Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.330

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერდია სიჭინავა საგამოძიებო კომისიაზე - აბა გაბედონ და დაგვიბარონ!

ამ ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი პატრონი, რომელიც საჭადრაკო დაფას მართავს, არის ბიძინა ივანიშვილი. ახლა ვიღაცას მინისტრს დაარქმევენ თუ „მინისტრობანას“ ითამაშებენ, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მან მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა,რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ყველა უწყება „ჯიბეში უდევს

ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რუსულ ძალებს მოქალაქეები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჰყავთ. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რეგიონში კონტრიერიში წამოიწყეს, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოკლეტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე ტერიტორიის დაბომბვას დაიწყებს“. საერთო ჯამში, 50-დან 60 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება. ა

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა. პროკურატურაში ბრიფინგი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ბრიფინგი უწყებაში 20:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის ს

ბერლინში ათასობით მოქალაქე შეუერთდა ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციას

22 ოქტომბერს ბერლინში ათი ათასობით მოქალაქე შეუერთდა აქციას, რომელიც სოლიდარობას გამოხატავდა ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების მიმართ. ირანში გამოსვლებს ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა. ბერლინის პოლიციის ცნობით, შუადღისას აქციაში 37 000-მდე პირი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს ეჭირათ ირანის დროშები და ირანის ლიდერების მიმართ კრიტიკული განცხადებების ამსახველი პლაკატები, რომელთაგან ბევრს ინგლისურ და გ

ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა

ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას“რესპუბლიკის” ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლე ალექსანდრ ნიკულინზე თავდასხმა 4 ნოემბერს, ქალაქ უგლეგორსკში მოხდა, რის შედეგადაც ის მძიმე მდგომარეობაშია. “ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან”, - ნათქვამია ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, ნიკულინი “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლედ 2022

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7396 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8207 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8563 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0356 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში ომის საწინააღმდეგო აქცია ჩაატარეს

საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა 26 ნოემბერს რუსთაველზე აქცია ჩაატარეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს.   „შეუძლებელია სრულად გაიაზრო ამ ტრაგედიის კოშმარი. რუსეთის ხელისუფლება და ჯარი სჩადის ძალადობას, ანგრევს სახლებს, მაგრამ უკრაინამ გაუძლო. უკრაინა გაიმარჯვებს და მალე დაიბრუნებს თავის მიწებს“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. სიტყვით გამოვიდნენ რუსეთისა და საქ

ბექა ლილუაშვილი - სანამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომას, "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა და განიხილა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი - ჩატარებული და ჩასატარებელი არჩევნების შედეგების მოსაპარად

ამასობაში, სანამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომას, "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა და განიხილა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, ორივე საარჩევნო კონტექსტის მქონე, ერთი - ჩატარებული არჩევნების შედეგების მოპარვისთვის, მეორე ჩასატარებელი არჩევნების მოპარვისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.      მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, ოცნებამ ყოველგვარი

76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო]

ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა. 76 წლის სპორტსმენმა სლოვენიაში, ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მასშტაბურ ტურნირში 31 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოცურავე მონაწილეობდა, წყლის ტემპერატურა კი 5 გრადუსს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე – 12 კილომეტრი. მას ეკუთვნის ცურვის ერო

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას

9 წლის წინ რუსული აგრესია ყირიმში დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში დააბრუნებენ. “ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მიხეილ დაუშვილი - გიორგი მარგველაშვილი გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის, პრეზიდენტი იყო, ძალაუფლება ჰქონდა და თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა

გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი და თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, მარგველაშვილი გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის. „რასაც ვხედავ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო და უფრო არასერიოზული ხდება. ამ ადამიანს თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზ

„ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით, - ვინ არიან ტიგრანი და ნიკიტა, რომლებიც ბერდიანსკში მოკლეს

რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ორი უკრაინელი არასრულწლოვნის, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის მკვლელობა 25 ივნისს დაადასტურა ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ. მოზარდების ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დაადასტურა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმაც. მანამდე, 24 ივნისს, რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ „ორმა მოზარდმა, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი, ცეცხლი გახსნეს“, დაჭრ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რაჭის გზაზე კედლის გამაგრების სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს. „შემთხვევის გამო, არავინ დაშავე

ჯოზეფ ბორელი - ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - უკრაინას მეტი შესაძლებლობები და უფრო სწრაფად სჭირდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს. ბორელის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა, რომლის დროსაც ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველა ჩვენგანისთვის ეგზისტენციალური საფრთხ

ბერდია სიჭინავა - ნატალია ძიძიგური ჩვენმა პარტიამ 2 კვირის წინ გარიცხა პარტიიდან, რადგან ეს ადამიანი „ოცნების" შემომწირველ დეველოპერებს მხარს უჭერდა საკრებულოში მოქალაქეების წინააღმდეგ -  არსებობს რაღაც ზღვარი, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო (ვიდეო)

ნატალია ძიძიგური ჩვენმა პარტიამ 2 კვირის წინ გარიცხა პარტიიდან, რადგან ეს ადამიანი „ოცნების" შემომწირველ დეველოპერებს მხარს უჭერდა საკრებულოში მოქალაქეების წინააღმდებ. ახლა კი საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდებით გვებრძვიან, რომლის სცენარიც სუს-ში არის დაწერილი.    არსებობს რაღაც ზღვარი, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო. ჩემდა სამწუხაროდ, ნატალია ძიძიგურმა ეს ზღვარი გადალახა.   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  399273283_686539183434467_63606929973404

ანა ბუჩუკური - „ოცნებას“ მოვუწოდებთ მორჩეს საკუთარი ჯიბის ორგანიზაციით- „გორბით“ თამაშს და ნაცების პიარ კამპანიას, ამის ნაცვლად 8 ნოემბრის ევროკომისიის შეფასებების საფუძველზე, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს (ვიდეო)

„ოცნებას“ მოვუწოდებთ მორჩეს საკუთარი ჯიბის ორგანიზაციით- „გორბით“ თამაშს და ნაცების პიარ კამპანიას, ამის ნაცვლად 8 ნოემბრის ევროკომისიის შეფასებების საფუძველზე, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი, სრულფასოვანი ევროინტეგრაციის პროცესისთვის." ანა ბუჩუკური, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 402655903_2613258642174318_7497220121788482169_n.mp4

„თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, „საახალწლო სოფელი“ კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება

„თბილისი - ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ. „თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქ

ევროკომისიამ განბლოკა უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარება

ევროკომისიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვის შესახებ. აქამდე უნგრეთი ამ დახმარებას ვერ იღებდა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო. ევროკომისიის განცხადების თანახმად, ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად. „გარდიანის“ ცნობით, ეს საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებაა. უნგრული სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, მთავრობას ბოლომდე არ შეუსრულებია პირობები, ხოლო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, მა

„ძალიან აწყობთ, მაგრამ ამაოდ" — ზურაბიშვილის თქმით, არც ერთი ძალის ლიდერი არ იქნება

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – თქვა, რომ რჩება თანამდებობაზე, რჩება ფიცისა და კონსტიტუციის ერთგული. ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ვერაფერმა გატეხა“. ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ არ იქნება არცერთი პოლიტიკური ძალის წევრი, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ ლიდერად. ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ არ აპირებს არავისთან შეჯიბრებას იმაში, თუ რა წვლილი მიუძღვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მისივე თქმით, ეს საქართველოს მიღწევაა და „გარჩევების დრ

„ის გვახსენებდა, რომ ჩვენ, ყველას შეგვიძლია გავხდეთ თავისუფალი" - იური შევჩუკმა ნავალნის სიმღერა მიუძღვნა

DDT-ს სოლისტმა იური შევჩუკმა ასტანაში გამართულ კონცერტზე ალექსეი ნავალნის მიუძღვნა სიმღერა „თავისუფლება”. სიმღერის შესრულებამდე, შევჩუკმა სცენიდან საზოგადოებას მიმართა. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა”. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ნავალნი პუტინმა მოკლა და ამაზე პა

მიშა დაუშვილი - მსაგვსი ტიპის კანონები მიიღება მტრული სახელმწიფოებისგან თავის დასაცავად, ამ კანონის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ვერ დაგვიცავს ოკუპანტი რუსეთისგან (ვიდეო)

მსაგვსი ტიპის კანონები მიიღება მტრული სახელმწიფოებისგან თავის დასაცავად, ამ კანონის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ვერ დაგვიცავს ოკუპანტი რუსეთისგან, თუმცა ნამდვილად შეუშლის ხელს იმ მეგობრებს, რომლებიც გვიცავენ რუსეთისგან. თუ რეალური გამჭირვალება ადარდებს ოცნებას, თუ მართლა მტრულ სახელმწიფოებთან ბრძოლა სურს, ორი კანონპროექტი გვაქვს შეთავაზებული, ყველა ნათლად დავინახავთ რა არის მათი მთავარი მიზანი.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვი

პრეზიდენტი - ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითავისოს, იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია

ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. არაფერს ჩაგვიკეტავენ, როგორც ქვეყანას. ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე! ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.

ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის" თბილისში, ქუთაისში და ახმეტაში ქალების მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ქალების მარშს შეუერთდა (ფოტოები)

ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის" თბილისში, ქუთაისში და ახმეტაში ქალების მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ქალების მარშს შეუერთდა: |  

გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოს EU-ში გაწევრების მომდევნო ეტაპზე გადასვლას – ელჩი ფიშერი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, განაცხადა, რომ გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ რუსული კანონი მიღებული იქნება იმ ფორმით, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ. ამის შესახებ ელჩმა მედიასთან ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. “ეს დინამიკური პროცესია. ალბათ, წაიკითხავდით განცხადებასაც, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა

ბექა ლილუაშვილი - პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა

პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ. ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც, აშშ-ის ელჩს და მთლიანად ს
×
×
  • შექმენი...