Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.523

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ISFED: 16-მა პარტიამ 7.3 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 84% — „ოცნებამ"

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს პერიოდს 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. ISFED ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთ

ანა ბუჩუკური - მეგობრებო, მთავარია თქვენ მოხვიდეთ არჩევნებზე -  ქართველი ხალხის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, პარტნიორები მოგვეხმარებიან ხმების დაცვაში, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენს ნაცვლად ვერავინ მიიღებს (ვიდეო)

მეგობრებო, მთავარია თქვენ მოხვიდეთ არჩევნებზე -  ქართველი ხალხის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, პარტნიორები მოგვეხმარებიან ხმების დაცვაში, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენს ნაცვლად ვერავინ მიიღებს, არც უნდა მიიღოს, ეს ქვეყანა არის ჩვენი! ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1078979910304047/

ანა ბუჩუკური - ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც დიდი ხანია გაცხადებული გვაქვს, რომ არც “ნაცებთან”, არც “ოცნებასთან” კოალიცია არ გვექნება და ეს არ შეცვლილა (ვიდეო)

გასაგებია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია “ნაცებთან” აპირებს კოალიციის შეკვრას. ახლები “ნაცები” არიან, “ლელო” 2021-ში “ნაცებთან” ერთად გადიოდა არჩევნებზე… ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც დიდი ხანია გაცხადებული გვაქვს, რომ არც “ნაცებთან”, არც “ოცნებასთან” კოალიცია არ გვექნება და ეს არ შეცვლილა.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/408730098903066/

„პრეზიდენტისთვის მოღალატე არ მიწოდებია, არც ვუწოდებ“ – ლაშა ტალახაძე კობახიძეს არ ეთანხმება

ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, არ იზიარებს პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქვეყნის მოღალატეა“. ტალახაძე დღეს პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიაზე იყო, ხოლო მის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: „[სალომე ზურაბიშვილისთვის] არ მიწოდებია ქვეყნის მოღალატე, და არც ვუწოდებ“. ტალახაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერი ირაკლი კობ

საია და ISFED ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებას “კანონის თვითნებურ განმარტებად” აფასებენ

“სამართლიანი არჩევნებისა” (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო თვითნებურად განმარტავენ კანონს. ასე ეხმაურებიან ისინი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “აირჩიე ევროპისთვის”, ასევე, ამ ორგანიზაციების ლიდერების საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნობას. გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი დიდი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. შესაბ

პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეხვედრა ბოლნისის მოსახლეობასთან (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეხვედრა ბოლნისის მოსახლეობასთან:         

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ „არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა“. ამასთან, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ 12 წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე უწევს სიარული. „დღეს 1-ელი ოქტომბერია... თავისუფლების დაბრუნების

ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე - სჯობს, კობახიძე შეეშვას ეკონომიკას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, არ გააჩნია - სჯობს, კობახიძე შეეშვას ეკონომიკას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, „არაფრის მომცემ ღონისძიებას“ არ დაესწრო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „2028 წლ

კახა ქემოკლიძე „ქართულ ოცნებაზე“ - განცდა მაქვს, რომ ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის - რა იყო ამდენი ხარკად გადასახდელი, რომ გახარია ექვს მსხვილ თანამდებობაზე დააწინაურეს?!

განცდა მაქვს, რომ ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა იყო მის პატრონებთან გადახდილი ერთგვარი ხარკი“. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას იყენებდა, როგორც კარგ და ეფექტიან ხელმძღვანელს. „წარმოდგენა არ აქვთ ამ ადამიანებს, რას ლაპარაკობენ, რადგან მათ ენას ძვალი არ აქვს. რა

გიორგი გახარია - ჩვენ თუ დღეს ამ ყველაფერს გონიერად, ცივსისხლიანად არ ვუპასუხეთ, მუნიციპალურ არჩევნებში იგივე ცესკო-ს ადმინისტრაციით, სუს-ის იგივე ადმინისტრაციით, რა უნდა გავაკეთოთ? (ვიდეო)

„ჩვენ თუ დღეს ამ ყველაფერს გონიერად, ცივსისხლიანად არ ვუპასუხეთ, მუნიციპალურ არჩევნებში იგივე ცესკო-ს ადმინისტრაციით, სუს-ის იგივე ადმინისტრაციით, რა უნდა გავაკეთოთ?“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   ინტერვიუ სრულად: youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4 გგგ.mp4

გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ

შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ. „შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, - წერს აქტივისტი პლატფორმა X-ზე. როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.   იპნ

დიმიტრი ცქიტიშვილი - გამოსავალი მხოლოდ ერთია: მიუკერძოებელი, საერთაშორისო გამოძიება და ამას უნდა დათანხმდეს „ქართული ოცნება“ - რაც უფრო მალე მოვა გონს ხელისუფლება, მით ნაკლები იქნება კრიზისი

რაც უფრო მალე მოვა გონს ხელისუფლება, მით უფრო ნაკლები იქნება კრიზისი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საგარეო ზეწოლა, რომელიც ქვეყანას სამართლიან გარემოში დააბრუნებს. “მე არ ვიცი, ეს აქციები ყოველდღიური იქნება თუ პერიოდულად ჩატარდება, ეს დამოკიდებულია იმ განწყობაზე, რომელიც საზოგადოებაში არის. ადეკვატური და გონიერი ხელისუფლება მოუსმენს თავის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ ხა

ზვიად ძიძიგური - შეუძლებელია მომდევნო ოთხი წელი მართოს “ოცნებამ” ქვეყანა, როდესაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს (ვიდეო)

ჩვენი გუნდი მონაწილეობას იღებს ყველა მშვიდობიან აქციაში. შეუძლებელია მომდევნო ოთხი წელი მართოს “ოცნებამ” ქვეყანა, როდესაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/430185853483329

ვახტანგ ხმალაძე - პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება - ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს

პარლამენტს საერთოდ არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის. ამ კენჭისყრით მან თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება, რომელიც ასევე აკრძალულია კონსტიტუციით , - ასე შეაფასა კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ XI მოწვევის პარლამენტი და მისი უფლებამოსილება. ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ ისაუბრა იმაზე, თუ რა ტიპის გადაწყვეტილების მიღებაა შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ხელი შეეშალა დღევანდელი სხდომისთვის.

„საკუთარი საწვიმარი თავზე გადამაფარეს და მცემეს. ორს ვეჭირე, დანარჩენები სახეში მირყამდნენ“ - მოქალაქე

2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე ლაზარე მაღლაკელიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ გუშინ გამთენიისას დააკავეს და სპეცრაზმელებმა  რამდენჯერმე სცემეს. მან ინგოროყვას კლინიკა ამ დილით დატოვა. ლაზარე მაღლაკელიძე ჰყვება, რომ ცემის შემდგომ გონება დაკარგა, გამოფხიზლებულს კი ისევ თავიდან დაუწყეს ცემა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტ

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე მისი შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს. როგორ ის აცხადებს, დაკავების შემდეგ ანდრო ჭიჭინაძეზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. „მე სანდრო დავტოვე სახლში, რაღაც პროექტზე მუშაობდა. ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ძალიან ბევრი ადამიანის გამოტოვებული ზარი ვნახე. შემდეგ მითხრეს, რომ სანდრო დაიჭირეს. შემოვედი ეზოში თუ არა, ვნახე, ალბათ, 60 პოლიციელი. ამასობაში ხელბორკილებით გამოიყვანეს ანდროც. ბოლოს იყო, რომ მითხრა „დედა არ ინერვიულოო“. მერე სამმა პოლიციელ

სალომე ზურაბიშვილი ანჯეი დუდას - გმადლობთ, საქართველოს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში

გმადლობთ, პრეზიდენტო ანჯეი დუდა საქართველოს გვერდში დგომისთვის პირადად და პოლონელი ერის სახელით ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მასსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. „გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ქართველები გადალახავენ და ჩვენი საერთო ევროპული მომავალი გაგვაერთიანებს!“- წერს პრეზიდენტი.   იპნ

საია: „მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა“

„სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში. ა

მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

თბილისში, მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა ამოიყვანეს. „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ინფორმაცია მტკვარში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით დღეს, შუადღის 2 საათისთვის გავრცელდა – ავტომობილმა მეტ

ნათია მეზვრიშვილი - სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს, მისი რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია - „ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება

სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს, სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს მთავრობის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. „სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევ კონკურსში 32 კანდიდატია წარდგენილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრად 32 კანდიდატია წარდგენილი. ხუთივე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით უნდა აირჩიონ. კანდიდატების სია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა: 1. გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი); წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 2. თეიმურაზ ჯერვალიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი. წარმდგენი: სოხუმის სახელმწი

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს. „ტელეგრაფი“ წერს, რომ ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა. კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ხელოვნურად აფერხებს ხორბლით დატვირთული 150 გემის გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შეგნებულად აფერხებს გემების გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან და ხელოვნურად შექმნა 150 გემისგან შემდგარი რიგი. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, თავის საღამოს მიმართვაში ისაუბრა. ამ კვირაში ვითარება სულ უფრო იძაბება საექსპორტო მარცვლეულის გატანის შეფერხების გამო, თქვა ზელენსკიმ. „მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. ვთვლი, რომ ამ მოქმედებებით რუსეთი სრულიად შეგნებულად ამწვავებს სასურსათო კრი

ანა ბუჩუკური - როცა გახარიას თანამდებობა ეკავა, ივანიშვილს ფორმალური თანამდებობა ჰქონდა - პრემიერად გახარიას წარდგენის დოკუმენტს სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი

გიორგი გახარიას “ტვიტმა“ დიდი შეშფოთება და ფორიაქი გამოიწვია როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციურ პარტიებში - ჰქონიათ მათ საერთო, ისინი ყოველთვის ერთიანდებიან, როდესაც გიორგი გახარია ელანდებათ ხოლმე! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის“ დუპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა. კითხვაზე, ახლა რატომ აღმოაჩინა გახარიამ რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ბუჩუკურმა განმარტა, რომ მაშინ როდესაც გიორგი გახარიას ოფიციალური თანამდებობა ეკავა, ბიძინა ივანიშვილს ფორმალური თანამდებობა ჰქონდა და

სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს

სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახლახო დამცველის აპარატი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსე
×
×
  • შექმენი...