ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი საავიაციო წვრთნები გერმანიაში გაიმართება, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
მედიის ცნობით, ნატო-ს ქვეყნების საჰაერო ძალების წვრთნები ორ კვირაში დაიწყება, რაც ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.
როგორც მედია წერს, თითქმის ყველა მანევრი გერმანიის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორის, ინგო გერჰარცის ინფორმაციით, წვრთნებში 250-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობს, მათგან ასამდე აშშ-ის საჰაერო ძა
კიევში საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ორი ადმინისტრაციული შენობა და ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის ამსახველ ფოტომასალასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე კი, საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის სამ ოლქში, მათ შორის კიევის, ჟიტომირსა და ვინიცაში გამოცხადდა.
ავტორი - სალომე თორაძე
კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა კულტურის სამინისტროს მიერ დალუქული შენობის დამცავი ჟალუზები დააზიანეს. მოსკოვის საპატრიარქოს მრევლმა შენობაში შესვლა სცადა, რომელიც დღეს დილით კულტურის სამინისტროს კომისიამ დალუქა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯგუფმა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორია უკვე დატოვა. კიევის პოლიციის ინ
ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ირანის გენერალური პროკურორის, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“.
პარალელურად, ირანის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ სასამართლო აგრძელებს ქცევითი ქმედებების მონიტორინგს. მონთაზერმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება განიხილავს ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს, რათა დადგინდეს, „სჭირდება თუ არა მას რაიმე ცვლილება“.
ე.
ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგ გოგონა დაიღუპა. ინფორმაციას არდებილის მასწავლებელთა კავშირი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს და სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადა.
ირანის ხელისუფლება ინფორმაციას უარყოფს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი, სკოლი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ომის ვითარების შეცვლა ორივე მიმართულებით.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დათასნხმდა.
ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ნიდერლანდებმა და ავსტრიამ დაბლოკეს.
„როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ცხადია, ამ საკითხზე, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თემაზე, ჩვენ ერთიანები არ აღმოვჩნდით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ევროკომი
გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირი უნგრეთისთვის დაბლოკილი თანხის ნაწილის გადაცემას დათანხმდა, სანაცვლოდ კი, ბუდაპეშტი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე დადებულ ვეტოს მოხსნის.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჩეხეთმა უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მიკროფინანსური დახმარების გადაცემაზე შეთანხმდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრებიდან, აღნიშნული ფინანსური პაკეტის დამტკიცების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი გამოდიოდა.
თავის მხრივ, ევროკავშირს დაბლოკი
ევროკავშირი გეგმავს, შეზღუდვები დააწესოს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის გარკვეული სახეობის პროდუქტის იმპორტზე და ასევე, უკრიანის მეზობელი ევროპული ქვეყნების ფერმერების დასახმარებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ამზადებს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.
აღნიშნული ზომების განხილვა ევროკავშირმა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ბულგარეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სასურსათო პროდუქტის იმპორტი აკრძალეს. ევ
დიდი ბრიტანეთი უკრაინას უგზავნის ლაზერული დამიზნების სისტემის მქონე მაღალტექნოლოგიური რაკეტა Brimstone-ის მეორე თაობის მოდელებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი წერს. ერთი რაკეტა Brimstone 2 დაახლოებით 175 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს. ის ძირითადად, განკუთვნილია სახმელეთო სამიზნეების, მათ შორის დიდი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გასანადგურებლად და შეუძლია წინასწარ დაპროგრამებული სიიდან, მაღალი სიზუსტის რადარის მეშვეობით თავად აირჩიოს შესაფერისი სამიზნე ისე, რომ არ
ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს.
„ტელეგრაფი“ წერს, რომ ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა.
კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა
აშშ-ის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ ინფორმირებულ, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ სააგენტოები Reuters-ი და Associated Press-ი. წინასწარი ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.
წყაროების ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საშუალებებს. ასევე, დამატებით საბრძოლო მასალებს უკრაინისთვის უკვე გადაცემული ჰაუბიცებისა და სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS.
მედიის ცნობით, „ასოშიეითიდ პრესმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ჯეიმს ლაპორტა, რომელმაც პოლონეთში გასულ კვირას ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
„ასოშიეითიდ პრესმა“ რაკეტის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოშობის იყო, რაც მართალი არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, როგორც პოლონეთმა, ისე ევროკ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინელმა სამხედროებმა 30 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ რუსული კამიკაძე თვითმფრინავების თავდა
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა.
მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა გასცა.
მთავრობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, სამძებრო-სამაშველო რაზმი გაგზავნოს თურქეთში „ან-32“-ის და „ან-26-ის“ თვითმფრინავებით და საავტომობილო ტრანსპორტით. გაგზავნილ 87 ადამიანს შორის თვითმფრინავების ეკიპაჟების 10 წევრია.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთ
„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემები Meduza და 161.ru, ასევე რუსული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.
ადგილობრივი გამოცემა 161.ru-ს წყაროების ცნობით, როსტოვის ოლქში გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.
„არის ბრძანება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, „როსგვარდიის" სრული შემადგენლობა, ასევე გავაძლიეროთ პოსტები “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და “დონეცკის სა
ლუგანსკის რეგიონში უკრაინის არმიას და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქ სევეროდონეცკთან რუსი სამხედროების კოლონა დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონის გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია რთული იქნება, რადგან რუსმა სამხედროებმა მოახერხეს რეგიონში გამაგრება და მხარდაჭერა მიიღეს სეპარატისტულ
მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიაში პირველ ვიზიტს გეგმავს.
როგორც გამოცემა Bild-ი წერს, უკრაინის პირველი პირი მომავალ თვეში ქალაქ აახენში შარლემანის პრიზის მისაღებად აპირებს ჩასვლას.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის შესაძლო კონტრშეტევამ შესაძლოა დაჯილდოების ცერემონიაზე ზელენსკის ვირტუალურად დასწრება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, Bild-ი იუწყება, რომ ცერემონიას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაესწრება.
„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში პაკისტანის მოქალაქე მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა.
ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შებაშ შერიფმა მიკრობგლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ავტორი - თამთა რუხაძე
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. ასევე, ჯგუფი საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, მარტის მიწურულამდე დააჩქარონ მუშაობა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაზე.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის გაფორმებას იმედოვნებს, რომლითაც გადაუდებელი ფინანსური დახმარება და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა განხორციელდება.
როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის,
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე ბოლო 10 დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს, თუმცა, ამ დრომდე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 10 დეკემბერს როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში მედიას უწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის.
პუბლიკა
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ , შეწყვიტოს თავდასხმა მედიაზე და უზრუნველყოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა.
გავრცელებულ განცხადებაში, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. კოალიციის განცხადებით, აღნიშნულ მძიმე დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საქმიანობა და მის
მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედია პლურალიზმის კუთხით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებელი, „რომელიც „ქართული ოცნების” აშკარა გავლენის ქვეშაა“ ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას.
განცხადების მიხედვით, მაუწყებ
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.
მათი შეფასებით, აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
„2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლე
მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე პროცესების გაშუქებისას მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავი ქორწილის გადახდას აპირებს, სადაც, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი იმყოფებიან. პროტესტი ორი დღეა მიმდინარეობს დ