თბილისში ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც დაახლოებით 5.5 მილიონი ლარი დაჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ციხის გარე პერიმეტრის ძირითადი სადგურების საყრდენების რეაბილიტაციას და შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა და ახლა იწყება მეორე ეტაპი.
მერიის ცნობით, პირველი ე
“ყველანაირი უმსგავსობის რეკორდი მოხსნა კომიტეტის თავჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე.
მერე ეს ხალხი გამოდის და უხამსი შეფასებების შესახებ კანონპროექტს იღებს საქართველოს პარლამენტში. გამოდიან და გვასწავლიან ჭკუას ვაჟკაცობაზე, ქართველობაზე და ევროპელობაზე.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
396971703_2103842706629297_8113675887281479571_n.mp4
თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, 80 145 კვ.მ ფართობის ტერიტორიას ფონდი ქართუსაგან ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორი “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძეა.
ტერიტორიის შესყიდვაზე ფხაკაძის ახალი კომპანიის, შპს “ცენტრალ პარკ ავენიუს” განცხადება 27 ოქტომბერს შევიდა საჯარო რეესტრში. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია “იდეაა”, რომლის წილებსაც თავის მხრივ სწორედ სოსო, ლევან და სამსონ ფხაკაძეები ფლობენ.
“იდეის” გარდა, “ცენტრალ პარკ ავენიუს” ფლობს კიდევ 3 სხვა კომპანია — შპს “
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს და დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.
ღუდუშაურმა და ბერაიამ ოპონენტებთან დისკუსიისთვის სექსისტური ენა გამოიყენეს.
ალუდა ღუდუშაურის გამოსვლა მოჰყვა „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების ვიზიტის დაშვების შესახებ.
ალუდა ღუდუშაურმა თავდაპირველად ხვიჩიას მიმართა და მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა
"ქართულმა ოცნებამ", თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, რაც იკადრა ამას კაცობა არ ჰქვია, სწორედ ამიტომ არის პატარა კაცობა ის, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აქუბარდიასთან ერთად ბრიფინგზე ქალების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიასა და ძალადობაზე ისაუბრეს სხვა ქალმა დეპუტატებმაც.
"როცა "ქართულ ოცნებას
მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს., - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები.
„მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტ
როგორ ითვალისწინებს „ოცნება“ მოსახლეობის ინტერესებს ყველაზე კარგად ბენზინის ტაბლოზე ვხედავთ.
3,30 ლარს გადაცდა ყველაზე იაფასიანი ხარისხის მქონე საწვავის ფასი. ეს არის ის აღზევებული ეკონომიკა, რომელიც რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების გაორმაგების ხარჯზე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება?!
როცა საუბარი გვქონდა საწვავის ფასების თემატური მოკვლევის ჩატარების თაობაზე პარლამენტში უარი გვითხარით. საერთოდ უარს ეუბნებით ყველა იმ ინიციატივას, რო
“პერსონალურად ირაკლი კობახიძე კვირის განმავლობაში რამდენჯერ ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც, მისივე მტკიცებით, არანაირი რეიტინგი არ აქვს.
ელემენტარული ფსიქოლოგიაა, ადამიანს ხშირად ახსენებ ორ შემთხვევაში, როდესაც მასზე შეყვარებული ხარ, ან როცა მისი გეშინია. მთლად შეყვარებული თუა, მაგდენი არ ვიცი…”
ანა ბუჩუკური, საპარლამრნტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
10000000_704798421225605_6227588120969926731_n.mp4
კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა.
მსახიობი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ მისი კოლეგები.
თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა
გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს.
„ბატონო იაგო დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუ
რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"30 ოქტომბერს რუსთავის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა თემაზე - რომ რუსთავის საკრებულო, კალაძის მეჯვარის - ილია წულაიას კომპანია „არქს“ არ უზრდის კ2 კოეფიციენტს ქალაქის ურბანული დამახინჯებისთვის, და გვამცნო, რომ ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები მერია საკრებულოს სასამართლოში უჩივის. უფრო კ
კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა. ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომ საჩქარო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე“ მაშინ, როცა აქამდე საფრთხეებზე საუბრობდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის დაჩქარებული წესით.
მდინარაძის თქმით, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან არავინ იცის
პარტიის „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ მორიგ გაყალბებულ კვლევას და მისთვის სასარგებლო შედეგებს გამოაქვეყნებს.
ბოლო პერიოდის უწყვეტი პროპაგანდა გიორგი გახარიას და სხვა პოლიტიკური პარტიების თუ პერსონების არარსებული ალიანსების შესახებ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს კი 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების ნაწილია იმ შეზღუდვებთან ერთად, რომელსაც მართველი პარტია საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს, როდესაც დაუსაბუთებლად ამკაცრებს შეკრებებისა და მანიფესტა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის დროს.
შესაბამისი ტექნოლოგიები კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა და საზოგადოებას აჩვენა, ზუსტად როგორ მუშაობს ამომრჩევლის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.
კალანდარიშვილის თქმით, კენჭისყრის პროცესში, მარკირება კვლავ შენარჩუნ
თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედანზე, 20 დღის ვადაში ხმოვანი შუქნიშნები მოეწყობა. იგეგმება რელიეფური ფილების მოწყობაც, თუმცა ჯერ უცნობია, როდის. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში მიაწოდეს.
ზურაბ ჟვანიას მოედნის რეაბილიტაცია 6 თვის წინ დასრულდა, თუმცა ხმოვანი შუქნიშნები, ტაქტილური მანიშნებლები და რელიეფური ბილიკები ამ დრომდე არ დამონტაჟებულა. ამის შესახებ აქტივისტები ანა სიხაშვილი და ესმა გუმბერიძე საუბრობდნენ.
ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით 27 ოქტომბერს თბილისის მერიაში მივიდნენ
ყოფილი ამერიკელი დიპლომატების ნაწილი მიიჩევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, როგორიც არის უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ინიციირება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების დადანაშაულება, USAID-ის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები და ბოლოს, ევროპული ტურნეს გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა იყო, მხოლოდ აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იტყობინება.
„მე მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყ
“პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ჯგუფს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ გადაუვადდა თავის მიერ დაყენებული საკითხი კომიტეტების მხრიდან.
ამიტომ გვიწევს საჯაროდ პოზიციონირება და მოთხოვნა, იქნებ დროულად დააყენოთ ჩვენი ინიცირებული პროექტები კომიტეტებზე განსახილველად.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
398150637_1311345916214875_2410621577682532945_n.mp4
რუსთავის მერია რუსთავის წინააღმდეგ!
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
398052028_1193086128317739_6817292307867269448_n.mp4
“კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უკვე თანმდევი პროცესი, ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი მოალაქეების კეთილდღეობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სექტორული პოტიკის განვითარებისა და ყველაზე მთავარი ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველყოფა.
ჩვენი გუნდი კანდიდატის სტატუსს არ აღიქვამს, როგორც პარტიულ შესაძლებლობას. პირველივე დღიდან პასუხისმგებლობით მივუდექით ამ საკითხს, შევედით სამუშაო ჯგუფებში და ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არის ქარველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების” ან ნებისმიერი სხვა პა
"ისრაელში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ელჩის ფუჭი განცხადებებით ვერ შეიფუთება. მოვუწოდებთ მთავრობას, დააფინანსოს ჩარტერული რეისები და გამოიყვანოს ქართველები სახიფათო ზონიდან."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
369778959_1397193121179222_7670385164113745094_n.mp4
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე არ რეაგირებს. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლება არა მხოლოდ არ იძიებს და ნაბიჯებს არ დგამს სანქცირებული პირების წინააღმდეგ, არამედ მათ ხელს აფარებს.
51 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლება
ისრაელში კიდევ ერთი ქართველი ებრაელი - 9 წლის გოგონა გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ადასტურებს.
მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონა ქართველ ებრაელთა ოჯახიდან იყო.
შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.
იპნ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.
გამოძიება საქ
ყაზახეთის ყარაგანდას ოლქში, მაღაროში გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„კოსტენკოს მაღაროში 38 დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს, რვა მაღაროელის ძებნა გრძელდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გა
ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა.
მათივე თქმით, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
იპნ