"ჩეხი ოჯახი, რომელიც სტიქიის პირველ დღეს გადარჩა და ონის მაშველებმა გამოიყვანეს, მზარეული Michal Bartak-ი. მისი ინიციატივა იყო რამით დახმარებოდა რაჭველებს და ყოველ დღე ოპერატორები, ადამიანები, ვინც ტექნიკაზე ოპერირებს, მაშველებისთვის, მოხალისეებისთვის, სასწრაფოს პერსონალისთვის, პოლიციელებისთვის დღეში ორჯერ, ჯამში 400 კაცზე აკეთებს საჭმელს, სუპებს, გულიაჟებს და ა.შ"- წერს Sal Lien-ი სოციალურ ქსელში.
რუსთავი2
არაერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუ მედიასაშუალებამ, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, კვლავ დაიწყო პროექტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაცია. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, შოვის სტიქიის ზონიდან მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე სამუშა
რაჭის სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მერვე დღეა აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ამ ეტაპზე, სამძიებო სამუშაოებისათვის მობილიზებულია100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. მძიმე ტექნიკის ოპერატორები, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობით.
დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო
გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა T-Online გერმანიის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიიდან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ განცხადების გაკეთებას “უახლოეს მომავალში” გეგმავს.
“ახლა კანცელარია ამ საკითხის გადაწყვეტაზე გერმანიის უმნიშვნელოვანეს მოკავშირესთან და უკრაინის უდიდეს მხარდამჭერთან - ამე
„სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი და დიდად სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ სტატუსს დათქმები მოჰყვება“,- ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.
მოსკოვის მიერ მიღებული ყველა ზომა პარტნიორებთან, უცხოელ ინვესტორებთან და კომპანიებთან მიმართებაში მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალე პოტენციური ეკონომიკური პარტნიორია რუსეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ DW-ს განუცხადა.
გამოცემამ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებასთან დაკავშირებით
შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს - ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნამაჰვანჰესის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებული პირებიდან ერთის ძმას, პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების მი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით სრულდება, - ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
მათი განმარტებით, სააგენტო, შესაბამის უწყებებთან ერთად, შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება.
"რუსეთის ლიდერი არ არის პარტნიორი მოლაპარაკებებისთვის, მან ძალიან ბევრი, ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა,"- განაცხადა კულებამ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანის კომენტართან დაკავშირებით, რომლის თ
ანი მოსემღვდლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს მეგი გუტაშვილის მამა როგორ აფრთხილებს ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შოვში მოსალოდნელ საფრთხეზე.
„ბრაზი მახრჩობს!!
მეგის მამა, 14 თებერვალს. დღეს ამ კაცმა ორი ახალგაზრდა შვილი და ნათესავები დაკარგა.
როგორი დარწმუნებით იუწყება მოსალოდნელ საფრთხეზე. და პასუხი ამაზე?! ,,არაფერი მოხდება კაცო”.
უპასუხისმგებლო და უგუნური ხალხი ღუპავს ასეთ ახალგაზრდობას საქართველოში“, - წერს მოსე
სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას - მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, შეტყობინების შემოსვლისთანავე, როგორც თბილისიდან ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები, თუმცა მეტეოროლოგიური პირ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს, გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გოგა რაზმაძემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განმეორებით 2023 წლის 4 აგვისტოს მიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის,
დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ხოლო ის პირები, რომლებიც პირველ ეტაპზე დაკარ
აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტისას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად საჭირო კვლევებს უტარებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნეტგაზეთი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყალთან ახლოს და ნაწილობრივ კალაპოტშიც, კოტეჯებს აშენებენ. მიწის ნაკვეთი აქ ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპირობო აუქციონის წესით 2021 წელს გაყიდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პერიოდულად, როცა მდინარე დიდდება, ამ ადგილს წყალი ფარავს.
ამიტომაც ორთაბათუმში, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ, შიშობენ, რომ კოტეჯები საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე შენდება და სახელმწიფო სტრუქტურებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.
აქ ჰყვებია
სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი კობა კურტანიძე, შოვში გატარებულ მძიმე დღეებზე ჰყვება.
„როდესაც გარდაცვლილი ბავშვი ვიპოვეთ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ვტიროდი... თვალზე ცრემლი მომადგა და ძალიან ემოციურად გადავიტანე ეს ყველაფერი.
მაგრამ ვაანალიზებთ, ჩვენ ვჭირდებით გარდაცვლილების ოჯახს და ნათესავებს, ცრემლიანი თვალებით გველოდებიან, რომ მიცვალებული მაინც ჩავაბაროთ.
ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს...
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიისგან "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი გამშვების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს.
"კარგი ამბავი გერმანიიდან - ზუსტად ის, რაზედაც ოლაფ შოლცთან შევთანხმდით. ოლაფ, დიდი მადლობა. ეს აუცილებელია ჩვენი ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად. მადლობა გერმანიას, პირადად კანცლერს ამ შეთანხმების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება უწყვეტად ცდილობს იმის უზ
„უფლებები საქართველოს" ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უფლებები საქართველოს" ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქმის მასალ
რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია რივნის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კოვალიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა.
„რივნეს ოლქში უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმის სამიზნე გახდა. სამწუხაროდ, დუბნოში ნავთობბაზა განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, - წერს ვიტალი კოვალი „ტელეგრამზე“.
მისი ინფორმაციით, ადგილზე 45 მაშველი
სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დი
„იყიდება საოფისე კომერციული ფართი ჩუღურეთის რაიონში“, – თითქმის ერთი თვეა, უძრავი ქონების პლატფორმაზე ამ სათაურით იყიდება ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრის, „აპოლოს“ შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
2 400 კვ. მეტრი ფართობის საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარია.
აღმაშენებლის N135-ში მდებარე ძეგლის თანამესაკუთრეა შპს „კონფიდენს გრუპი“, რომელსაც „ელიტ პრო“ ფლობს. თავის მხრივ, „ელიტ პროს“ მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.
ძეგლის მეორე თ
საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობენ. სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებen. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალ
აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „შავ ნუსხაში“ შეიყვანა რვა ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი.
როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, მხილებული არიან ბელარუსის რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ჩატარებულ რეპრესიებში, ასევე არიან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის თანამონაწილეები და ჩართული არიან ალექსანდრ ლუკაშენკოს გამდიდრებაში.
კერძოდ, „შავ სიაში“ მოხვდნენ ბელარუსის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ფარგლებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 სადგურია განთავსებული.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების მოსაზრებით, ისეთი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება, როგორიც შოვში მოხდა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
„სახელმწიფომ 2014 წლიდან ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ჩვენს ქვეყანა
“როგორც იცით ჩვენს ჰაერის საზომ აპარატებს ტემპერატურის საზომიც აქვს თან. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში ( 44° მზის გულზე) ფიქსირდება. ჩვენ გარდა ჰაერის მონაცემებისა ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ტემპერატურის შესახებ. შეეცადეთ მოერიდოთ გარე აქტივობებს და მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით დღის განმავლობაში.“ - ავრცელებს “ჩემი ქალაქი მკლავს“.