Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.384

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობა სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს

რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის რაიონებიდან მასობრივად გაიყვანენ სამოქალაქო მოსახლეობას. მისი სიტყვებით, ეს აუცილებელია საომარი მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავების გამო. „მივიღე მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება... იქ, სადაც სამხედროები მოქმედებენ, სამოქალაქო ადამიანების ადგილი არ არის“, - თქვა მან. მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ოლქის ცენტრი ხერსონიც. დღესვე უკრაი

რუსეთი ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს და გაეროსთან ურთიერთობის გადაფასებით იმუქრება

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ დეზინფორმაცია უწოდა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებებს, რომ რუსეთი ირანისგან იღებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. გაეროს უშიშროების საბჭოში 19 ოქტომბერს გამართული დახურული სხდომის შემდეგ, პოლიანსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანია გამოგონილი საბაბით ზეწოლა მოახდინონ რუსეთსა და ირანზე და ყურადღება გადაიტანონ უკრაინის კონფლიქტში თავად მათი ჩართულობიდან. პოლიანსკ

რუსეთმა სირიიდან 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და С-300 სარაკეტო კომპლექსი გადაისროლა უკრაინაში - NYT

რუსეთმა სირიიდან უკრაინაში გადაისროლა S–300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ამის შესახებ New York Times-ი ახლო აღმოსავლეთის საქმეებში გაცნობიერებულ სამი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინაში რუსული ჯარები S-300 კომპლექსებს, მათ შორის მიწისზედა სამიზნეებზე დარტყმებისთვის იყენებენ. კერძოდ, ეს მოხდა 10 ოქტომბრიდან რუსეთის მიერ დაწყებული მასიური სარაკეტო დარტყმების პირველ დღეებში. როგორც გაზეთი აღნიშნავს, სარაკეტო სისტემა S-300-ის და რუსეთის ჯარ

საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრი გახდა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა ერთხმად, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, აირჩია თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი საბა ოდიშარია. კენჭისყრამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან 4-მა წევრმა. მიზეზად თქვეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ხუთი პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლ

პორტუგალიის სასაფლაოებზე ცხედრები თავისით მუმიფიცირდება — მეცნიერები მიზეზს ჯერ ვერ ადგენენ

უცნაურია, მაგრამ პორტუგალიაში, ადამიანის ცხედრების გარკვეული ნაწილი დაკრძალვის შემდეგ არ იხრწნება, რაც სერიოზული კრიზისის საფუძველი გახდა. აღმოჩნდა, რომ დამარხვის შემდეგ ნეშტები მუმიფიცირდება. ადგილის დაზოგვის შესახებ ადგილობრივი კანონის მიხედვით, საჭიროა საფლავებიდან გვამების რეგულარულად ამოღება და ჩონჩხის ნარჩენების უფრო მცირე კონტეინერებში მოთავსება. თუმცა, მრავალი ნეშტი არ იხრწნება, რაც დიდ ტრავმას იწვევს მათ ოჯახებში — წარმოიდგინეთ, საყვარელ ადამიანთა სხეულებს საფლავიდან მრა

ტყეში სათბობი შეშის მოპოვება მოსახლეობამ შესაძლოა, 2026 წლამდე შეძლოს

ტყეში სათბობი შეშის მოპოვება მოსახლეობამ შესაძლოა, 2026 წლამდე შეძლოს. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპორექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად დასაშვები 2026 წლის 1 იანვრამდე იქნება. „პროექტით წარმოდგენილი ცვლილ

გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА იუწყება, რომ გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი. ცნობა გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ანატოლი გლაზის სიტყვებზე დაყრდნობით. იუწყებიან, რომ მაკეი გარდაიცვალა უეცრად, "ამას არაფერი მოასწავებდა" - ამბობს გლაზი. დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ვლადიმირ მაკეი 64 წლის იყო. მან კარიერა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, შემდეგ იყო ალექსანდრ ლუკაშენკას ადმინისტრაციის ხელმ

ბერდია სიჭინავა - რუსთავი არის კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც მერს წყალმომარაგების პრობლემაც ვერ მოუგვარებია

„რუსთავი არის კარგი მაგალითი, რეალურად რომ დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. რუსთავი არის კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც მერს, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებით მოვიდა, ისიც ვერ მოუხერხებია, რომ წყალმომარაგების პრობლემა არ იყოს ამხელა ქალაქში.'' ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.  ვიდეო იცილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2014994972022429

ლიეტუვის პრეზიდენტი - ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია

ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ბელარუსის საკუთარი ტერიტორიის გავლით ლიეტუვაში უკრაინული მარცვუელის ტრანსპორტირების შესახებ წინადადება სანქციებიდან გამოსვლის მორიგი მცდელობაა. უკრაინული მარვლეული პოლონეთისა და სხვა ქვეყნების გავლით უკვე მიდის ბალტიის პორტებში. ეს ხაფანგია. მოდით მას თავი ავარიდოთ”, - წერს ნაუსედა. ცნობისთვის, პარასკევს ბელარუსმა შეატყობინა გა

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ფორუმში 45 ქვეყანა და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს. კონფერენციის მიზანია, რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების ფონზე, კიევმა საჭირო დახმარება მიიღოს. ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კიევს და დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. თავის სიტყვაში, მაკრონმა რუსეთის სარაკეტო იერიშებს ომის დანაშაული უწო

ზელენსკი უკრაინელებს აფრთხილებს შესაძლო თავდასხმებზე სადღესასწაულო დღეებში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ სადღესასწაულო პერიოდში და უკრაინელებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მომავალი დღეების განმავლობაში. "ახლოვდება სადღესასწაულო პერიოდი, და რუსი ტერორისტები შეიძლება ისევ გააქტიურდნენ" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში 23 დეკემბერს. უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა ახლახან გამოვიდა გაფრთხილებით ახალი სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე და ენ

მიხეილ დაუშვილი - ხელისუფლება ცდილობს, სააკაშვილის თემა მუდმივად აქტუალური იყოს, რაშიც ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობა“

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განაცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააცნობიერონ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ჰუმანიტარულ კონტექსტში იყოს განხილული. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში განიხილონ, ეს სწორია. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში იყოს განხილულ

მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება

ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, მიხეილ დაუშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნიან. როგორც დაუშვილი განმარტავს, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. „რა თქმა უნდა, არ შევუერთდებით, რას უნდა ელოდონ, რას აკეთებენ, ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ

ბადრი ესებუა - ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ - თავისუფლად გადავადგილდებოდი, მათ შორის, დედაქალაქში

ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში განაცხადა. როგორც ის აცხადებს, ბანკის ძარცვის შესახებ ტელევიზორიდან გაიგო და თუ საკუთარ უდანაშაულ

ყაველაშვილის თქმით, მზექალა შანიძე და შოთა არველაძე “ამჩატდნენ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე “ამჩატდნენ”. ასე გამოეხმაურა ყაველაშვილი შანიძისა და არველაძის მიერ რუსული კანონპროექტის კრიტიკას. საუბარია კანონპროექტზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი ყაველაშვილიცაა. ყაველაშვილს ჟურნალისტებმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით შოთა არველაძის, საფეხბურთო კლუბების — “დინამოსა” და “გაგრას” — განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს. “აქ დაასახალეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო

რუსეთის გუბერნია არ ვიქნებით! - სტუდენტები აქციაზე მისასვლელად ემზადებიან

აქციის დაწყებამდე ორი საათი რჩება.  რუსული კანონს  ხალხი ისევ პარლამენტთან გააპროტესტებს, პროტესტის ავანგარდში კი სტუდენტები დგებიან. დარბეული ღამის შემდეგ ახალაგზრდები უხსნიან ხელისუფლებას, რომ  ეს არცერთი რომელიმე პარტიის აქცია იყო. მათი თქმით,  გუშინ თბილისისს ცენტრალურრ გამზირზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, მოქალაქეეები, რომლებსაც საერთო იდეა აერთაინდებდათ. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღნმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული.   ტვ პირველი

ქართველი სპორტსმენები რუსული კანონის წინააღმდეგ

ქართველი სპორტსემენების ნაწილი საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს ეხმაურება. მათ შორის, ვინც აღნიშნულზე საკუთარი პოზიცია გამოცხატა არიან შოთა არველაძე, ხვიჩა კვარცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ჯაბა კანკავა გიგა ჭიკაძე და არაერთი სხვა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილი:

მიხაილო პოდოლიაკი - ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? - უცნაურია - პუტინის ტრიუმფით “ცუდი მშვიდობის” დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობას არ მოუტანს, მაგრამ მოუტანს სირცხვილსაც და ომსაც

უკრაინის ტერიტორიის ნატო-ს წევრობაზე გაცვლა უცნაურია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. პოდოლიაკის კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის კომენტარს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში უკრაინას შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს. “ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? უცნაურია. ანუ გააზრებულად წავიდეთ დემოკრატიის მარცხზე, გ

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გასცა

AFP-ის ცნობით, საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის, რომელიც 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენებაშია ბრალდებული, დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. ქიმიური იარაღის გამოყენების გარდა, ასადს ბრალად 2013 წლის აგვისტოში დამასკოს მახლობლად განხორციელებული სამხედრო დანაშაულები ედება, როდესაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთმა დაკავების საერთაშორისო ორდერი სირიის პრეზიდენტის ძმის, მაჰერ ასადის მიმართაც გასცა, რომელიც სირიის ელიტურ სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობს

ანა ბუჩუკური - წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ამიტომ გაჩნდა ახალი საკითხები დათქმებში

წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ამიტომ გაჩნდა ახალი საკითხები დათქმებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სწორედ ხელისუფლების პროპაგანდის გამო გაჩნდა, ასევე ცესკოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების ფონზე გაჩნდა ახალი დათქმა არჩევნებთან დაკავშირებითაც. "მცირედი წვლილი ხელისუფლებასაც აქვს (სტატუსის მიღებაში), იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულებულად ჩაითვალ

ლუკა კურტანიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სპორტის კომიტეტის სხდომაზე, ირაკლი მეძმარიაშვილსა და შოთა ხაბარელს შორის კამათი მოჰყვა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას მოჰყვა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, სპორტული ოჯახი დიდია და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა სწორი არ არის. „ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით. მინდა გაგახსენო ყველას, ვინც ამ არასასიამოვნო სიტუაციაში ჩაბმული, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, ბევრი სახეობა შედის, როგ

გამონაბოლქვის გამო 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის შედეგებს აქვეყნებს. კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 11

რელიგიური გაერთიანებები: ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ ვითარება ძალიან მძიმეა

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელი ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „მსოფლიო ცივილიზებური საზოგადოება 25 ნოემბრიდან მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან ერთიან კამპანიას აწარმოებს. პრობლემა რომელიც აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც. მიუხედავად არა ერთი აქტიურობისა თუ კამპანიისა რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება მდგომარეობა საქართველოში კვლავ მძიმეა.
×
×
  • შექმენი...