Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    869.879

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია. კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. ახალგაზრდა სტიქიას დედასთან და დასთან ერთად ემსხვერპლა. 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილების ნათესავი, შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი ავრცელებს, რომელმაც სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა. „ვაგრძელებთ… შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა; კოტე მაისურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში სამხედრო აეროპორტს დაარტყა, დაზიანდა ერთი რაკეტმზიდი-ბომბდამშენი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროპორტს “სოლცი”-ს დაარტყა, სადაც Х-22-ის ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენი არის განლაგებული. რუსული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა. „დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან“, - აცხადებენ სამინისტროში. რუსული ოპოზიციური მედიის მტკიცებით, თვითმხილველების მონაცემებით, აეროდრომის ტერიტორიაზე

გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა: „ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანას ოჯახის ა

დადასტურდა შოვის სტიქიისას დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება. ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს: „ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი პილოტები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნებს უკვე გადიან

უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას უკვე გადიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “თვითმფრინავები Gripen - შვედეთის სიამაყეა. დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების, მონაწილეობით Gripen-ის სატესტო წვრთნები უკვე დაიწყო”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რო

ჯანდაცვის სამინისტრო - საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. „მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და სა

სამინისტრო „ჩუბინაშვილის ცენტრში“ აუდიტის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს | ცენტრის პასუხი

კულტურის სამინისტრო „ჩუბინაშვილის ცენტრზე“ აუდიტის დასკვნას აქვეყნებს და წერს, რომ კვლევითი ცენტრი სამინისტროს სასამართლოში უსაფუძვლოდ უჩივის. დასკვნის მიხედვით, აუდიტორული შემოწმების შედეგების (2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) თანახმად: 2015 წლიდან 2019 წლის დეკემბრამდე, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო შედგებოდა 11 წევრისაგან, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმა

„შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფილმის ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმმა ჯილდო აიღო კატეგორიაში საუკეთესო მხატვრული ფილმი. ასევე „სარაევოს გულის“ მფლობელი კატეგორიაში საუკეთესო ქალი გახდა მსახიობი ეკატერინე ჩავლეიშვილი, რომელიც ფილმში მთავარი გმირის, ეთეროს როლს ასრულებს. ელენე ნავერიანმა სარაევოში გამარჯვება გუნდმა ქართული კინოს პროტესტს მიუძღვნა: „ეს „გული“ [პრიზი] მინდა მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დ

პროკურატურამ შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო - PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 6 დაკარგულ მოქალაქეს, საძიებო არეალი კი სტიქიის ეპიცენტრიდან ამბროლაურამდე მანძილს მოიცავს. შინაგან საქმეთა სამ

“მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში აფხაზეთის კონკურენტუნარიანობის შესახებ სოციალური პლატფორმის “აფხაზეთის მომავალი” მონაწილეებთან ისაუბრა. არძინბას თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 2,5 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა და მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. “მსოფლიოს ეკონომიკა და მსოფლიოს პოლიტიკა კონკურენტუნარიანი სფეროებია. თუ ვერ უძლებ კონკურენციას, საერთაშორისო პროცეს

რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 117 დაშავდა

რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. „15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა,” - წერს ლომაკო. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხა

ახალციხელმა ამირან ჯანაშვილმა აშშ–ში სასწავლებლად 400 000 დოლარის დაფინანსება მიიღო

ახალციხელი ახალგაზრდა, ამირან ჯანაშვილი, აშშ–ში გააგრძელებს სწავლას. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სრულად დაუფინანსა. „2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან სწავლას ვაგრძელებ სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე. ჩემი აქ მოხვედრა არ ყოფილა რომელიმე სასტიპენდიო პროგრამის ნაწილი. უნივერსიტეტს თავად დავუკავშირდი და შევიტანე განაცხადი ჩარიცხვასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეში ჩარიცხვის წერილთან ერთად სწა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214 524 ლარის კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო

„ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214,524 ლარის კონტრაქტი გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“ 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა და თვენახევარში, 18 მაისს, ქუთაისის მერიისგან 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობი

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს. მისივე თქმით, ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება. "ფართო შეხვედრები გველის. პირადად ვუხდი შვედეთს მადლობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის ", – განაცხადა ვოლ

ქალი გააუპატიურეს, პოლიცია კი საქმეს არ იძიებს ეფექტიანად - „საფარი“

ორგანიზაცია „საფარი“ ქალის გაუპატიურების საქმეზე სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში მოითხოვენ,  ჩატარდეს ყველა  საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის. მათივე თქმით, ორგანიზაციის  ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა, როგორც ამბობენ, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. ორგანიზაცია, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, მოი

ანა ბუჩუკური - გაგიკვირდებათ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ შექმნან?! - ეჭვიც არ მეპარება, რომ იზამენ!

გაგიკვირდებათ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ შექმნან?! - ეჭვიც არ მეპარება, რომ იზამენ! გაიხსენეთ, როდესაც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის გამყარება დასჭირდა, ვინ დაეხმარა მათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა. ბუჩუკურის შეფასებით, ფაქტები ადასტურებს, რომ როდესაც "ქართულ ოცნებას" უჭირს, მას ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობა" ეხმარება. მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას

უკრაინის დაზვერვა - „ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის

უკრაინის დაზვერვის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის. გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი კოლონით, შეიარაღების გარეშე შევიდნენ. სამონიტორინგო ჯგუფის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკვე მესამე კოლონაა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა და მოგილევის ოლქში მდებარე საველე ბანაკში დაბინა

ომბუდსმენის შეფასება ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლისას შსს-ს ქმედებებზე

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, 2023 წლის 15 იანვარს შსს-ს წარმომადგენლებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და არ უზრუნველყეს ლევან ბერძენიშვილის ლექციის უსაფრთხოება. ამის შესახებ ლევან იოსელიანი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილ წერილში წერს. იოსელიანი განმარტავს, რომ აპარატი აქტიურად ადევნებს თვალს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას: აპარატი მიმართავს წინადადებით სამინისტროს, მომავალში გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება უ

ვის არ უშვებენ საქართველოში და ვის ექცევიან საზღვარზე დისკრიმინაციულად – TDI-ის ანგარიში

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს და ამ კუთხით გასული წელს აჯამებს. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა. საჯარო უწყებების ამგვარი პრაქტიკა დაბრკოლებებს უქმნის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს, რომ მათ სრულად შეაფასონ სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ამასთან, TDI აღნიშნავს, რომ

"დასვენება ჩამშხამდა" - რუსი ბლოგერი ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს

რუსი ბლოგერი დმიტრი შილოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, თბილისის აეროპორტში დმიტრი შილოვმა ვიდეო ჩაწერა და ტიკტოკის არხზე გაავრცელა. ვიდეოში ისმის მისი ფრაზა. ის გაკვირვებით ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, რომ საქართველოში არ უშვებენ "აფხაზეთში ნამყოფებს". სადაო გახდა მისი ერთი წინადადება, რომელიც ვიდეოს სუბტიტრში ასე წერია: „აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება, ჩვენ არც ვყოფ

არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის ზღვაში ლუკა ლაცაბიძის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ნათესავებიც ადასტურებენ. ლუკა ლაცაბიძეს ოჯახი ბოლო რამდენიმე დღეა ეძებდა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. პუბლიკა

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო - რას ამბობს საქართველოს ელჩი ბელგიაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შეიძლება, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად მოხდეს რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან

არ აქვს უფლება, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებზე – ადმინისტრაცია კრევოზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება თავიანთი ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. ალექსანდრ კრევო ენმ-ში გაწევრიანებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე  მუშაობდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ კრევო „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ენმ-ში დანიშვნის შემდეგ მან „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტო

ხანდახან ისე ჩანს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, არ მიიღონ კანდიდატის სტატუსი – კუბილიუსი

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, დარწმუნებული არაა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს. ევროპარლამენტარის თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს მას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულასთან“ განაცხადა. ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული საკითხია. „ცხადია, რ

ანა ბუჩუკური - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ჩვენთვის წითელი ხაზია, ამ პარტიებს არ აქვთ მომავალი (ვიდეო)

”ჩვენთვის წითელი ხაზი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ ამ პარტიებს არ აქვთ მომავლის რესურსი, რაც ორივემ ბევრჯერ დაადასტურა. ჩვენს გუნდი მუშაობს იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მომავალი არჩევნები იმიტომ, რომ “ოცნებას”არჩევნების გაყალბება უკვე აქვს დაწყებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე. პოლიტიკა ბიზნესი ან მათემატიკა არ არის. ამ ხელოვნურ გაერთიანებებს ფიზიკურად არ მოაქვს შედეგი და ეს ბევრჯერ ვიხილეთ.”   ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვი
×
×
  • შექმენი...