„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია.
იპნ
ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი მთის ფერდობზე ტყის მასივს უკიდია.
მიმდინარეობს ლოკალიზების სამუშაოები.
უწყების განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი
"მოგესალმებით მეგობრებო!
ალბათ საინფორმაციო საშუალებებითაც შეიტყობდით, რომ ლუგელას ხეობაში ტყის მასივი იწვის. ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია,შესაბამისად მის ლიკვიდაციაში 150-მდე მაშველია ჩართული რეგიონის მასშტაბით. ჩვენმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისედ შევუერთდეთ ჩვენს გმირ მაშველებს.
დღეს მუხურის ცენტრში შევიკრიბებით 13:00 საათზე. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შემოგვიერთდით."
ჩხოროწყუ საქართვეელოსთვის
პროკურატურის ინფორმაციით, ქორწინების იძულების ფაქტზე 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინეს.
პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურის ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით
„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარიდან ერთ-ერთი დააკავეს, ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული პირი არასრუწლოვანია და საკუთარ სახლში აიყვანეს, სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს. დანარჩენი 2 გაქცეულის ძებნა კვლავ გრძელდება.
„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიქცა. ისინი კლინიკაში კვლევებზე მიიყვანეს და ბადრაგებს გაექცნენ.
იუსტიციის მინისტრმა, სამივე პატიმარს მოუწოდა „გო
„სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ნინო გიორგაძეს, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, უფლებამოსილება შეუწყდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2023 წლის 1 ნოემბერს გაიმართა. საბჭომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა.
ორგანიზაცია წერს, რომ ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. ვინაიდან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, საბჭოს
ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების წინააღმდეგ, მაგალითებით:
კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა, ხელისუფლება ვერ მიიწერს. "ოცნებას" უნდა მოვთხოვოთ ქმედითი ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
398338607_1484931058715665_4511042282173461335_n.mp4
“ავერსის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმებიდან გაქცეულ სამ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
პატიმრები თბილისში მდებარე კლინიკიდან გუშინ, 1 ნოემბერს შუადღისით გაიქცნენ.
გაქცევიდან რამდენიმე საათში მათ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიმართა და ჩაბარებისკენ მოუწოდა. მინისტრმა ასევე პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართა და თქვა, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია და ნებისმიერი პირი, ვინც მათ დაეხმარე
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფელ წორბისში, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა ტრენერმა ჯამბოლათ თედეევმა დადგა.
თავად თედეევს 2017 წელს პუტინისგან აქვს მიღებული ჯილდო “სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის”
როგორც ტელეგრამ baeston არხი წერს, თედეევმა ქანდაკების გახსნისას ვლადიმერ პუტინზე და 2008 წლის მოვლენებზე ისაუბრა.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. მას შემდ
170-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით, ევროკომისიას მიმართავს, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
მათივე განცხადებით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სჯერათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმულ
ეს პოსტი მინდა იმ ადამიანებმა (პოლიტიკოსებმა თუ უფლებადამცველებმა) ნახონ, ვინც საჯარო მოხელეებს მუდმივად აბულინგებს, თითქოს „აშეიმინგებს“ რომ ხმა ამოიღონ, სისტემას დაუპირისპირდნენ, ამხილონ დ ა.შ. ვინც მოხელეებისგან მუდმივად ითხოვს „გმირობას“ და როცა ნამდვილი გმირი გამოჩნდება - არა ისეთი როგორიც თავად წარმოუდგენიათ - მოხელის ეთიკის დამრღვევი და საჯარო სამსახურში პოლიტიკით დაკავებული, არამედ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, აპოლიტიკური - ამ მორალის მკითხველებიდან ერთი ადამიანი არ ჩანს, ვინც ასეთ მოხ
“დარწმუნებულები ვართ, რომ წინა საარჩევნოდ პოლიტიკური გარემო ბევრად უფრო დაძაბული იქნება, გაცილებით მძიმე ფაქტები გამოვლინდება, ძალადობაც იქნება და მუქარაც. “ოცნებას” დაშინება და მანიპულაციები უკვე დაწყებული აქვს.
“ოცნება” პირდაპირ გვეუბნება, რომ მოქალაქეები კი არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს ჩვენი ძალაუფლება.”
მიშა დაუშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
10000000_1467693640718384_923305212756413031_n.mp4
დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, დღეს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან მასზე თავდასხმა განხორციელდა.
კერძოდ, როგორც ტატუაშვილი განმარტავს, თავს მმართველი პარტიის მიერ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი დაესხნენ.
მისივე თქ
„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს.
როგორც სააგენტოს „ავერსში“ განუცხადეს, შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა.
მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
„ინტერპრესნიუსი“ პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.
ipn
დღეს, პირველი ნოემბერს, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა.
თუმცა სხდომაზე არ განუხილავთ გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებები, რომლითაც მათ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას მიმართეს.
როგორც პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, „ქართ
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთს უდასტურებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე გრიგორი კარასინთან წარსულში უსაუბრია.
მისი თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე ბოლოს 2022 წლის მარტში ესაუბრა. ამ საუბრის ჩანაწერი გუშინ, 31 ოქტომბერს იუთუბ არხ “კიბერ კმარაზე” გავრცელდა და მისი ავთენტურობა აბაშიძემ დაუდასტურა ჯერ IPN-ს, შემდეგ ნეტგაზე
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, მხარი დაუჭირა ცვლილებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში. ეს ნიშნავს, რომ სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება.
2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების დანაზოგები მაღალრისკიან აქტივებში განათავსა. თანხა, რომელსაც სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გადასახადებიდან გროვდება, ამ დრომდე დაბალრისკიან აქტივებში იყო განაწილებული — სახელმწიფო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებში.
საქართველოს პარლამენტმა 83-83 ხმით მხარი დაუჭირა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს.
გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძის დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიიდან“ არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გათავისუფლდა. თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ივლისში პარლა
ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას.
იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ის განცხადებები, რომელიც მან ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.
შალვა პაპუაშვილმა კი, აღნიშნა, რომ ბერაიამ თავისი განცხადების გამო სინანული გამოთქ
"ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს. მის არსენალში მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია - ლანძღვა-გინება."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
396191219_1258046658218723_5577489314334996573_n.mp4
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაურია. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო პასუხისმგებლობა აიღოს და კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს.
დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენით იმ სფეროს აყენებს შეურაცხყოფას, რა მიმართულებითაც მუშაობს, ამიტომ სალაპარაკო არ უნდა გახადოს და დღესვე უნდა გადადგეს.
„კაცი
თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს - მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს.
„ბატონო შალვა, ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის არაფერში მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე
საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ილონ მასკის დაფუძნებული კომპანია „სტარლინკის“ სატელიტური ინტერნეტი.
კომპანიის მონაცემებით, საქართველო სამეზობლოში გახდა პირველი ქვეყანა, სადაც „სტარლინკი“ ჩაირთო. „სტარლინკის“ ინტერნეტი აზერბაიჯანსა და სომხეთში 2024 წელს ჩაირთვება, თურქეთში კი კომპანია მარეგულირებლის ნებართვას ელოდება. რაც შეეხება რუსეთს, აქ „სტარლინკი“ შესვლას ამ ეტაპზე არც გეგმავს.
სწრაფი სატელიტური ინტერნეტის ღირებულება კერძო პირებისთვის თვეში 160 ლარიდან დაიწყება, ინტერნეტის მიმღები
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება შსს-ს ყოფილი თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას.
ომბუდსმენი დასაბუთებას სრულად არ აქვეყნებს პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწ####ბელი არგუმენტაცია”. ომბუდსმენის ასევე ადასტურებს, რომ საქმის წამროების ფარგლებში მოწმეები არ გამოუკითხავს.
“სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ გა
„ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიში“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ თეონა აქუბარდიასთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო.
დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის