ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ეუბნება „ოცნებას“ და მესამეს აკეთებინებს. სამწუხაროდ, ასეთი მოცემულობა შეიქმნა. ასეთივე მოცემულობა აქვს საგარეო და შიდა პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით დღეს "ოცნებას“.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1109059806962516/
შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება სუვერენულ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. გასაგებად რომ ვთქვათ : ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე
პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ცესკო სრულად დაექვემდებარა ოცნების პარტიულ ვერტიკალს.
ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებაზე, ხმების დათვლაზე, არჩევნების შედეგების შეჯამებაზე, საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებაზე, აღნიშნული კომისიების ხელმძღვანელობაზე და კონტროლზე, დამკვირვებლებისთვის სტატუსის მინიჭებაზე და 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული
როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება , - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას.
“როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, ვინაიდან, დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საგანი არ შეიძლება იყოს”, - წერს აუსტრევიჩუსი.
ცნობისთვის, საპარლამენტო
დღეს, “ოცნება” ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ძალად, რომელიც ყველანაირ მიღწევას, ღირებულებას, ფასეულობას გადააყოლებს ერთ მარტივ ამოცანას, რომ მომდევნო არჩევნებზე ქვეყანაში არ დარჩეს არანაირი ლეგიტიმური ძალა, ინსტიტუტი, რომელიც ობიექტური შემფასებლის როლს შეასრულებს, არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ.
მე მაქვს ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების იმედი და მე მათ მოვუწოდებ, რომ ყველამ ერთად რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი სამოქალაქო პოზიცია უნდა გამოვხატოთ და მთავარი პასუხი ჩვენმა საზ
არ შეიძლება ერთ ქვაბში მოხარშო და ერთი სახელდება მისცე მტრული სახელმწიფოების მიერ წარმოებულ კამპანიას და შენი მეგობრების მიერ განხორციელებულ მხარდაჭერას თუ დახმარებას. ამიტომ, რა თქმა უნდა არანაირ გამჭვირვალობაზე საკითხი არ დგას, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე თუ როგორ გახლიჩოს საზოგადოება.
იმედი მაქვს, რომ ხვალ, ბიუროზე ეყოფათ გამბედაობა “ოცნების” წარმომადგენლებს, რომ პასუხი გაგვცენ იმაზე თუ აი ამ ალტერნატიულ კანონპროექტს რატომ ეუბნებიან უარს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტ
ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს, - აღნიშნული განცხადება დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკეთა.
ამერიკელმა დიპლომატმა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში აშშ-ის უშუალო დახმარებით განხორციელდა.
“აშშ-ი საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტია თანამშრომლობს, რათა 6 მი
ერთი მხრივ “ოცნება” გამოდის და უღირსად, უტიფრად ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, რომ თითქოს ისინი არიან ოჯახური ღირებულებების და ბავშვების დამცველები. საზოგადოებას გავახსენებ გუშინ როგორი უღირსი საქციელით გამოირჩეოდა სააკაშვილის და შემდეგ ივანიშვილის პრომო ბიჭუნა - კალაძე. ბავშვის ფოტო ვერ გაუტარეს და ვერ აპატიეს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ გმირს - ქოჩორაშვილს და მამამისს მიაყენეს შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გუნდშია.
ამ ყველაფერ უღირსობას აქვს ერთი მიზანი - ადამიანების დაპირისპირება,
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უერთდება დედა ენის დღის აღნიშვნას.
“ევროკავშირი უერთდება საქართველოში 14 აპრილის - დედა ენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია”, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა
დღეს, უკვე “ოცნებამ” და “ნაცებმა” გააცხადეს თავიანთი ერთობა და ოფიციალურად პოლიტიკურ ნაწილში გადმოიტანეს. თქვეს, რომ კი ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, ორივე ერთად ვართ საკრებულოში და შედეგად მივიღებთ იმას, რომ, როგორც რუსთავის მერიაში დაიკარგა რუსთაველი მოქალაქეების ხმა და არ ისმის მათი რეალური საჭიროებები, ისევე დაიკარგება რუსთავის საკრებულოში მათი ხმა.
ნათია შელეგია, რუსთავის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/737281151940348/
8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი – 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავს აღნიშნავს. ამავდროულად, 8 მაისს, ევროპის დღეც აღინიშნება. წელს, საქართველო ამ თარიღის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ხვდება – ჩვენი სამშობლო არასდროს ყოფილა ევროკავშირის წევრობასთან ისე ახლოს, როგორც დღესაა.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის შეიქმნ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ელჩი დანიგანი დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) წევრებს შეხვდა.
საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და „გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად.
პუბლიკა
ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს, რომ ლაზარე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
„პუბლიკა” ინფორმაციის დასადასტურებლად და დაკავების მუხლის გასარკვევად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.
პუბლიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მოიხსენია. იმავე ხასიათის შეფასებებს დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც აქტიურად ახმოვანებენ.
კოსაჩევმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ასევე უწოდა “უკანონო” და “ძალადობრივი”, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აქციების ჩატარებას ხელისუფლების ნებართვები არ სჭირდება რუსეთისაგ
თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში ხედავს, არ არის მეგობრობა და არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება.
„სა
დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი X-ზე წერს.
„როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - აცხადებს ბასი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მ
ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ, რაც მწუხარებას იწვევს, - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, სატელეფონო საუბარში მას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა.
„არ შემიძლია იმის კომენტირება, თუ რა თქვა რომელიღაცა ევროკომისარმა. იქ ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდამ იცვლებიან და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ხოლო თუ ეს ისეა, როგორც
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის ზედმიწევნით შესწავლა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ცენტრალური შემოსასვლელიდან, ბოტანიკურის ქუჩიდან შეეძლება
მთელი ეს ისტერიკა, სიბინძურის ნიაღვარი, ტერორი, ძალადობა, რომელიც “ოცნებიდან” რამდენიმე თვეა მოდის, ეს ყველაფერი ერთ რამეს უკავშირდება, მხოლოდ იმას, რომ მათ არ აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა და ისინი აგებენ არჩევნებს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1396132034418660/
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრა
13-19 ივნისს პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრები ვიკა ფილფანი და თამარ ხვედელიანი პროექტის “ქალთა წარმომადგენლობა და გავლენა პოლიტიკაში” ფარგლებში იმყოფებოდნენ დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში, სადაც გამართეს შეხვედრები ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან.
ვიზიტის დროს გუნდის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსთა დემოკრატიის ფესტივალში, რომელიც 2011 წლიდან ბორნჰოლმის კუნძულზე ყოველწლიურად ტარდება.
ისინი ასევე დაესწრნენ დ
ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი, აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.
რობინ
უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით უწყებაში იბარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნადიმ ხმალაძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი",- წერს ხმალაძე.
იპნ
TAV Georgia-ს ინფორმაციით, უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავიაკომპანია თბილისი – ურუმჩის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800 – ით შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს.
publika
ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
Reuters-ის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.
„ისინი, ვინც იარაღს მათ აწ