Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    871.585

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი სოფელი ანდეზიტი (დაბა ბაკურიანი) იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აქციით აპროტესტებენ

სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ბათუმის პორტთანსაპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა". აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფ

ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთ-ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა. მათივე ინფორმაციით, დანგრეულმა ხიდმა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი მოიყოლა, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი უკვე ამოყვანილია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. იპნ

აკაკი გვიანიძე - დღეს ე.წ ,,რუსმა ტურისტებმა" მოგვაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა, გერთვებით ბათუმიდან, ადგილიდან, სადაც ამ შეურაცხყოფის სიმბოლო - რუსული გემი დგას (ვიდეო)

"დღეს ე.წ ,,რუსმა ტურისტებმა" მოგვაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა, გერთვებით ბათუმიდან, ადგილიდან, სადაც ამ შეურაცხყოფის სიმბოლო - რუსული გემი დგას..." აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი 363410698_967445824543464_1214162302948225870_n.mp4

მიხეილ დაუშვილი - ვინც დაინტერესებულია იმით, რომ 2024 წლის არჩევნებზე, გახარიას ფორმულის მიხედვით, “ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთობლივად 50%-ზე მეტი ვერ აიღონ, ასეთ ადამიანებთან გვაქვს კონსულტაციები (ვიდეო)

”ვინც დაინტერესებულია იმით, რომ 2024 წლის არჩევნებზე, გახარიას ფორმულის მიხედვით, “ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთობლივად 50%-ზე მეტი ვერ აიღონ, ასეთ ადამიანებთან გვაქვს კონსულტაციები.” მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 10000000_314186317698197_2790037636040189957_n.mp4

დაუშვილი - ვეუბნებოდით ხელისუფლებას გაემკაცრებინათ სავიზო რეჟიმი, რადგან მივიღეთ ათი ათასობით რუსი , რომელიც უკვე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და კონკურენციაშია ჩვენს მოქალაქეებთან მომსახურებისა თუ ბიზნეს სფეროში (ვიდეო)

“რუსული გავლენები საქართველოში უფრო და უფრო მეტად ძლიერდება. ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რომ სავიზო რეჟიმი უნდა გადაგვეხედა და გაგვემკაცრებინა, რადგან მივიღეთ ათი ათასობით რუსი , რომელიც უკვე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და კონკურენციაშია ჩვენს მოქალაქეებთან მომსახურებისა თუ ბიზნეს სფეროში. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ლაინერით ბათუმში შემოვიდნენ, თუ მათ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი ეს ცალსახა საფუძველია, რომ ქვეყანაში არ შემოეშვათ.”  მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქარ

ნათია მეზვრიშვილი - ბიძინას უნდა, მთელი საქართველო მონა ირაკლების ფსიქოლოგიით მოაწყოს - ჩვენში ეროვნული თავმოყვარეობის ნატამალი არ დატოვოს

"დამოუკიდებლობის დღეს შეზლონგზე წამომოკოტრიალებული უფლებააყრილი მონისთვის ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ღირსების და სუვერენიტეტის დაცვა რომ ქაჯობაა ეს კი არ არის შემაშფოთებელი, არამედ ის, რომ ბიძინას უნდა მთელი საქართველო მონა ირაკლების ფსიქოლოგიით მოაწყოს - ჩვენში ეროვნული თავმოყვარეობის ნატამალი არ დატოვოს და ყველაფერი, რაც წმინდაა - სამშობლო, თავისუფლება, გმირების დაღვრილი სისხლი - გაგვიუფასუროს. იმიტომ, რომ გაცილებით მარტივია შიშებით უღირსი მონები მართო (ზუსტად ისე, როგორც ირაკლებს მარ

CNN - უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო

უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. ერთი-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ხელმძღვანელობა ძალების ნაწილს ჯერ კიდევ რეზერვში ტოვებს, კონტრშეტევისთვის გამოყოფილი ძალების „ძირითადი ნაწილი“ უკვე საქმეშია ჩართული. “სიჯიუტემ, როგორც ჩანს, გარკვეული შედეგები მოიტანა. კონტრშეტევის მსვლელობისას სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსული თავდაცვითი ბარიერების გარკვეულ

ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა

ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა, სადაც მმართველი საბჭო და თავმჯდომარე აირჩიეს, ასევე დამტკიცდა წესდება, მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია.   კონფერენციის მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით, ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ხვედელიანი აირჩიეს. ასევე მმართველი საბჭო დაკომპლექტდა რუსთავის, თბილისისა და რეგიონების 15 წარმომადგენლისგან.

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია“ - ზურაბიშვილი

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასა და მოქალაქეების პროტესტს. განცხადება მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას ახალ რუსულ პროვოკაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.   გუშინ თბილის

აშშ-ში იმყოფებოდა 2 მოსამართლე, რომელიც ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არ გაემგზავრა

აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ ქართველი მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შარშან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ შეერთებულ ტატებში არ გაემგზავრა. საქართველოში აშშ-ის საელჩომ 27 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ მოსამართლეებს უმასპინძლეს 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემების შესახებ, რომელიც ქალაქ ბალტიმორში გაიმართა. „მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით,

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე აბიტურიენტს დამატებით დაუშვებენ ეროვნულ გამოცდაზე — სასამართლო გადაწყვეტილება

სასამართლომ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” დაავალა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელიც წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუშვა ეროვნულ გამოცდაზე. ამის შესახებ განცხადებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აქვეყნებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. კერძოდ, მას კბილის მწვავე ტკივილები ჰქონდა და ჩაუტარდა ოპერაცია, რამაც გართულება გამოიწვია.

შსს-ს გენინსპქციის წინააღმდეგ საქმე რეაგირებისთვის თავად გენინსპექციაში გადაიგზავნა

საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომელ გოგა რაზმაძის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო და მისი განცხადება რეაგირებისთვის შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსთან გააგზავნა ანუ  უწყებაში, რომელსაც განმცხადებელი დისკრიმინაციას ედავება. რა ხდება? შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა დისკრიმინაციულად ეპყრობა განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკის დაფიქსირების გამო. მისივე თქმით, შსს გეგმავს აღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაციას, რათა

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. ნეტგაზეთი

პროკურატურამ 2008 წელს, სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 10 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო - 8 პირი დაკავებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის ს

კელი დეგნანი რუსი ტურისტების საკრუიზო გემზე - არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს

ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციასთან დაკავშირებით. „ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია რუსი ტურისტ

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც, რაც ოკუპანტებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან განვდევნით

არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც, რაც ოკუპანტებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან განვდევნით, მაგრამ უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ მტრის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა არ გასცდეს იმ გიჟების ავადმყოფურ ფანტაზიას, რომლებიც ქმნიან ასეთ გეგმებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორია გვეუბნება, რომ უნდა გ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ მებრძოლს, უკრაინის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაქირავებული პირების აყვანისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხი

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს. ის დაღუპული მებრძოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში. ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“- წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. ის რუსეთ - უკრაინის ომში დაღუპულ

სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საქართველოში ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დანიშვნას, იტყობინება კონგრესის ამ პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატიული პარტია. რობინ დანიგანი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა ელჩის კანდიდატად. მან უნდა ჩაანაცვლოს კელი დეგნანი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. დანიგანი 1992 წლიდან მუშაობს აშშ-ის საგარეო უწყებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოებში ვიეტნამში, ავსტრიაში, თურქეთში, კუბაში და სხვა ქვეყნებში. იკავებდა სხვა

ბექა ლილუაშვილი - ჩინეთის უზარმაზარი ეკონომიკა რომ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ, ეს არ გვესწავლება... ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე გახარიას ხელმოწერაა

ისეთმა ღარიბმა ქვეყანამ, როგორც ჩვენ ვართ ჩინეთის უზარმაზარი ეკონომიკა უნდა გამოიყენოს რომ რაიმე სარგებელი ნახოს, ამაში არაფერია საორჭოფო და საშიში. ეს არც გვესწავლება, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე - გახარიას ხელმოწერაა. მაგრამ "სტრატეგიული პარტნიორად" ჩინეთის ტრანსფორმაცია რას ნიშნავს? ამჟამინდელ, კონსტიტუციით განსაზღვრულ სტრატეგიულ პარტნიორებს ვანაცვლებთ? ჩინეთის სახელმწიფოებრივი მოდელი, ჩინური დემოკრატია უნდა ავაშენოთ საქართველო

ანა ბუჩუკური - რუსების მიერ ქართველების ღირსების შელახვის გაპროტესტება ქაჯობაა და კობახიძე გავრილოვთან ჭიქა ღვინოს რომ აჭახუნებდა ეს იყო “სვეცკობა”?

"რუსების მიერ ქართველების ღირსების შელახვის გაპროტესტება ქაჯობაა და მაგალითად ირაკლი კობახიძე როდესაც გავრილოვთან ჭიქა ღვინოს აჭახუნებდა ეს იყო “სვეცკობა”? რუსეთი რასაც აკეთებს და თან დიდწილად გამოსდის, არის, რომ საქართველო აქციეს სხვადასხვა მომსახურების, სერვისის მიღების ცენტრად. ხან კრუიზი შემოვა, ხან ვიღაცა ქორწილს გადაიხდის ვინც დასანქცირებულია დასავლეთში და ამის თავიდან ასარიდებლად ფაქტია ქართული ოცნება ვერაფერს და არაფერს აკეთებს." ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთ

ანა ბუჩუკური - ისეთი პარტიებიც კი, რომლებიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან და შესაბამისად ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და ტვირთი არ გამოუვლიათ, უფრო მიუღებელია ხალხისთვის, ვიდრე გახარია (ვიდეო)

“გახარიას ფორმულა არის ძალიან მარტივი - ნაცებმა და ქოცებმა ჯამში ვერ აიღონ 50%-ზე მეტი. ამისთვის ჩვენი პრაგმატული ინტერესია, ჩვენი გუნდის გარდა, გაძლიერდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მე არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო ე.წ. “ნეგატიურ რეიტინგზე”, რომელზე საუბარიც არავის სიამოვნებს - როცა მოქალაქეებს ეკითხებიან, რომელ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას, ჩვენი მოქალაქეების დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ “ნაცებს” და “ქოცებს” არასოდეს მისცემენ ხმას. რაც შეეხება გიორგი გახარია

აკაკი გვიანიძე - "ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა

"ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა.  ბათუმელები, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებული, შემოსავლების გარეშე დარჩნენ. უმძიმესი სეზონია ჩვენი ქალაქისთვის. რუსებმა იყიდეს ბინები, გახსნეს კაფეები, რესტორნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები... ტაქსებიც კი მათი ჰყავთ...   ეს არ გვეყოფოდა, ახლა ჩამოდიან და ოკუპანტობაში აქეთ გვადანაშაულებენ

ანა ბუჩუკური - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კონსტიტუციით არის უკვე განსაზღვრული ნატოსა და ევროკავშირის სახით... რა ხდება, კურსს ვიცვლით? (ვიდეო)

”ის, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ცალსახაა, რადგან დიდ ეკონომიკურ ბაზართან გვაქვს საქმე. თუმცა უცნაურად გაჟღერდა ტერმინი - სტრატეგიული თანამშრომლობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კონსტიტუციით არის უკვე განსაზღვრული ნატოსა და ევროკავშირის სახით. ვინ გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორის შეცვლა? რისთვის არსებობს პარლამენტი და კონსტიტუცია, ჩვენი ისტორიული არჩევანი? რა ხდება? კურსს ვცვლით ჩვენი ქვეყნის საგარეო სტრატეგიული პარტნიორობის?” ანა ბუჩუკური, პარტია "სა
×
×
  • შექმენი...