემდეგ უკრაინელი მოფარიკავე ტურნირიდან მოხსნეს. თუმცა შემდეგ ოლგა ხარლანს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტე

"ეხო კავკაზა" - ბათუმში, 31 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ

ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს. კერძოდ, როგორც მედია წერს, Astoria Grande-ს მგზავრებს შორის, რომელიც ბათუმში 31 ივლისს ჩავა, იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი Zа Россию მარათონის მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სან

გიორგი გახარია - „ოცნებამ" საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა

ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ „ოცნება", იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ჩვენი შვილის მომავლით ვაჭრობს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ ფონზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე. გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთთან პირისპირ მარტო ტოვებს. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს რომ დაიწყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამას და

კახა ქემოკლიძე - ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, მაგრამ ძალიან ბევრი სიფრთხილეა გამოსაჩენი

დღეს სტრატეგიული პარტნიორობა ამ მოცემულობაში unknown unknowns (უცნობი-უცნობია). რას ნიშნავს ეს? რას ითვალისწინებს? ხელშეკრულების რა ჩარჩოებს ითვალისწინებს?,- ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადი. როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილეა გამოსაჩენი. მისივე თქმით, ჩინეთის დოქტრინული ინტერესი ერთია და მეორეა,

ანა ბუჩუკური - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კონსტიტუციით არის უკვე განსაზღვრული ნატოსა და ევროკავშირის სახით... რა ხდება, კურსს ვიცვლით? (ვიდეო)

”ის, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ცალსახაა, რადგან დიდ ეკონომიკურ ბაზართან გვაქვს საქმე. თუმცა უცნაურად გაჟღერდა ტერმინი - სტრატეგიული თანამშრომლობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კონსტიტუციით არის უკვე განსაზღვრული ნატოსა და ევროკავშირის სახით. ვინ გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორის შეცვლა? რისთვის არსებობს პარლამენტი და კონსტიტუცია, ჩვენი ისტორიული არჩევანი? რა ხდება? კურსს ვცვლით ჩვენი ქვეყნის საგარეო სტრატეგიული პარტნიორობის?” ანა ბუჩუკური, პარტია "სა

აკაკი გვიანიძე - "ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა

"ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა.  ბათუმელები, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებული, შემოსავლების გარეშე დარჩნენ. უმძიმესი სეზონია ჩვენი ქალაქისთვის. რუსებმა იყიდეს ბინები, გახსნეს კაფეები, რესტორნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები... ტაქსებიც კი მათი ჰყავთ...   ეს არ გვეყოფოდა, ახლა ჩამოდიან და ოკუპანტობაში აქეთ გვადანაშაულებენ

ანა ბუჩუკური - ისეთი პარტიებიც კი, რომლებიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან და შესაბამისად ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და ტვირთი არ გამოუვლიათ, უფრო მიუღებელია ხალხისთვის, ვიდრე გახარია (ვიდეო)

“გახარიას ფორმულა არის ძალიან მარტივი - ნაცებმა და ქოცებმა ჯამში ვერ აიღონ 50%-ზე მეტი. ამისთვის ჩვენი პრაგმატული ინტერესია, ჩვენი გუნდის გარდა, გაძლიერდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მე არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო ე.წ. “ნეგატიურ რეიტინგზე”, რომელზე საუბარიც არავის სიამოვნებს - როცა მოქალაქეებს ეკითხებიან, რომელ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას, ჩვენი მოქალაქეების დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ “ნაცებს” და “ქოცებს” არასოდეს მისცემენ ხმას. რაც შეეხება გიორგი გახარია

ანა ბუჩუკური - რუსების მიერ ქართველების ღირსების შელახვის გაპროტესტება ქაჯობაა და კობახიძე გავრილოვთან ჭიქა ღვინოს რომ აჭახუნებდა ეს იყო “სვეცკობა”?

"რუსების მიერ ქართველების ღირსების შელახვის გაპროტესტება ქაჯობაა და მაგალითად ირაკლი კობახიძე როდესაც გავრილოვთან ჭიქა ღვინოს აჭახუნებდა ეს იყო “სვეცკობა”? რუსეთი რასაც აკეთებს და თან დიდწილად გამოსდის, არის, რომ საქართველო აქციეს სხვადასხვა მომსახურების, სერვისის მიღების ცენტრად. ხან კრუიზი შემოვა, ხან ვიღაცა ქორწილს გადაიხდის ვინც დასანქცირებულია დასავლეთში და ამის თავიდან ასარიდებლად ფაქტია ქართული ოცნება ვერაფერს და არაფერს აკეთებს." ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთ

ბექა ლილუაშვილი - ჩინეთის უზარმაზარი ეკონომიკა რომ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ, ეს არ გვესწავლება... ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე გახარიას ხელმოწერაა

ისეთმა ღარიბმა ქვეყანამ, როგორც ჩვენ ვართ ჩინეთის უზარმაზარი ეკონომიკა უნდა გამოიყენოს რომ რაიმე სარგებელი ნახოს, ამაში არაფერია საორჭოფო და საშიში. ეს არც გვესწავლება, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე - გახარიას ხელმოწერაა. მაგრამ "სტრატეგიული პარტნიორად" ჩინეთის ტრანსფორმაცია რას ნიშნავს? ამჟამინდელ, კონსტიტუციით განსაზღვრულ სტრატეგიულ პარტნიორებს ვანაცვლებთ? ჩინეთის სახელმწიფოებრივი მოდელი, ჩინური დემოკრატია უნდა ავაშენოთ საქართველო

სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საქართველოში ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დანიშვნას, იტყობინება კონგრესის ამ პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატიული პარტია. რობინ დანიგანი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა ელჩის კანდიდატად. მან უნდა ჩაანაცვლოს კელი დეგნანი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. დანიგანი 1992 წლიდან მუშაობს აშშ-ის საგარეო უწყებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოებში ვიეტნამში, ავსტრიაში, თურქეთში, კუბაში და სხვა ქვეყნებში. იკავებდა სხვა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს. ის დაღუპული მებრძოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში. ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“- წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. ის რუსეთ - უკრაინის ომში დაღუპულ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ მებრძოლს, უკრაინის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაქირავებული პირების აყვანისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხი

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც, რაც ოკუპანტებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან განვდევნით

არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც, რაც ოკუპანტებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან განვდევნით, მაგრამ უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ მტრის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა არ გასცდეს იმ გიჟების ავადმყოფურ ფანტაზიას, რომლებიც ქმნიან ასეთ გეგმებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორია გვეუბნება, რომ უნდა გ

კელი დეგნანი რუსი ტურისტების საკრუიზო გემზე - არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს

ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციასთან დაკავშირებით. „ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია რუსი ტურისტ
×
×
  • შექმენი...