Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.046

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს

1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს სრულად: http://tbl.ge/6jow ტაბულა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კიდევ 100-ზე მეტ მოქალაქესა და 37 კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რითაც ძალაში შედის „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, - ინფორმაციას უკრაინული მედია. მათივე ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა დიმიტრი საბლინის, დიმიტრი სვიატაშის, დიმიტრი ტაბაჩნიკის, იური კოტის, ნიკოლაი აზაროვის, სერგეი აქსენოვის და ოლეგ ცარევის სახელები. ა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი - მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს

მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის ხელმძღვანელმა სანდრო ქევხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, თუმცა, „ელიტური კორუფციის“ პრობლემა აქტუალურად დგას. „ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, ამ მხრივ, ასე თუ ისე, პრობლემა მო

რომის პაპი - ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, გთხოვთ, წავიდეთ წინ მშვიდობისთვის

ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე საუბრისას განაცხადა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ის შეხვდა დელეგაციას ისრაელიდან, რომელთა ნათესავებიც მძევლად ჰყავთ ღაზის სექტორში და პალესტინელების დელეგაციას, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ისრაელის ციხეში. „ისინი ძალიან იტანჯებიან და გავიგე, როგორ იტანჯება ორივე მხარე. ეს არის ის, რასაც ომები აკეთებენ, მაგრამ აქ ჩვენ გავედით ომების ფარგლ

28 ნოემბრამდე წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი, ზვავები, ზღვაზე კი შტორმია მოსალონდელი

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებ

“შენი ხმა ევროკავშირს” — თბილისში EU-ს წევრობის სტატუსისადმი მიძღვნილი მარში იმართება

თბილისში ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს, რომელშიც ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. მარშის მონაწილეები 14 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მიდიან ევროპის მოედნისკენ, სადაც გაიშლება ევროკავშირის რეკორდულად დიდი დროშა. მარშის ორგანიზატორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა. მსვლელობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭე

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

გახარია - სამართალმა კიდევ ერთხელ იზეიმა! რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

"სამართალმა კიდევ ერთხელ იზეიმა! რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა." გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.     

2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატება - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატება. „როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში, საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

ევროპაში, წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “სასწრაფო” ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, 2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. განცხადებაში ისინი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, “სასწრაფოდ” დაიწყონ იმუნიზაციის კამპანიები. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 2023 წ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დააკავეს 1987 წელს დაბადებული ბ.შ., 1993 წელს დაბადებული ი.შ., 1977 წელს დაბადებული ე.ი., 2005 წელს დაბადებული გ.ლ., 2006 წელს დაბადებული ნ.დ., 1968 წელს დაბადებული გ.ო., 1978 წელს დაბ

ანა ბუჩუკური - ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს - „ოცნების“ თითოეული გადაწყვეტილების მიღმა რეალურად დგას არჩევნების მოპარვის სურვილი

ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ოცნებამ“, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი არ აქვს. „დღეს ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს. აქ იმაზეც

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტზე - პროექტის არსი არის ის, რომ მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული, ჩვენდა დაუკითხავთ

„არსი, აზრი ამ კანონპროექტის არის, რომ მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული, ჩვენდა დაუკითხავთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „გახარია - საქართველოსთვისა“ და დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიერ ინფიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც ალტერნატიული კანონპროექტი დააინიცირეს, სახელმწიფოებრივი შეგრძნებისგან შორს არიან. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთ

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება. „პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზი

გარემოს ეროვნული სააგენტო - 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4- ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო). იპნ

საკრებულომ იპოდრომთან ცათამბჯენების ასაშენებლად ზონის ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თბილისის პროკურორის მოადგილემ, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გაგნიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემი

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია! [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. „ჯვაროსნები“ თავის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ! ფაქტები ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა დიდ ტურნირზე. მას საქართველოს ნაკრებში 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 5 ყველაზე სწრაფ გოლს შორის შედის. მან პორტუგალიის კარი მატჩის დაწყებიდან 92-ე წამზ

მიშა დაუშვილი - "ოცნებას" არ უნდა თვალი გაუსწოროს სიმართლეს, რომელიც მწარე და სამწუხაროა მათთვის - ისინი ქვეყანას აზიანებენ დ შედეგიც სახეზეა

გასაგებია, რომ “ოცნებამ” რაღაცით თავი უნდა იმართლოს და ეს ყველაფერი ვიღაცას უნდა დააბრალოს. არ უნდათ თვალი სიმართლეს გაუსწორონ, სიმართლეს, რომელიც მწარე და სამწუხაროა მათთვის - ისინი ქვეყანას აზიანებენ დ შედეგიც სახეზეა.   მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1501187854118147

მოსკოვი აკრიტიკებს ლანდსბერგისს თბილისში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის

მოსკოვი ბალტიის ქვეყნებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს და სომხეთის, რუსეთის წინააღმდეგ წახალისებაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ისევე როგორც მანამდე „ქართულმა ოცნებამ“, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თბილისში, საპროტესტო აქციაზე მისვლა „ხელისუფლების შეცვლის“ მხარდაჭერად შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრეი ნასტასინს ჰკითხე

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიურ პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განმარტებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. „ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით

ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ და ახალგაზრდული ორგანიზაციის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა UNDP Georgia-ს მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

8-9 ივლისს ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ და ახალგაზრდული ორგანიზაციის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოში გამართულ საინფორმაციო ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა UNDP Georgia-ს მხარდაჭერით. ორი დღის განმავლობაში ორგანიზაციის წევრები განიხილავდნენ გენდერული ნიშნით გამოწვეულ პრობლემებს საქართველოში, მუშაობდნენ ინდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრის გზების მოძიებასა და ეფექტური სტრატეგიების გამოვლენაზე. ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთ

თბილისის მერია - ბროწეულის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების ადგილას ბზარების გამო სამუშაოები შეჩერებულია, რაზმაძის ქუჩაზე კი ფერდის ჩამოშლის გამო მშენებლობის შეჩერების დადგენილება გამოიცა და მშენებელი დაჯარიმდა

დედაქალაქის მერია ერთი მხრივ საბურთალოზე, ბროწეულის ქუჩა N5-ში სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ, მეორე მხრივ კი ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ბროწეულის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო რაზმაძის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების დადგენილება გამოიცა. უფრო კონკრეტულად, მერიის ინფორმაციით, ბროწეულის ქუჩა N5-ში დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. რაც

მიხეილ დაუშვილი - დღეს „ოცნება“ აბსოლუტურად ხელოვნურად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის საკითხის აქტუალიზებას, იმიტომ, რომ პოლიტიკურად სჭირდება

დღეს „ოცნება“ აბსოლუტურად ხელოვნურად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის საკითხის აქტუალიზებას, იმიტომ, რომ პოლიტიკურად სჭირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს აძლიერებენ და აცოცხლებენ. „რამდენი პატიმარი შეგიძლიათ რომ დამისახელოთ, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში განახორციელონ საარჩევნო აგიტაცია. გასაგებია, რომ ამ ყველაფერს მეორე მხარეც გააჩნია, მაგრამ ეს კი

ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, ისინი ისტორიულ მინიმუმზე არიან - მმართველი პარტიის მხარდაჭერა 27-28%-საც ვერ აღწევს, უშუალოდ თბილისში კი რეიტინგი 20-21%-ია

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, ისინი „ისტორიულ მინიმუმზე არიან“. ბუჩუკურის განცხადებით, დღეს საქართველოს მასშტაბით „ოცნების“ მხარდაჭერა 27-28 პროცენტსაც ვერ აღწევს. თბილისის შემთხვევაში კი ეს 20-21%-ია. როგორც დეპუტატმა განმარტა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული კვლევის შედეგებს არ აქვეყნებს. „ამ ტყუილ გზავნილს შიგნით არსებული ემოციების დასაცხრობად იყენებს, იმიტომ, რომ შიგნით, „ოცნებაში“ არ არის მაინც და მაინც მყარ

დღეს მარიამობაა

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.   ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. იპნ
×
×
  • შექმენი...