ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის ინფორმაციით, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ დღის კონკრეტულ საათებში შევიდნენ.
ამასთან, როგორც იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე. როგორც კახაბერ იოსელიანი განმარტავს, აღნიშნულის შესახებ კანონპროექტში იქნება გაწერილი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა "ხალხის ხმის" წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერი დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკა. კომუნიკაცია დეპუტატებს შორის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შედგა.
"მიშას თავისუფლება როგორ უნდა მოითხოვოთ?!. სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან?!. მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ! ვისაც გინდა იმას ვეტყვი",
ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცლებს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტკურ პარტიასთან აფილირებული არ უნდა იყოს.
მისი თქმით, „საქართველოსთვის“ ლევან იოსელიანს მხარს არ დაუჭერს.
„ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყის პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანის მიმართ დადებითად ვართ განწყობილი, ის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ე
73 წლის LVMH-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.
ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Louis Vuitton, Tiffany და მრავალი სხვა.
ბერნარ არნო ცნობილია ქველმოქმედებით, მას ფულის გაცემა ნამდვილად არ ენანება და მსოფლიო მედია ხშირად წერს ამის შესახებ. წარმოგიდგენთ ბერნარ არნოს ყველაზე დიდ საქველმოქმედო შემოწირულობებს:
შემოწირულობა ჩინეთის წითელი ჯვრისთვის - 2 მილი
უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაბლოკა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობლივი განცხადება, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს უნგრეთის მთავრობის პასუხიდან, რომელსაც გამოცემა INDEX-ი ავრცელებს.
გამოცემამ უნგრეთის მთავრობისგან მიიღო პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ბუდაპეშტს ვეტო არ დაუდია პუტინის დაკავების ორდერზე, არამედ „გამ
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ, რათა სტუდენტების უფლებები არ დაირღვეს.როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, უცხოეთში დასაქმების მიზნით წასულ სტუდენტებს როგორც საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის, ისე გადასახადებისა და ხელშეკრულებების მიმართულებით უამრავი პრობლემა ექმნებათ.
„ჩვენ გერმ
მწერალმა, ჟურნალ Elle-ს ყოფილმა მიმომხილველმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურების ბრალდებით უჩივის, ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენება მისცა.
„მე აქ ვარ, რადგან დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც მე ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება“, – განუცხადა 79 წლის კეროლმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს.
მისი გაცხადებ
საქართველოს პროკურატურა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
ამასთან, პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ ორი დამატებითი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაც დააყენა, კერძოდ, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ბ
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საუბრისას ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივ შეხვედრებზე.
„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ იორკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. პირველი შეხვედრა, პირველი მონაწილეობა პრემიერ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამაზე მიუთითებს მათი მოქმედებები.
„ერთადერთი, რაც უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არის, როგორმე ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით გუშინდელი წამოცდენებიც. მათ აქვთ ერთადერთი თვითმიზანი, რომ ქვეყანამ დეკემბერში არ მიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ დეკემბერში – ან მანამდე, ოქტომბრიდან – სცადონ რაღაცნაირად ქვეყანაში ვითარების არევა.
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან გააკეთა.
"ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ დამატებით თხოვნებს, რომლებიც ისრაელმა გააკეთა. ვფიქრობ, თქვენ ალბათ უფრო მეტს გაიგებთ ამის შესახებ დღეს მოგვიანებით", - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციაა, რომ „დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვაძლევთ ისრაელს ყველაფერს, რაც მას ამ მომენტში სჭირდება ჰამასის თავდასხმებ
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა „თბილისთან საკმაოდ“ ახლოს დააკავეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე პატიმარი სრულწლოვანია, რომელთაგანაც ჯერ ერთი ადამიანის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი დანარჩენი ორის.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ძებნის ღონისძიება, არასრულ 24 საათში დასრულდა წარმატებით, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით. სამივე პატიმარი განთავსებულია შესაბამის პ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ისინი სამინისტროსთან მანამდე იქნებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება.
“მოთხოვნა რჩება უცვლელი, რაც გულისხმობს ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კანონდარღვევით გაიცა და მოსახლეობის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს აქ. დიდი წინააღმდეგობის და უსაფუძვლო დაკავებების მიუხედავად, გუშინ მოვახერხეთ კარვის გაშ
„ოცნებას“ მოვუწოდებთ მორჩეს საკუთარი ჯიბის ორგანიზაციით- „გორბით“ თამაშს და ნაცების პიარ კამპანიას, ამის ნაცვლად 8 ნოემბრის ევროკომისიის შეფასებების საფუძველზე, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი, სრულფასოვანი ევროინტეგრაციის პროცესისთვის."
ანა ბუჩუკური, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
402655903_2613258642174318_7497220121788482169_n.mp4
მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა.
დოკუმენტში გაწერილია „ქვეყანაში და საზღვარგარეთ მყოფი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებს აქტივების ბლოკირების წესი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი ქმედებები, რაც მსოფლიო დონეზე ერთსულოვნად არის სანქცირებული“.
როგორც მოლდოვის პარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი კანონი მიზნად ისახავს „გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრასა და სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფას“.
კანონის მიხედვით, მოლ
“ჩვენი პოლიტიკური გუნდის კაპიტალია კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და გამოცდილება, ამიტომ ამის თქმის მორალური უფლებაც გვაქვს და ვალდებულებაც და ამ ადამიანებისგან განსხვავებით, საკუთარი მოქალაქეების ჯიბეებში არ გვიფათურებია ხელი.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ბს.mp4
“მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნან რუსეთთან ჯერ არ ნახული, არ გაგონილი პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი!”
ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
408881108_1527946551364897_6710633606097275450_n.mp4
ევროკომისიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვის შესახებ. აქამდე უნგრეთი ამ დახმარებას ვერ იღებდა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად.
„გარდიანის“ ცნობით, ეს საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებაა. უნგრული სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, მთავრობას ბოლომდე არ შეუსრულებია პირობები, ხოლო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, მა
საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემების დახურვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს“.
მაუწყებლის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მაუწყებლის დაფნინასების მოდელის ცვლილებებსა და ახალ შენობაში გადასვლაზე.
მაუწყებლის ცნობით, იხურება არხი „ტელესკოლა“ და 7 გადაცემა. იხილეთ განცხადება სრულად:
„საზოგადოებისთვის ცნობილი
ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ - არავის გახსენებია ანწუხელიძე, გინტური, ტატუნაშვილი, ოთხოზორია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ა
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას.
შესაბამისი განცხადებით, ლილუაშვილმა უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას სამართლებრივ ჩარჩოში მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტიაში ამის მოლოდინი არსებობს, რისთვისაც ისინი მზად არიან.
"რა თქმა უნდა, ამის მოლო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი, იოსებ არჯევანიშვილი დაესწრნენ.
„თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კ
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.
„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობი