კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის.
„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია… ყველას
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლების მიზანშეწონილობა არ არსებობს.
საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო.
უწყება წერს, რომ 2024 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მოწოდებას გამოძიების განახლე
ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებისადმი მიმართვაში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ელჩებს, მიმართავს, რომ ისინი შუაგულ ევროპაში ისმენენ ტყუილებს, რომ თურმე საქართველოს ევროპული გზა გრძელდება, პარტნიორების განცხადებების მიუხედავად და რომ, თურმე საქართველო 2030 წელს მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. პარალელურად პრეზიდენტის თქმით
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეყნების საბჭოს სხდომაზე მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
საქმე ეხება რუსულ კანონს და იმ უარყოფით შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა.
მისივე თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა „საქართველოშ
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ის ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას.
სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადატანის მიზნით, თხევადი ბუნებრივი აირის მშენებარე პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების აკრძალვას, ფინანს
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა – ერთი გენდერული კვოტების გაუქმებას ეხება, მეორე კი – ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს.
გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ როგორც მუდმივად აცხადებს, ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა იყოს აგებული მინიმუმ შემდეგ სამ არსებით ელემენტზე:
მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილ
რომის „ლაციო“ გიორგი ქოჩორაშვილს აკვირდება და ქართველი ფეხბურთელით ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრის გადაბირებით „ტორინოცაა“ დაინტერესებული, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს.
„რომის „ლაციო“ ამ მომენტისთვის ნახევარმცველის ძიებაშია. გუნდს 2024/2025 წლების სეზონში მარკო ბარონი გაწვრთნის. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რიგებში ვეჩინო, გენდუზი, როველა და კატალდი ირიცხებიან, ახალი ფეხბურთელის დამატება მაინც განიხილება.
ჩვენი ცნობით, კ
დღეს გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 6-კვირიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს თემთა პალატაში ადგილებს და შესაბამისად, რომელი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათამდე გაგრძელდება. კენჭისყრის დაწყებისთანავე იწყება ხმების დათვლის პროცედურა, რის საფუძველზეც ეგზიტპოლები გამოქვეყნდება. პირველადი მონაცემები, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება 23:00 საათზე, ხოლო სრული სურათ
წელს 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა 38 მლნ ლარით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საწვავის აქციზიდან საქართველოს ბიუჯეტმა 302 775 456 ლარის შემოსავალი მიიღო, 2023 წლის 6 თვეში კი 264 649 406 ლარის.
უფრო კონკრეტულად, წელს საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხა ასე ნაწილდება:
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
„სატენდერო კომისიამ არჩე
"ცხადია, არასრულწლოვნები ნებისმიერი სახის პროპაგანდისგან უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახური ფასეულობებიც დასაცავია, მაგრამ ეს ჩვენი ოჯახების გასაკეთებელია და ამას საერთოდ არ სჭირდება ჩვენს საზოგადოებაში კანონი. ვიღაც არ უნდა გვასწავლიდეს, რომ დედა დედაა და მამა მამაა. თავის თანაგუნდელებს მიხედონ, რომლებიც მართლა მოსიარულე ელგებეტე პროპაგანდისტებივით გამოიყურებიან და იმ ტელევიზიებს მიხედონ, რომლებმაც ეს ტერმინოლოგია აიყვანეს ისეთ დონეზე, რომ პირდაპირ ამ პროპაგანდის ნაწილები არიან. ვთვლი, რ
თქვენი მშვიდობაც არის ეფემერული იმიტომ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მთელი მშვიდობის გარანტია იდგა იმაზე, რომ საქართველო მწყობრად თავის ინტერესებს ახორციელებდა, ევროკავშირისკენ მიდიოდა, აწარმოებდა პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, თქვენ სრულიად ამოატრიალეთ და საქართველო დატოვეთ მარტო ერთი ერთზე ოკუპანტ ძალასთან ერთად.
თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1061486802055114/
„აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა”, – ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წერს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს.
„23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შ
ძალიან ვწუხვართ, რომ მიუხედავად უზარმაზარი კომპრომისებისა, რომელზედაც ჩვენ წავედით, შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ ეს არ არის ბრძოლის დასასრული, პირიქით, ეს არის ბრძოლის გააქტიურების დასაწყისი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანება
[მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში - ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მე დამიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და მის პარტიას შორის შეჩერებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ახლა აღნიშნული პრობლემა, გახარიამ აღნიშნა, რომ მას საკუთარი თავ
"მე ვთვლი არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა დაიწყო. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს. დაიწყო იმ ტიპის კომუნიკაცია, რაც აქამდე არ იყო. არაფერი ჩაშლილა, უბრალოდ ვერ მოესწრო. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები. ყველა მხარეს სურდა შედეგისთვის მიგვეღწია. ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, იყო ღირსეული მცდელობა ლიმიტირებული დროით. იმისთვის, რომ სამომავლოდ გრძელვადიანი პერსპექტივა გადაგვერჩინა, დავსვი წერტილი. ქალბატონმა პრეზიდენტმა დიდი საქმე წამოიწყო. ამით უნდა გადავლახოთ პოლარიზაცია, რაც ნიშნავს
“გახარიას საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მტკიცებით, მათი პარტია “ოცნებასთან“ პოლიტიკურ კოალიციას არ შექმნის.
გახარია ამბობს, რომ “ოცნების“ განცხადებები მათი მისამართით, კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით, სპეკულაციაა.
ტვ პირველი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, - წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“.
თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის ფარულობის საკითხზე საიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის ს
ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ისეთი არჩევნების ჩატარება, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება ასახული.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1659436914639266
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის კანდიდატია.
მარკო რუბიო 2016 წელს ტრამპის წინააღმდეგ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის იბრძოდა. მას შემდეგ ის აქტიურად იყო ჩართული ტრამპის 2024 წლის კამპანიაში და ვიცე-პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა ჯეი დი ვანსთან დამარცხდა.
ტრამპმა გენერალური პროკურორობის კანდიდატი დაასახელა – ამ თანამდებობაზე განიხილება რესპუბლიკელი მეთ გეცი. კ
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შემდეგ, სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია დაიწყო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.
სტუდენტების ნაწილმა დერეფნები და აუდიტორიები შემოიარა სკანდირებით: „გამოდით, გამოდით“. მათ შეურთდნენ აუდიტორიებიდანაც.
„ოლიგარქმა მოიპარა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არჩევნები. მოგიწოდებთ ყველას, იბრძოლეთ, დაგვიდექით გვერდზე“, — აცხადებენ სტუდენტები.
ილიას უნივერსიტეტიდან სტუდენტები მსვლელობით გაემართნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ, 17
აფხაზურმა ოპოზიციამ სოხუმში, დე ფაქტო სამთავრობო შენობების კომპლექსის მახლობლად დაშლილი ღობის “საქართველოს საზღვარზე” გადატანის იდეაზე ისაუბრა.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა კან კვარჩიამ განაცხადა, რომლის თქმითაც, ღობეები, რომლებზეც აფხაზეთის [დე ფაქტო] გერბებია აღბეჭდილი, “ფრთხილად იქნება დაშლილი.”
“ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გავაფრთხილეთ (სასაზღვრო სამსახური), თუკი საშუალება ექნებათ, ყველაფერი გულდასმით უნდა შეაგროვონ… ვაპირებთ, რომ ოფიციალურად ჩავაბაროთ,”- განაცხადა მან.
დღეს,
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფება “პიატნაშკას” ლიდერმა, ახრა ავიძბამ “Газета.Ru-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სოხუმში “ხალხის მხარდასაჭერად” და მათთვის “საფრთხეების თავიდან ასარიდებლად” ჩამოვიდა.
“ხალხის მხარდასაჭერად მოვედი, რადგან ყოველთვის გვასწავლიდნენ – სადაც სამზე მეტი აფხაზია, ყოველთვის ადექი და იკითხე რა და როგორო. ამიტომ, მოვედი, რომ ჩემს ეთნიკურ ჯგუფთან დავდგე და საფრთხეები თავიდან ავარიდო,” – თქვა მან.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ 25 ნოემბრის სხდომაზე დასწრებით “ოცნებას” არ მისცენ საშუალება, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/584979613935940
საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით უერთდებიან საჯარო მოხელეთა პროტესტს და ემიჯნებიან „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება უზენაესი კანონის ვალდებულებას.
ამასთან, ხელმომწერები გმობენ საპოლიციო ძალების მიერ აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
განცხადებას ხელს აწერენ: