Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.093.324

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნიდერლანდების ელჩმა X-ზე უპასუხა და უარყო ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი პასუხობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რომლის მტკიცებითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს. „ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კ

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: კრემლის პროპაგანდისტი არჩევნების დღეს თბილისში იყო

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ ალექსანდრ მალკევიჩი, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისში იყო. ორგანიზაციის განცხადებით, „შეშფოთებულია კრემლის რუპორის როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოში”. RSF აღნიშნავს, რომ ალექსანდრ მალკევიჩი ძებნილია აშშ-ისა და უკრაინის მიერ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” წერს, რომ მალკევიჩი რუსული შეიარაღებული დაჯგუფება „ვაგნერის” დამფუძნებ

ბექა ლილუაშვილი - არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც

არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც. „ეკონომიკაში დაგროვილია მძიმე სისტემური რისკები,

პრეზიდენტი - დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! - თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? - ისტორია არ დაგივიწყებთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს. პრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე განმარტავს, თუ რატომ არ აქვს ქართველი დიპლომატებისთვის მილოცვის სურვილი. "დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევრო

ნათია მეზვრიშვილი - პროკურატურას და სამთავრობო მედია საშუალებებს ერთნაირი კითხვები ჰქონდათ, ფაქტიურად მე მთხოვდნენ გამოძიების ჩატარებას

პროკურატურას და სამთავრობო მედია საშუალებებს ერთნაირი კითხვები ჰქონდათ, ფაქტიურად მე მთხოვდნენ გამოძიების ჩატარებას. გამოძიების მიზანი გაყალბებული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/452568517437308

სტუდენტების პროტესტი ილიას უნივერსიტეტშიც დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შემდეგ, სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია დაიწყო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. სტუდენტების ნაწილმა დერეფნები და აუდიტორიები შემოიარა სკანდირებით: „გამოდით, გამოდით“. მათ შეურთდნენ აუდიტორიებიდანაც. „ოლიგარქმა მოიპარა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არჩევნები. მოგიწოდებთ ყველას, იბრძოლეთ, დაგვიდექით გვერდზე“, — აცხადებენ სტუდენტები. ილიას უნივერსიტეტიდან სტუდენტები მსვლელობით გაემართნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ, 17

ვაკეში, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავებით გადაღებეს

ვაკეში, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავებით გადაღებეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, მას არ სჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა. „სამწუხაროდ, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ ას

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ღლონტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებიან სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში. ipn

ვინ არის კიმბერლი ლოუ, ვისი „ოცნების“ მხარდამჭერი კომენტარებიც საზმაუმ და „იმედმა" გაავრცელეს

3 დეკემბრის საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებელსა და სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ეთერში გავიდა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან. ორივე ტელეარხი მიუთითებდა, რომ ლოუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება. როგორც 1 არხთან, ისე „იმედთან” კიმბერლი ლოუ აკეთებდა „ქართული ოცნების” მხარდამჭერ კომენტარებს. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „მეგობარი აქტი“ ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ. ხოლ

მიხაელ გალერი - დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს - ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს

დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს. „დროა, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეთ. სიის სათავეში ამ „რეორიენტაციის“ ნათლიმამა ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს“, - წერს მ

უკვე მე-2 დაკავებული ამბობს, რომ მოსთხოვეს კამერაში ეთქვა – “ხარება მაგარი კაცია”

აქციაზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი კიდევ ერთი მოქალაქე ჰყვება, რომ მას ხარებას – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის ქებას აიძულებდნენ. მიშა მეტრეველი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთა კამერა ჩართო და მოსთხოვა გაემეორებინა ფრაზა: “ხარება მაგარ კაცია”. უარის მიღების შემდეგ მისი ცემა გააგრძელეს. ის იხსენებს მისი დაკავების დეტალებსაც. მეტრეველი დააკავეს ბესიკის ქუჩაზე, იმ მომენტში, როცა წაქცეული მოქალაქის წამოყ

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა გამოაცხადა, რომ მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „გასვლის პროცესი ხუთშაბათს, უნგრეთის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად დაიწ

გაერო: რუსეთის ჯარებმა ომის დასაწყისში უკრაინის ოთხ რეგიონში ჩაიდინეს დანაშაულების დიდი უმრავლესობა

გაეროს ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარები პასუხისმგებელი არიან უკრაინის ოთხ რეგიონში ომის პირველი კვირების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევათა „დიდი უმრავლესობისთვის“, მათ შორის სამხედრო დანაშაულებისთვის. უკრაინის საკითხების დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა მოვლენათა დოკუმენტაცია კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში 2022 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში. კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარები გან

კიევმა დაითხოვა ყაზახეთში ელჩი, რუსების დახოცვაზე განცხადებების გამო

უკრაინამ თავისი ელჩი ყაზახეთში, პეტრო ვრუბლიოვსკი, სამსახურიდან დაითხოვა რუსების დახოცვის შესახებ აგვისტოში გაკეთებული განცხადებების გამო. პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლითაც ელჩი ოფიციალურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. ელჩი პეტრო ვრუბლიოვსკი სკანდალში გაეხვა მას მერე, რაც ცნობილ ყაზახ ბლოგერთან, დიას კუზაიროვთან ინტერვიუში თქვა: "რაც მეტ რუსს დავხოცავთ ახლა, მით ნაკლები მათგანის დახოცვა მო

იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას წყვეტს

21 ოქტომბრის 00:00 საათიდან იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარულ პაციენტებს აღარ მიიღებს. კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ამის მიზეზია სარემონტო სამუშაოები და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. "ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს - სრულიად არის გარემონტე

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ის ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს, რა დროსაც მასთან დეტალურად განიხილა უკრაინის თხოვნა ისრაელის მიმართ, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ტექნოლოგიები. „ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული სიტყვით აღუწერ

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას. პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა არევაძის მოსმენა იგეგმება. ო

მედია - ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს

29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან მიწვეულები. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს. კერძოდ, რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართუ

„დღეს ლაზარეს სტიქარი ჩავაცვით...“ - მამა შალვა კეკელია ვაკის ტრაგედიას გადარჩენილებზე

13 ოქტომბრის, ვაკის პარკის ტრაგედიიდან ზუსტად 13 დღე გავიდა. მარიტას თანაკლასელები საკლასო ოთახებს უკვე დაუბრუნდნენ... სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში კი მათ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ეხმარება. „პრაიმტაიმთან“ მოძღვარი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პირველივე წუთებიდან იცის, რადგან შოკირებული ბავშვები ვაკის პარკიდან პირდაპირ მასთან, ტაძარში მისულან. მათ ითხოვეს, რომ მარიტას, ლაზარეს და ანდრიას გამოსაჯანმრთელებლად მამაოს ჯანმრთელობის პარაკლისი ა

ვიტალი კლიჩკო - კიევში საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა

საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე კიევშია. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კიევის ენერგეტიკული ობიექტები უკვე დაცულია საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემებით. “თათბირი იყო სამხედროებთან, რომელზეც მე აქცენტი გავაკეთე, რომ ენერგომომარაგების ობიექტები უნდა დავიცვათ. ამას ყურადღება მიაქციეს. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა დედაქალაქში და ცა უფრო დაცული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ კამიკაძე-დრონ

მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსებს - ეს არ არის პოლიტიკის საკითხი, ეს ჩვენი არსებობის საკითხია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს „შეთქმულების თეორიებს“ იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა დანებებას აპირებს. „ნებისმიერი შეთქმულების თეორია "უკრაინის ჩაბარების" ან პუტინთან დასავლეთის ფარული მოლაპარაკებების შესახებ არ ითვალისწინებს "წვრილმან დეტალს". უკრაინელებს. ასეთი შეთანხმებების განხორციელება შეუძლებელია. უკრაინა რუსებს არასოდეს დაუჩოქებს. ეს არ არის პოლიტიკის საკითხი, ეს ჩვენი არსებობის საკითხია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

გერმანიის მთავრობა ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 55 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისთვის. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებ

ელეონორა არჩაია - ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია

ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად, უკან გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას, - ამის შესახებს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის"  ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.  მისი თქმით,

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობა დაიწვა

ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამარ

პარტია „საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის რიგ შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტს რეზოლუციას წარუდგენს

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადეს. ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას. "მა
×
×
  • შექმენი...