საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
ცვლილებებისთვის საჭირო იყო 113 დეპუტატის მხარდაჭერა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო.
კერძოდ, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „საქართველოსთვის“, „გირჩისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ პარტია „მოქალაქეების“ წევრები.
კანონ
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარიდან ვრცელდება ცნობები საბრძოლო მოქმედებების შესახებ. რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ენერგოდართან მდებარეობს ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.
ქალაქის ლეგიტიმური მერის, დმიტრო ორლოვის ცნობით, გასული ღამიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ენერგოდარი რამდენჯერმე დაცხრილეს. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ორლოვის წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ერთ-ერთი ელექტროქვესადგური და საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კო
რუსეთისთვის აზრი არა აქვს დასავლეთის ქვეყნებში ადრინდელი დიპლომატიური ყოფნის შენარჩუნებას, განაცხადა სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ თანამშრომლებთან შეხვედრაზე. ლავროვს მიაჩნია, რომ პირობებს, რომლებშიც მუშაობენ დასავლეთში რუსეთის დიპლომატები, „ძნელია ვუწოდოთ ადამიანური“, ამასთან ევროპა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთთან თანამშრომლობა.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ყურადღება უნდა გადაერთოს „მესამე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლის, ოლენა ზელენსკის თქმით, მისი ხალხი თავისი სიცოცხლისთვის იბრძვის ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში.
"ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით... ჩვენი გეგმის ჰორიზონტი შესაძლოა ერთი, ან ორი დღე იყოს - ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ან ზეგინდელი" - უთხრა მან აუდიტორიას 22 ოქტომბერს, გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.
ზელენსკამ აღნიშნა, რომ წინა ღამით განახლდა რუსეთის ძალების ცეცხლი უკრაინის დედაქალაქზე. "ჩვენ მუდამ სხვა ად
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწესა და დამსახურებულ ჟურნალისტს, ოთარ ქინქლაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა.
სხვადასხვა წლებში ოთარ ქინქლაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი, შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი, განათლების მინისტრი, აგრეთვე ჟურნალ „დროშის“ მთავარი რედაქტორი.
მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის იპოდრომის ბაზაზე, განათლების სამინისტროს საცხენოსნო სპორტული სკოლის ჩამოყალიბებაში, რის გამოც ამ სკოლა
გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.
ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში.
ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.
2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმ
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მეტეხის ხიდზე 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება. მერია განმარტავს, რომ მიზეზი ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაა.
რამდენიმე საათის განმავლობაში:
გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნებ
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის.
„შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაასუფთავეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეუძლებელია უკარნახოს რუსეთმა უკრაინას“, - თქვა შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონფერენციაზე, - არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო. არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია“.
ოლაფ შოლცმა ეს განცხადება ბადენ-ვიურტემბერგში გამართულ სოციალ-
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ნოემბერს გააკრიტიკა FIFA მუქარისთვის, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მოთამაშეები ყვითელი ბარათით დაისჯებიან, თუკი ისინი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სამკლავურებს გამოიყენებენ.
თავის კატარელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა: „ყოველთვის შემაშფოთებელია,.. როცა გამოხატვის თავისუფლების რაიმე სახით შეზღუდვის მოწმენი ვხდებით.“
ორშაბათს არცერთ გუნდს არ გამოუყენებია LGBTQ თემის მხ
უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა დაწესებულებისა და რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვის თაობაზე, რომლებიც შედიან რმე-ს შემადგენლობაში ან ექვემდებარებიან მას. ამის შესახებ ფეისბუკში იტყობინება დეპუტატი ირინა ფრიზი.
მისი სიტყვებით, კანონპროექტი წარადგინა ფრაქცია „ევროპულმა სოლიდარობამ“. მან განაცხადა, რომ ეკლესია „ძალზე დიდხანს აწარმოებდა აშკარა ანტიუკრაინულ და დივერსიულ საქმიანობას და ხელს უწყობდა რუსეთის დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მოქმედებას“
ჩვენგან 200 სინათლის წლის მანძილზე აღმოჩენილმა ეგზოპლანეტამ შეიძლება ახალი სინათლე მოჰფინოს პლანეტური მეცნიერების ყველაზე უცნაურ საიდუმლოებს.
მსგავსი: აღმოჩენილია სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა...
ობიექტს TOI-1075b უწოდეს, მისი რადიუსი დედამიწისას 1,8-ჯერ აღემატება და წარმოადგენს სუპერდედამიწის ტიპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეგზოპლანეტას ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ასევე კარგად თავსდება ე. წ. პატარა პლანეტის რადიუსის ნაპრალში, რასაც დედამიწაზე 1,5-დან 2-მდე მეტი რადიუსის მქონ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მიმდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე კანონპროექტები შევიდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ადგილობრივი ტელეგრამის არხზე დაყრდნობით იუწყება.
ეს არის მიმდინარე წლის 19 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტ
momxmarebeli.ge მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შემოწმების მნიშვნელობაზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
მათი თქმით, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
momxmarebeli.ge თანხის შეგროვებას იწყებს და აცხადებს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.
მათივე თქმით, შეგროვებული თანხით მოხდება შე
თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე. მათ ისტორიული სასჯელი ელით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს რუსულ საქმეში მიიღებს მონაწილეობას.
„დღეს, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, ანტიქართული საქმეა. თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და სთხოვს აღარ განიხილოს მათ მიერ გაგზავნილი კანოპროექტი.
-წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ რუსული კანონპროექტის განხილვის თხოვნით პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას გუშინ მიმართა. გუშინდელ წერილში პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის.
ასევე იხილეთ
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს
გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, ოფიციალური ბერლინი კრემლის ლიდერის დაკავების ორდერს სისრულეში მოიყვანს.
როგორც ბუშმანმა აღნიშნა, პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ორდერის აღსრულების მოთხოვნით, სწრაფად მიმართავს ინტერპოლსა და ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს.
“თუ პრეზიდენტი პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, გერმანია ვალდებული იქნება ის
„აისეტის“ კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. მათ შორის საუბარია, მიგრაციის ეკონომიკაზე გავლენაზე.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მშვიდობიანობის პერიოდში შემოვიდოდა. ეს სრული მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია, თბილისისა და ბათუმის მოსახლეობის კი – 6%.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინული ძალები აღმოსავლეთ ქალაქ ბახმუტზე რუსეთის მძიმე თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ.
„ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება. მდგომარეობა მუდმივად რთულია. მტერი ადამიანური რესურსების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, მაგრამ აგრძელებს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას“, - განაცხადა მან.
სირსკის თქმით, ბახმუტის დაცვა „სამხედრო აუცილებლობაა“.
„ბახმუტის
ამერიკის საელჩო ხშირად დასმული კითხვების ნუსხას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ქართველი ოფიციალური პირების სანქცირება. „კომერსანტი“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
ვინ არიან სანქცირებული პირები?
მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.
არის ეს სანქციები?
აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დევიდ კამერონი ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუც ბეერში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სასტიკი თავდასხმა განახორციელა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.
გუშინ, ლონდონში, დევიდ კამერონმა არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებთან ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქ
ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მომავალ კვირას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.
„როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, მომავ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
იპნ
“ნაცებო” დაზღნარდით!
“ქოცებო”, ამოძვერით სოროებიდან და გაეცით ხალხს პასუხი, რატომ ეხმარებით სააკაშვილის კამპანიის ჩატარებაში?
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
„ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა, - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
„ხანძარი