Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.383

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჯიმ ო’ბრაიენი - აშშ გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საე

ნათია მეზვრიშვილი - რაც შეიძლება მეტი ისეთი პოლიტიკური პარტია უნდა მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, არც ამ პარტიის გუშინდელ დღესა და დღევანდელ განშტოებას წარმოადგენს და არც „ქართული ოცნების“ სატელიტია

რაც შეიძლება მეტი ისეთი პოლიტიკური პარტია უნდა მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, არც ამ პარტიის გუშინდელ დღესა და დღევანდელ განშტოებას წარმოადგენს და არც „ქართული ოცნების“ სატელიტია, იმიტომ, რომ ორპოლუსიანობა შედის „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში. ჩვენ ვხედავთ პრემიერს, მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და ცდილობენ, საზოგადოებაში დალექონ აზრი, თითქოს მხოლოდ ორი პარტიაა, რომელიც ბარიერს გადალახავს. ეს მათი ინტერეს

ბექა ლილუაშვილი - 20 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებს, პოლიტიკური მხარეები იყენებენ, მათი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და არავის ობიექტური ჭეშმარიტება არ აინტერესებს (ვიდეო)

20 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებს, პოლიტიკური მხარეები იყენებენ, მათი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და არავის ობიექტური ჭეშმარიტება არ აინტერესებს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/808614914319056/

საია: არ დავრეგისტრირდებით ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(საია) განცხადებით, არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს და არ დარეგისტრირდებიან ე.წ ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში”. გადაწყვეტილება, როგორც განცხადებაში წერია,  ორგანიზაციის საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს. ,,იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც ჩვენი ინტერესებისთვი

პროკურატურა: ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია

დააკავებულია პოლიციელი, რომელიც მონაწილეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისა, როდესაც პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად ბაიკერი დაიღუპა. გამოძიება კვლავაც გრძელდება. პოლიციელის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა. „საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიც

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება. როგორც მან აღნიშნა, მტკნარი სიცრუეა, რომ 95 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდა. „საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარ

საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე ბოლო განმწესრიგებელ სხდომას 31 აგვისტოს გამართავს

საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე განმწესრიგებელ სხდომას 31 აგვისტოს გამართავს. საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას 29 აგვისტოს დაიწყო. 2 დღის განმავლობაში სასამართლომ მოუსმინა მოსარჩელეებს – არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, მედიების და პრეზიდენტის წარმომადგენლებს და მათ მოპასუხეებს – პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს. სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართ

ექსპერტიზის დასკვნით, გლდანში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული შეურაცხადია - 26 წლის ბიჭის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა, ის მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის

გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეურაცხადია. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. გამხიტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გამხიტაშვილი დანაშა

ბერდია სიჭინავა - გახსოვთ მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერ მოითხოვა პროცესის გადადება, იმისთვის, რომ კონსესუსი მოეტანა საკუთარი პარტიიდან, ესეც ვერ შეძლო და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის წერტილი უნდა დაგვესვა

გახსოვთ მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერ მოითხოვა პროცესის გადადება, იმისთვის, რომ კონსესუსი მოეტანა საკუთარი პარტიიდან, ესეც ვერ შეძლო და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის წერტილი უნდა დაგვესვა. არსებობს სამი პოსტულატი რითიც ჩვენ ვხემძღვანელობთ- 1. ნეიტრალურ პოლიტიკურ პლათფომაზე ჩვენი პოლიტიკური პარტიის შეკრება, რომ საარჩევნოდ წარვსდგეთ. 2. თანაბარი სამართლიანი პარიტეტი ორ სუბიექტს შორის. 3. "ლელომ" აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ, როგორც “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას

სამართალდამცავმა მეზობელს ჯერ სცემა, შემდეგ მოკვლით დაემუქრა – მას ბრალი უკვე წარუდგინეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალი წარუდგინა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომ

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე

ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს, ბანკში მარტო ვიზა ბარათებია? – გომელაური სანქცირებულებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყების სანქცირებული თანამშრომლები, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მილერი ლაგაზაური ხელფასს „ჩვეულებრივად იღებენ“. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ განაცხადა. „ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს. ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს“, – განაცხადა გომელაურმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხელზე იღებენ თუ არა ხელფას შსს-ის სანქცირებული თანამშრომლები, გომელაური პასუხობს: „ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს [რომ

თეონა აქუბარდია - კითხვებზე პასუხგაუცემლობით, კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის ივანიშვილის „ოცნება“ ქვეყნის ნამდვილ სუვერენიტეტს და როგორი ყალბია მისი ბუნდოვანი დაპირება ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით

ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილმა კვლავ დააბრალა საკუთარ ქვეყანას რუსეთთან ომის დაწყება, ხოლო ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელი სეპარატისტებისთვის ცალმხრივი სამარცხვინო ბოდიშის შემდეგ, კვლავ მოითხოვა ქვეყნის ილუზორული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ისე, რომ კვლავ არ ხსნის, თუ როგორ და რა გზით აერთიანებს ქვეყანას დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. აქუბარდიამ

შუქრუთელების პროტესტი უკან ბრუნდება: „ადგილზე უნდა ვიყოთ, რომ კომპანიამ სამუშაოები ვერ აღადგინოს"

შუქრუთელების პროტესტი თბილისიდან უკან, სოფელში ბრუნდება, – როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი, გიორგი ნეფარიძე ამბობს, მათი ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებით დროის გაწელვის მცდელობამ და კომპანიის სოფელში გააქტიურებამ განაპირობა. მისი თქმით, ვინაიდან ადგილობრივებმა პროტესტისთვის დედაქალაქში გადმოინაცვლეს, კომპანია ადგილზე ცდილობს, სამუშაო პროცესი აღადგინოს. შუქრუთელებმა უწყვეტ პროტესტს 2024 წლის მარტიდან მიმართეს, 11 სექტემბერს კი მათ თბილისში გადმოინაცვლეს, დაიწყეს ში

„გახარია საქართველოსთვის“ - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე

ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. „როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიე

ბუნდესტაგში დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენენ

დღეს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი. განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარე

თბილისის სააპელაციომ ხმის ფარულობის დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციომ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა – გაუქმდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც. სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. ამ საქმეთა შორის გაერთიანებული იყო საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა (1293) ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე. საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კ

რუსული მედია - დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს

რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა. „კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გა

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. მათივე თქმით, ქალს თავი გატეხილი და სახეზე დაზიანებები ჰქონდა. მეზობლების თქმითვე, მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე ჯიხური გაქირავებული ჰქონდა და თავადაც, სახლიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდდა. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჰყვება, ისინი ქირის მისაცემად აღნიშნულ ადამიანს რამდენიმე დღის განმავლ

რუმინელი ევროპარლამენტარი - ის, რაც რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა, მოხდა მოლდოვაშიც, საქართველოშიც - რუსეთი საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს

რუმინელი ევროპარლამენტარი, "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურესანი მის ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. „ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით ახლა, ისე როგორც არასდროს,

მოვუწოდებ “ოცნებას” შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა- გია დვალი

ფიზიკოსი გია დვალი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების დარბევა. “ქართულ ოცნებას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თუ რამხელა კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა და დათანხმდეს ახალ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოს საზოგადოების და საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური კონტროლით. ამ კრიტიკულ პერიოდში პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც სტაბილურობის და ქვეყნის სუვერენიტ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შენობაში პარტიის წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს, არ უშვებენ. „სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შიგნით თქვენი ოფისის წარმომადგენლები არიან. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას“, - განუცხადა ერთ-ერთმა სამართალ

ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა ძალიან დიდი კრიზისი, რომელიც უკვე რუსთაველს დიდი ხანია გასცდა და დღეს უკვე ადამიანების სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ

ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა ძალიან დიდი კრიზისი, რომელიც უკვე რუსთაველს დიდი ხანია გასცდა და დღეს უკვე ადამიანების სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1912585085940864

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ არარეალისტურ ამოცანას დავისახავთ, როგორიცაა ერთობა, მაშინ ეს ჩიხში შეგვიყვანს პოლიტიკურ კლასს

თუ არარეალისტურ ამოცანას დავისახავთ, როგორიცაა ერთობა, მაშინ ეს ჩიხში შეგვიყვანს პოლიტიკურ კლასს. რეალისტურია კოორდინაცია ისეთ ძირეულ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროპული მომავალი, ტყვეთა განთავისუფლება და ახალი არჩევნები. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3897196080521550

„გახარია საქართველოსთვის“ – სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი

სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ფეისბუქზე“ წერს. პარტიის განმარტებით, განათლების სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია მიზნად ისახავს იმ საჯარო საჯარო მოხელეების დასჯას, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულნი არიან. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინ
×
×
  • შექმენი...