Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    871.680

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რაჭაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - მაშველებმა ორი პირის ცხედარი იპოვეს

რაჭაში, შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი პირის ცხედარი იპოვეს. ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ დროისთვი

შოვში, სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა - სხვა სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

შოვში, სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მიზეზი ცუდი ხილვადობაა. ამასთან, ცოცხალი ძალის მიერ სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. შოვში, მეწყერი დღეს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების

გალში ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით,  28 ივლისს გალში დაკარგული 1995 წელს დაბადებული ნათია ბახტაძე მოკლულია, მკვლელობის ბრალდებით კი ერთი პირია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრია, რომელმაც დანაშაული აღიარა. ამჟამად, როგორც აფხაზური მედია წერს, საგამოძიებო უწყება ქალის ცხედარს მდინარე ენგურში ეძებს. netgazeti

მოქალაქეები აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

მოქალაქეები აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, მეუღლე და სამი შვილი ამ დრომდე კურორტ შოვის ტერიტორიაზეა და ვერ უკავშირდება. „შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომელიც სავარაუდოდ, წალეკილი აქვს მეწყერს. მეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ,

ნათია მეზვრიშვილი - პრემიერმა სუს-ი კორუფციას ებრძვისო, თუ ასეა, კორუფციისთვის გადამდგარი პრემიერი თანამდებობაზე როგორ დაბრუნდა?

"პრემიერმა სუს-ი კორუფციას ებრძვისო. თუ ასეა, ცოლს ტყე რანაირად აჩუქა, ან ორგანიზებული კორუფცია ქოლ-ცენტრების სახით საქართველოში რანაირად მოხდა, ან კორუფციითვის სანქცირებული მოსამართლეები როგორ გვყავს და საერთოდ, კორუფციისთვის გადამდგარი პრემიერი თანამდებობაზე როგორ დაბრუნდა. სინამდვილეში ქვეყანაში პოლიტიკურ-ელიტური კორუფციული აღებ-მიცემობაა, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს არჩევნებზე. ამიტომ ვითხოვდით რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნას საგამოძიებო ფუნქცი

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომელთაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 50 მოქალაქეზეა შეტყობინება ცხელ ხაზზე შესული, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან. როგორც გამყრელიძე აცხადებს, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. „ორი გარდაცვლილია ნაპოვნი. 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენებით. 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილას გაყვანილი, ატანილია პირველადი მოხმარების საშუალებები, რომ დილამდე მოხდეს მათი იქ დაყოვ

მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

შოვში სამაშველო სამუშაოების ფარგლებში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათივე ცნობით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთას ღამით ტყეში დარჩებიან და მათი გამოყვანა დილიდან მოხდება.   ავტორი - შალვა სუმბაძე

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს. ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და  შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თა

მიხეილ დაუშვილი - რაჭაში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია

რაჭაში მომხდარზე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მაშველების მხარდაჭერა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდება. რაც შეეხება კითხვებს, თუ რამდენად მზად იყო ხელისუფლება დროული რეაგირებისთვის, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენცია და მსხვერპლის თავიდან აცილება, დაუშვილმა არ უპასუხა. „სანამ ერთი ადამიანის გადა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება როგორც ვერტმფრენის, ისე უშუალოდ, მაშველების ჩართულობით, მისივე ინფორმაციით, დღესვე დაიწყება მეწყრის შედეგად წაღებული ორი ხიდის მონტაჟი. „დილიდან გაგრძელდა ადამიანების გამოყვანა. ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც უსაფრთხო ადგილა

თემურ მღებრიშვილი - სადაც კოტეჯები იყო, იქ ფაქტობრივად აღარაფერია - ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით, რადგან მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რის გამოც მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კოტეჯების ადგილზე ფრაგმენტებია დარჩენილი და იმ ადგილებამდე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. თემურ მღებრიშვილის განმარტებით, ახლა ტექნიკა შეჰყავთ, რომ გზა გაიჭრას.

რამდენიმე წუთის წინ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს

რამდენიმე წუთის წინ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. პალიტრა

ონის ავტოსადგური: „სტიქიის ზონიდან გადაადგილებაში ხალხს უსასყიდლოდ დავეხმარებით“

ონის ავტოსადგური „მგზავრები“ მოქალაქეებს სტიქიის ზონიდან გადადგილებაში დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს. ავტოსადგურის განცხადებითვე, დახმარების მსურველებს თბილისიდანაც ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე. შოვში, სტიქიის ზონაში დღეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს უდასტურებს. საერთო ჯამში, ამ დროისთვის სტიქიას შოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს

შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ - „ზაზა მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ჩემს კოტეჯში იყო და ვეღარ ვუკავშირდებით, ჩა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ჰო­ლან­დი­ი­დან"

შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდან იყო ჩამოსული. მათთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. „ზაზა და მისი ოჯა­ხი ჩა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ჰო­ლან­დი­ი­დან, ის­ვე­ნებ­დნენ რა­ჭა­ში, უწე­რა­ში, ჩემს კო­ტე­ჯში, ორ­შა­ბა­თი­დან. გუ­შინ 12 სა­ათ­ზე, ზაზა ცოლ­თან და 3 მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად წა­ვიდ­ნენ შოვ­ში, და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და სა­ღა­მოს აღარ მობ­რუ­ნე­ბუ­ლან. ვე­ღარც ტე­

რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საამზომველო ჯგუფები ონის რაიონში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ. საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი. ამზომველთა ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი შოვში

სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოებში უცხო ქვეყნების დახმარება გახდება საჭირო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მათი დახმარება გახდება საჭირო. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ბრიფინგზე გააკეთა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ტრაგედიის წინაშე ყველა ერთად უნდა დავდგეთ. „მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას. მათ დღეს უკვე სოლიდარობა გამოაცხადეს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნე

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ცნობისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. იპნ

„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირებას იწყებს

„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანია საქართველოში გზავნილების მიწოდების ვადის შემცირებას 2-3 დღით ელის. ამასთან, მოსკოვიდან თბილისში ტვირთის საჰაერო გზით გადაზიდვა „აზიმუტის“ თვითმფრინავებით განხორციელდება. „რუსეთის ფოსტის" ტრანსპორტის მართვის დირექტორატის ხელმძღვანელის, გიორგი ბაუტინის განცხადებით, კავკასიის ქვეყნებთან გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით გადაზიდვა პერ

შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება

რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა. როგორც პრემიერმა განცახდა, თავდაცვის ძალები ადგილზე სპეცსაშუალებებით იმუშავებენ. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და

ნინო ჩხობაძე - მთიანი ქვეყანა ვართ და ყველა მთის მუნიციპალიტეტში ერთი ვერტმფრენი უნდა იყოს - გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვიძახდით, რომ ღვარცოფული მოვლენები გაძლიერდება

მთიანი ქვეყანა ვართ და ყველა მთის მუნიციპალიტეტში ერთი ვერტმფრენი მაინც უნდა არსებობდეს - ვიცით, რომ მთის ახალგაზრდა ეკოსისტემებია და ამას ძალიან სერიოზული მონიტორინგის სისტემის არსებობა სჭირდება. მუდმივი დაკვირვების ქსელი და მუშაობა, - ამის შესახებ "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „შუადღის სტუდია“ განაცხადა, რითაც შოვში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, ღვარცოფული მ

შსს სტიქიის ადგილზე ძებნა-შველის ღონისძების ფარგლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ადგილზე ძებნა-შველის ღონისძების ფარგლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. „ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. „ძალიან მძიმეა, რაც შოვში ხდება. ეს ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი სტიქიაა. სამწუხაროდ, 11 გარდაცვლილია, 25 ადამიანს ეძებენ. ვერტმფრენმა გუშინ და დღეს შეძლო ძალიან დიდი საქმეების გაკეთება მაშველი რგოლის მიმართულებით, 210 ადამიანია უსაფრთხოდ გამოყვანილი. მინდა დავა

ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ გზას და შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენი

ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში წერია. რეკომენდაციებში წერია, რომ პრევენციისთვის საჭიროა მდინარის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-გამაგრება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი   გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, მწვანე ალტერნატივა-ს წარმომადგენელი ნინო გუჯარ

„კალაძის ოჯახმა სასტუმრო სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა“

„სანსეტ შოვის“ მმართველი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სასტუმროში თბილისის მერის, კახა კალაძის ოჯახი მართლაც იმყოფებოდა, თუმცა  „სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო“. ამის შესახებ ანა მურადაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. მანამდე, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში ეძებდა თავისი ოჯახის წევრებს, განაცხადა, რომ პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით მოხდა კალაძის ოჯახის ევაკუირება. მეორე დღეა, რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები მი
×
×
  • შექმენი...