Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.129
  • comments
    0
  • views
    692.847

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად - ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ,- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. რ

ალექსანდრე თვალჭრელიძე - შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები - ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით

ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, პრობლემა არა აქვს, რადგან იქ „სკადას" სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება - შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით,- ამის შესახებ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიი

ანა ბუჩუკური - მოვა დრო, როცა ხალხში დაგროვებულ მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს - ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა

მოვა დრო, როცა ხალხში დაგროვებულ მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს - ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა ყველაზე კრიტიკული პირველი საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, დღეს გლოვის დღეა, მხოლოდ მწუხარებით შემოიფარგლება, მაგრამ კითხვები აუცილებლად დაისმება. „ქვეყანას ძალიან მძიმე დღეების

თემურ მღებრიშვილი - იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ. „ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. დაკარგულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი სიახლე, გუშინ საღამოს რაც მოგახს

უკრაინის საგარეო უწყება - 15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში - უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. "უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში. დღეს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ipn

ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვია გმობს რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - აცხადებენ ლატვიის საგარეო უწყებაში. აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან ს

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ პირველად შეფასებას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ პირველად შეფასებას აქვეყნებს. პირველადი დასკვნით, 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური

ტრაგედია შოვში - და-ძმის გარდაცვალება დადასტურდა

სტიქიის ზონაში დაკარგული და-ძმა ყარალაშვილების ცხედრები ამოიცნეს. ინფორმაციები ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. მათ შორის, ინფორმაციას ავრცელებს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებული იყო გიორგი ყარალაშვილი: “სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილისა და მისი დის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებუ

შოვისთვის საფრთხის შემცველია მდ. ჭანჭახი და მისი შენაკადები, საჭირო იყო ევაკუაციის გეგმის შემუშავება - „მწვანე ალტერნატივა“

„მწვანე ალტერნატივა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენის გამო და შოვში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2023 წლის 4 აგვისტოს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 83 დასახლება. მათ შორის, შოვი სტიქიური გ

რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთათვის ილოცონ

რომის პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს ილოცონ, საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულთათვის. რომის პაპმა პორტუგალიაში ვიზიტისას გამოსვლაში მხარდაჭერა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მიმართ. პაპმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გვერდით დგას. „მე ჩემს ძმასთან, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ახლოს ვარ”, - დასძინა რომის პაპმა. ipn

„როდესაც შოვი, როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო.. ამიტომაც ეს ღვარცოფი ვერ შეეხო და არის უვნებლად“ - რას წერს არქიტექტორი შოვის სტიქიაზე

არქიტექტორი თემურ ტომარაძე სოციალურ ქსელში კურორტ შოვის განაშენიანების შესახებ წერს. როგორც თემურ ტომარაძე აღნიშნავს, „თავის დროზე, როდესაც შოვი როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო“. „ბავშვობის ზაფხულები შოვში პირველ კორპუსში (გერმანელი ტყვეების მიერ ნაგები, თანაც ულურსმნოდ) მაქვს გატარებული. ვინც შოვში ნამყოფი ხართ, გემახსოვრებათ, სად დგას და რა სავალალო მდგომარეობაში. შესაბამისად, კურორტის ყველა ძველი (მე-2, მე-3, მე-4) კორპუსი ტყის პირზეა, შემ

უნგრეთის პრეზიდენტი - ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ქართველ ხალხთანაა, უნგრეთი მზადაა, გასწიოს საჭირო დახმარება ზარალის შესამსუბუქებლად

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს. „მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს უპრეცედენტო წვიმებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ქართველ ხალხთანაა. უნგრეთი მზადაა, გასწიოს საჭირო დახმარება კატასტროფის დროს მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად“, – წერს კატალინ ნოვაკი. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა

შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს

შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ლუკა შოვში დედასა და და-ძმასთან ერთად ისვენებდა, რომლებსაც მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ. ლუკას მამა, გიორგი დუდაშვილი საზოგადოებამ სტიქიის პირველივე დღეს გაიცნო. გიორგი დუდაშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ ცოლსა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებდა: „მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან… არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავ

დიმიტრი პესკოვი - რუსეთს კონსტიტუციაში დაფიქსირებული ყველა ტერიტორიის გაკონტროლება სურს

ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ტერიტორია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი საკუთრება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს, უფრო მეტი უკრაინული ტერიტორია დაიკავოს, პესკოვმა უპასუხა: "არა, არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ის ტერიტორია, რომელიც ახლა ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი", - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ,

სერბეთის საგარეო უწყება - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის ტრაგიკული მეწყრის გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ შოვის ტრაგიკული მეწყრის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. "ჩვენი ფიქრები მსხვერპლთა ოჯახებთან და მეგობრებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას, სამაშველო ჯგუფს კი წარმატებებს ვუსურვებთ", - აცხადებენ სერბეთის საგარეო უწყებაში.

ნიდერლანდების საგარეო უწყება - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალდა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალდა. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება“, - ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო უწყების განცხადებაში.

ანდრეი ერმაკი - საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილე 40-მდე ქვეყნიდან უმეტესობამ გადაწყვიტა, როგორ იმუშავებს მშვიდობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ გამართული შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, როგორ შეიტანონ თავიანთი წვლილი მის განხორციელებაში. ერმაკმა შეხვედრის მონაწილე 40-მდე ქვეყანა დაასახელა, მათ შორისაა ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი

გზების დეპარტამენტი - შოვში დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები - ძებნისა და გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს. უწყების ცნობით, ამ დროისათვოს, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა. ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობეაზე. „ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა დ

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა. „თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია - საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება

ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება. “როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევ

ამ დროისთვის ცნობილია რომ შოვში 2 რუსთაველი გარდაიცვალა

შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. "ინფო რუსთავი" გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა. "დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძზალი

მოლდოვაში უკრაინისკენ მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა

მოლდოვაში უკრაინაში მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, საუბარია მატარებელზე, რომლითაც მარცვლეული უკრაინის პორტ „რენიში“ გადაჰქონდათ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი კულმა-ჩადირ-ლუნგას მონაკვეთზე იმყოფებოდა. ლიანდაგიდან სულ ექვსი ვაგონი გადავიდა. „ავარიის სავარაუდო მიზეზი ძლიერი სიცხე იყო, რის გამოც რელსების ნაწილმა მდგრადობა დაკარგა“, – ნათქამია ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე, ხოლო 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე დაეშვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00

„შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, გამოიღვიძეთ!“ - მოქალაქე მთავრობას მიმართავს

მოქალაქე გიორგი კაცელაშვილი სოციალურ ქსელში ჯუთასკენ მიმავალი გზის ფოტოებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.  მისი თქმით, გზა ამორტიზებულია, ფერდობის ქვეშ კი მდინარე გადის და ამ მიმართულებით გადაადგილება უდიდესი რისკისშემცველია.  „ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთიდან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. "ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის,
×
×
  • შექმენი...