Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.885

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე დაზარალებულად 24 ბავშვი ცნეს - "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში

ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ პრობლემად რჩება.  "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში, ბავშვთა უფლებების შესახებ ნათქვამია, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე პროკურატურამ დაზარალებულად 24 ბავშვი ცნო. ამასტან ორგანიზაცია წერს, რომ ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს . "წინა წლის მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ფიზიკური დასჯის მეთოდების არსებობა. ხოლო,

აქციების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია კვლავ პატიმრობაში რჩება

აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. 2006 წელს დაბადებულ ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა. საბა ჯიქია წარ

საქართველოში ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მედიაში გავრცელებული მისი განცხადება გახდა, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით

ბულგარეთში სატვირთო მანქანაში 18 ადამიანის გვამი ნახეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო ავტომანქანაში ნახეს 18 გვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პირველადი დასკვნით, სატვირთოს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა. შეშით დატვირთულ ავტომანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი. რატომ გარდაცვალა 18 მათგანი, ჯერ არ არის დადგენილი. ცნობით, გადარჩენილები საავადმყოფოში მოათავსეს შესამოწმებლად. ავტომანქანის მძღოლი გაქცეულია და იძებნება. რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს

დასავლეთი ახალ სტრატეგიას ავითარებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ახლა დასავლეთში ახალი ისტერიული ტალღა დაიწყო – ამბობენ, რუსეთი ამ პირობებშიც ზრდის საგარეო ვაჭრობას. ახლა დასავლეთში ახალ სტრატეგიას ამუშავებენ – დაბლოკონ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი, ”- აღნიშნა ლავროვმა. მისი მტკიცებით, დასავლეთი სხვა ქვეყნებსაც აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ

სენაკის მერის ბიძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს — TI-საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 2 614 550 ლარია, სენაკის მერ ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია „არქეოპოლისმა” და ბიძაშვილ იოსებ გადელიას კომპანია „ინდიკომ” უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. სენაკის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა „არქეოპოლისში”. 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. „არქეო

რუსული ბიზნესი აფხაზეთში აქტიურ მოქმედებას იწყებს

რუსული ბიზნესი აფხაზეთში აქტიურ მოქმედებას იწყებს, ინვესტორები რუსეთის ფედერაციიდან ამჟამად მუშაობენ პროექტზე, რომელიც ბიჭვინთაში სასტუმრო კომპექს Москва Резорт - ის მშენებლობას თვალისწინებს. ამის შესახებ РИА Новости-ს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ელჩმა რუსეთში, ალხას კვიწინიამ განუცხადა. რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა, თუ რა აფერხებს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესს და როგორ ვითარდება დღეს დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის. მი

რა კითხვებს უნდა უპასუხოს გამოძიებამ შოვში მომხდარზე — „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რომელსაც ამ დროის მონაცემებით 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, კი „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული“, ხოლო სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ადამიანის

ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო. ცოტა ხნით ადრე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა. დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (7

მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნების“ საუკეთესო დეტექტივებსაც კი შეშურდებოდათ, სააკაშვილზე ისეთ კონსპირაციებს ავითარებენ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. როცა კითხვა ისმის, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა სადმე, ამ მარტივ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის. ისიც კი ვერ გავიგეთ, რა არის მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, სააკაშვილის დიაგნოზის მკურნალობა თუ შესაძლებელია საქართველოში, მაშინ გადაყვანის მოთხოვნა რა ლოგიკას ექვემდებარება, საკითხავია. „სააკაშვილის რეალური დიაგნო

19 დაკარგულის ვინაობა - ვის ეძებენ სტიქიის ზონაში

შოვში სტიქიის ზონაში ამ მომენტისთვის 20-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. რადიო თავისუფლება შეეცადა ღია წყაროებით შეეკრიბა ინფორმაცია მათ შესახებ და 4 აგვისტოსთვის 19 დაკარგული ადამინის ვინაობა დაადგინა. მეორე დღეა, ათობით ადამიანი სოფელ შოვში მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეძებს. ეძებენ, ვისაც როგორ შეუძლია. ზოგი ფიზიკურად, სტიქიის ადგილას, ზოგი ოდნავ მოშორებით. პოლიციელები ხალხს ტრაგედიის ადგილზე არ უშვებენ.

21-22 აგვისტოს, საქართველოში წვიმა, მდინარეებზე კი წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს, უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ყაზბეგის გამზირზე ავარიას კურიერის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 28 აგვისტოს მომხდარ ავარიას კურიერის სიცოცხლე ემსხვერპლა. კურიერი მოპედს მართავდა, რომელსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტს შსს ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინაროებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულია თუ არა ავტომობილის მძღოლი, „პუბლიკა” ინფორმ

,,ნარკოტიკს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-მდე პირი დააკავეს

საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-მდე პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, რომ რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის, მათ შორის უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი უკრაინელი ქალია, ,,რომელიც ნარკოტიკულ სა

სტუდენტს, რომელმაც კობახიძეს რუსეთის მონა დაუძახა, თსუ-სთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „რუსეთის მონა“ დაუძახა. დღეს, 20 აპრილს, მაშინ, როცა ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობას დაცვის თანხლებით ტოვებდა, მას მიუახლოვდა ნიკო მანაგაძე და მიმართა: „ბატონო რუსეთის მონავ, შეგვხვდებით სტუდენტებს?“ ტელეარხების კადრებში ჩანს, რომ კობახიძის დაცვა სტუდნეტს მიახლოების საშუალებას არ აძლევს და გვერდით გაჰყავთ, მის მიმართულებით კი ახალ

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღოინისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1955 წელ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინალის დარი მატჩით დაასრულა. საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით – 80:77. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. პირველად ისტორიაში.     შეხვედრამდე ხშირად იყო ნახსენები სიტყვა „ისტორიული“, მართლაც, ჩვენი გუნდი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ახლოს მსოფლიო ჩ

„ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ, ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში,“ — დავით კეზ

„ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ, ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში,“ — დავით კეზერაშვილი განცხადება სრულად: formulanews.ge/News/89056

“იქ დრონს არ უმუშავია” - სამთო გიდი იხსენებს შოვის სტიქიის პირველ ღამეს

„ცოცხალი ადამიანების დასახმარებლად და გადასარჩენად მეგონა, რომ მივდიოდი, და მერე რომ ვნახე იქ სიტუაცია და მივხვდი, რომ ხელით ვერაფერს ვიზამდი და ტრაქტორის სათხრელი იყო იქაურობა, წამოვედი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე მაცაბერიძე, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ძმასთან ერთად ავიდა. თორნიკე პროფესიონალი სამთო გიდია და იცის, როგორ შეიძლება დაეხმარო ექსტრემალურ პირობებში ადამიანებს. მან და მისმა ძმამ შოვში გაატარეს 3 აგვისტოს ღამე და მთელი 4 აგვისტო. ახლა, როცა შოვის ღვარცოფის თითქმის ყვ

ეროვნებით ქართველი თამარ გოლდენბერგის ცხედარი ,,ჰამასის" მსხვერპლთა შორის აღმოაჩინეს

ეროვნებით ქართველი ისრაელის მოქალაქის, თამარ გოლდენბერგის ცხედარი ,,ჰამასის" მიერ დახოცილთა შორის აღმოაჩინეს.  ამის შესახებ მისი ოჯახისთვის პარასკევს გახდა ცნობილი, როცა მათ ქვეყნის ოფიციალური უწყებიდან დაუკავშირდნენ და საიდენტიფიკაციოდ დნმ-ის ანალიზის ჩაბარება თხოვეს.  შაბათს მიღებული ანალიზის პასუხის თანახმად, დადასტურდა, რომ 24 წლის ქართველი გოგონა, თამარ გოლდენბერგი (კორსანტია), რომელსაც ახლობლები 7 ოქტომბრიდან ეძებდნენ, ტერორისტების პირველი შეტევის მსხვერპლი გახდა.  ის იმ ელექტრონული

საქართველოში 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბძოლებს — Gallup-ის კვლევა

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება. კვლევის ავტორების განცხადებით, ხუთეული ასე განაწილდა: სომხეთი — 96%; საუდის არაბეთი — 94%; აზერბაიჯანი — 88%; პაკისტანი — 86%; საქართველო — 83%. ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თ

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა 2024 წლისთვის გადადო მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება. გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს მიიღეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ.   სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, გამგზავრების წინ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომე

“მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში აფხაზეთის კონკურენტუნარიანობის შესახებ სოციალური პლატფორმის “აფხაზეთის მომავალი” მონაწილეებთან ისაუბრა. არძინბას თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 2,5 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა და მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. “მსოფლიოს ეკონომიკა და მსოფლიოს პოლიტიკა კონკურენტუნარიანი სფეროებია. თუ ვერ უძლებ კონკურენციას, საერთაშორისო პროცეს

გუბერნატორი - რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა ორი ბავშვი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს. „რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს - ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში. შუადღის დაახლოებით სამ საათზე "რაშისტებმა" სოფელი არტილერიით დაბომბეს - ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ - 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს. გარდა

თბილისის საკრებულოში ხმაური იყო

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტების განხილვას მოჰყვა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ აღნიშნა, ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52 სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას, ასევე განმარტა, რომ მშენებლობა კოეფიციენტით კი არა უსაფრთხოებით იწყება. „შოვში ეს ტრაგედი
×
×
  • შექმენი...