დღეს, 6 მარტს, პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო.
დღევანდელ ბიუროზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი უნდა გასულიყო და გადაწყვეტილიყო, როდის ეყრებოდა მას კენჭი პირველი მოსმენით.
თუმცა, როგორც პარლამენტში განმარტავენ, ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი გახდა ჯერ ვერდასრულებული კომიტეტის სხდომები, რის გამოც ვერ ესწრება ბიუროს დღის წესრიგის განსაზღვრა.
ამ წუთებში რუსული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობს, პარალელურად კი პარლამენტთან აქცია ი
ინტერვიუ რადიო თავისუფლებაზე, საუბარი ჩაწერილია 7 მარტს, პარლამენტში ე.წ. „აგენტების კანონის“ განხილვის დროს, - პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს:
10000000_908392990471805_4292497179559790725_n.mp4
ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ
სიმბოლოდ იქცა, 47 წლის ნანა მალაშხიაა. პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალის ფოტოებმა და კადრებმა მოიარა მსოფლიო მედიის გვერდები. ნანა ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობს. 7 მარტს, აქციაზე ქმართან და დასთან ერთად იყო.
რატომ გავიდა ის აქციაზე და როგორ არ შეუშინდა წყლის ჭავლს, რომლისგან მიყენებულ დაზიანებებს ახლაც იშუშებს. ამ ყველაფერზე ნანამ "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა.
"მე ვარ ქალი დროშით,
"მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის". – თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
"მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა არანაირი ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის ჯარი აქამდე ვერ მოაღწევს, მანამ, სანამ უკრაინა იბრძვის და ამით იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების, მათი სიმამაცისა და თავისუფლების სიყვარულისთვის". – თქვა სანდუმ.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური ს
შემოსავლების სამსახურმა კატალიზატორის ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის ექსპორტზე კილოგრამზე 6 ლარიანი საფასური დააწესა.
როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალა. შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვის მოუწევს ექსპორტზე დაწესებული ახალი საფასურის გადახდა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩების ბილეთები UEFA-ს ვებგვერდზე გაიყიდება.
ინფორმაცია ამის შესახებ UEFA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან 18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართავს, გერმანიის ყველაზე დიდ სტადიონზე, რომელიც 80 ათასამდე მაყურებელს იტევს.
UEFA/EURO2024-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ევროდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება
ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე „ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს, ხელს შეუშლის მეცნიერების განვითარებას.
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეებში ბევრი გამოვიდა, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს წინსვლასა და კეთილდღეობაზე, და ღიად გამოთქვა თავისი უარყო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლoდიმირ ზელენსკი შაბათს, 29 ივლისს დონბასს ფრონტის ხაზზე მყოფ „სპეციალურ ძალებს“ ესტუმრა, მაღალი შეფასება მისცა მათ საქმიანობას და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსულ არმიას რამდენიმე მიმართულებით "განსაკუთრებით ხელშესახებ დარტყმებს" აყენებენ. კონტრშეტევის ძირითად მიმართულებად ზელენსკიმ ბახმუტი, ავდევკა, მარიინკა, სოლედარი და კრასნოგოროვკა დაასახელა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 29 ივლისს დონეცკის რაიონის ბახმუტთან სამხრეთ
ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი, რომელიც ამჟამად ერევანს სტუმრობს, სომხეთიდან საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ვიზიტის შესახებ თავად მინისტრი ჰაჯა ლაბიბი „ტვიტერზე“ ავრცელებს.
„მივემგზავრები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიანი ვიზიტით, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. [ვიზიტის] მიზანია: ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირე
ლიბერთი აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.
კერძოდ, ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.
ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პი
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" მივიდა. მან სამედიცინო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"დიდი ხანია, მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და ნახულობდნენ, საქმის კურსში ვიყავით. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მის ჯანმრთელობაზე, მე მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეც
ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ათასობით ადამიანმა ქუჩებში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: "სი ძინპინი, გადადექი!“ „გადადგეს კომუნისტური პარტია!" „განბლოკეთ სინძიანი, განბლოკეთ ჩინეთი", "არ გვსურს PCR ტესტები, გვსურს თავისუფლება“.
მომიტინგეებმა პატივი მიაგეს სინძიანის რეგიონალურ დედაქალაქ ურუმჩიში, მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილ სულ მცირე 10 ადამიანს.
მედიის ცნობით, ხან
იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ მიეცემა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, რაც მას აქამდე არ გააჩნდა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შეეძლება ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით პირთა ვიწრო წრესთან (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია, რომელთაგანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოაჩინა.
მათ შორის, ორგანიზაციის განცხადებით, დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებუ
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კონოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
„პუბლიკამ” რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება მოიპოვა. ბრძანებაში ვკითხულობთ:
ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს:
ეფექტური კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფც
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, მამაკაცის ცხედარი სტიქიის ზონიდან 40 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მღებრიშვილის თქმით, მეორე დაღუპული კი, რომლის ცხედარიც დღეს მაშველებმა იპოვეს, სავარაუდოდ, მოზარდია:
„გუმ
ევროპული კეთილდღეობის #საქართველოსთვის
გახარიას გუნდი ბათუმისთვის -
ტრამვაის სანაპირო და საქალაქო ხაზები;
ქალაქში შემოსავლელი ახალი ქუჩების მშენებლობა;
ესტაკადები გადატვირთული ქუჩების კვეთებში;
პლაჟის "ხელოვნურად კვების" მასშტაბური პროექტი და სპეციალირი ბარიერები ზღვის დაბინძურებისგან დასაცავად;
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/posts/719788470334130
საკუთარ ფიქრებში ოკუპანტებმა ეს ომი უკვე წააგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„შტაბის შეხვედრა ჩავატარე დღეს. ოპერატიული მიმართულებების ხელმძღვანელების მნიშვნელოვანი ანგარიშები იყო… რა უნდა გვესმოდეს ახლა: ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის. საკუთარ ფიქრებში მათ ეს ომი უკვე წააგეს. ყოველ დღე მათ უნდა ვაწვებოდეთ ისე, რომ მათი მარცხის შეგრძნება მათ გაქცევად, მათ შეცდომებად, მათ დანაკარგებად იქცეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, კონსტანტინე (მინდია) ესაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კინოაკადემიის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მოტივად ესაძე საზღვარგარეთ მოღვაწეობას ასახელებს.
ააიპ „საქართველოს კინოაკადემია“ არის კინოხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას, პოპულარიზაციასა და სხვა.
publika
დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის მიღება შეაჩერეს. ქუჩებში გუნდ-გუნდად ჩამომსხდარი ქალები, რომლებიც თხილს იბარებდნენ, თხილის ჩასაბარებლად მოსულებს უარით ისტუმრებდნენ.
_ მხოლოდ „ბერძნულას“ მივიღებთ, თუმცა ჯერ ფული უნდა გამოგვიგზავნონ. ახლა არ გვაქვს და ველოდებით, _ეუბნებიან მიმღები თხილის ტომრებით მოსულ ხალხს.
_რა მოგივიდათ, აი, ასეა, ხვალ ფერიცვალობაა. ყოველი დღესასწაულის წინ , ასე რომ უნდა გვეცეთ წურბელებივით, 30 წელიწადია,ვიცით, _ ბრაზობს ხალხი.
_მოდი, მოდი, შენსას მივიღებ. ბ
აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს საზღვაო ძალების დამრტყმელი ჯგუფი მიემართება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ, „რეგიონული შეკავების ძალისხმევის გასაძლიერებლად“.
ჯგუფი მოიცავს აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდს USS Gerald R. Ford (CVN-78), Ticonderoga-ს კლასის მართვადი სარაკეტო კრეისერ USS Normandy-ს (CG 60), ასევე Arleigh-Burke-ის კლასის მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს: USS Thomas Hudner (DDG 116). ), USS Ramage (DDG 61)
„მე ვიყავი ერთადერთი "ოცნების" წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს მიუღებელია და არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ექცევიან, მერე იქ, ოფისში რაღაც „რაზბორკები“ მომიწყეს, რა უნდა მოეწყოთ მაგრამ უკმაყოფილოები იყვნენ,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს.
გახარია განმარტავს, რატომ ითხოვს მისი პარტია სააკაშვილის გადაყვანას. პარტიის თავმჯ
უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი აცხადებს, რომ უკრაინული ზამთარი რუს სამხედროებს „ძალიან დიდ სიურპრიზს" უმზადებს. მისი შეფასებით, რუსებს, განსხვავებით გამოცდილი უკრაინელებისგან, წარმოდგენაც არა აქვთ იმ სასტიკ პირობებზე, რომელთა წინაშეც ისინი ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან.
„ჯერ მხოლოდ ყვავილებია, ნაყოფი მერე იქნება... ეს არ არის ის ყინვა, რომელზეც ასე უყვართ ლაპარაკი რუსებს. ისინი ლაპარაკობენ -30 გრადუსზე, როცა სიმშრალეა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქ ხარკოვზე. ასევე - 44 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ისევ უტევს ლიმანს, ბახმუტს, ავდეევკას და ნოვოპავლოვსკს, სხვა მიმართულებებით კი, თავს იცავს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლ