Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.962

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს. „დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მ

ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის

საზღვრის არალეგალური კვეთის მზარდი მცდელობების ფონზე ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის. ამის შესახებ ბრძანება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ გასცა. ლატვიის სასაზღვრო დაცვა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში საზღვრის უკანონო კვეთის 96 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად სასაზღვრო დაცვის ოფიცრებიც გამოიწვიეს შვებულებიდან. ლატვიის სასაზღვრო დაცვის თქმით, მათ აქვთ “ინფორმაცია ჰიბრიდული

მიხეილ დაუშვილი - ეს ვთქვი ახლა მე, რატომ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს? ამით ატყუებთ მაყურებელს (ვიდეო)

''ეს ვთქვი ახლა მე? რატომ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს? ამით ატყუებთ მაყურებელს''. მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  368001078_310230408241258_1275732367824654836_n.mp4

შარლ მიშელი უკრაინელებს - თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ, ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები თქვენი თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის თავზე იფრიალებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს. "ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. მხარს დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ და თქვენი მომავალი ჩვენთან ერთადაა. ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები თქვენი თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის თავზე იფრიალებს", - აცხადებს შარლ მიშელი. უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაი

ბათუმის თეატრმა თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან მოხსნა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.  "ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და  მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობ

აშშ უკრაინას დამატებით 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას ფინანსური დახმარების სახით დამატებით 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გაუგზავნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში, „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დახმარება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის შეკეთებასა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას მოხმარდება. "აღდგენა ნიშნავს უკრაინის, როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირე

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი შავ ზღვაში დომინირებას და სარაკეტო დარტყმებით ბლოკადას გააგრძელებს, უკრაინა იმავეს გააკეთებს - თუ სროლას გააგრძელებენ, შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინულ პორტებზე თავდასხმებს გააგრძელებს, ომის დასრულებამდე ის, შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვმა შავი ზღვა დაბლოკა, მათ შორის უკრაინის ტერიტორიული წ####ბი, მაგრამ უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს უფლება თავის ტერიტორიულ წ####ბში საქონლის შეტანასა და გატანაზე მიიღოს გადაწყვეტილება. "თუ რუსეთი შავ ზღვაში დომინირებას და მის ბლოკადას სარაკეტო დარტყმებით გააგრძელებს, უკრა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფალია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ, 22 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილ,ი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული

„უნდა გვახსოვდეს, რუსეთი მუდამ აგრესორი იყო“ — ინტერვიუ პუტინის ტროლების მკვლევართან

როგორ მუშაობენ პუტინის ტროლები? როგორ ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას და რა მექანიზმებს იყენებენ საამისოდ? ფინელი ჟურნალისტი ჯესიკა არო ამ საკითხს უკვე 10 წელია იკვლევს. „არის უმცირესობა, დაახლოებით 20%, რომლისთვისაც ტროლად მუშაობა საოცნებო სამსახურია. მათ ეს მოსწონთ“, – გვითხრა მან რუს ტროლებზე საუბრისას. „ნეტგაზეთი“ აროს თბილისში 20 სექტემბერს ესაუბრა რუსული პროპაგანდის ახალ მეთოდებსა და მასთან ბრძოლის გზებზე, ფინურ გამოცდილებასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში ჟურნალისტების როლზე. ჯე

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს.

„ეს იყო სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი“ — ილია II ნაკრებს ულოცავს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. „მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული“, — ნათქვამია ილია მეორეს მისალოც წერილში. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 26 მა

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ძებნა-შველის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც. შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული.

ვინ არის ქალი ევროკავშირის დროშით ხელში

ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, 47 წლის ნანა მალაშხიაა. პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალის ფოტოებმა და კადრებმა მოიარა მსოფლიო მედიის გვერდები. ნანა ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობს. 7 მარტს, აქციაზე ქმართან და დასთან ერთად იყო. რატომ გავიდა ის აქციაზე და როგორ არ შეუშინდა წყლის ჭავლს, რომლისგან მიყენებულ დაზიანებებს ახლაც იშუშებს. ამ ყველაფერზე ნანამ "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა. "მე ვარ ქალი დროშით,

გიორგი გახარია - „ოცნებამ" საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა

ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ „ოცნება", იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ჩვენი შვილის მომავლით ვაჭრობს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ ფონზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე. გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთთან პირისპირ მარტო ტოვებს. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს რომ დაიწყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამას და

ბერდია სიჭინავა ნინო ლაცაბიძეს ტყუილში ამხელს

უკვე მერამდენე შემთხვევაა, რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე ატარებს ბრიფინგს, სადაც რუსთავის საკრებულოში ოპოზიციას მიზანმიმართულად მოიხსენიებს კოლექტიურად, კოალიციურად და “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას ჩვენს პარტიას აკისრებს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს. მისი თქმით, რაც შეეხება ერთ-ერთი კომისიის სხდომის მოწვევას, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ვალდებულება, რომელიც კო

ჯარიმებით ბიუჯეტში რეკორდული თანხის მობილიზება მოხდა

2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა. აღსანიშნავია, რომ ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი წლიურად, 43,9%-ით ანუ 1,4-ჯერ არის გაზრდილი. 2021 წელს ბიუჯეტში სანქციებიდან 195 828 629 ლარის აკუმულირება მოხდა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა 7 მარტისთვის გადაიდო

დღეს, 6 მარტს, პარლამენტში  დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო. დღევანდელ ბიუროზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი უნდა გასულიყო და გადაწყვეტილიყო, როდის ეყრებოდა მას კენჭი პირველი მოსმენით. თუმცა, როგორც პარლამენტში განმარტავენ, ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი გახდა ჯერ ვერდასრულებული კომიტეტის სხდომები, რის გამოც ვერ ესწრება ბიუროს დღის წესრიგის განსაზღვრა. ამ წუთებში რუსული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობს, პარალელურად კი პარლამენტთან აქცია ი

კალაძის თქმით, მთავრობამ სკვერის მოწყობა მერიის მიერ ნებართვის გაცემამდე დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მოწყობა მერიის ნებართვის გარეშე დაიწყეს. კალაძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ მერიისგან მშენებლობის ნებართვა ითხოვა, რაზეც მერიას ჯერ თანხმობა არ აქვს დაბრუნებული. „მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო განცხადება ნებართვაზე პირველი კლასის მშენებლობაზე, რაც არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხიც იქნება დაბრუნებული. როგორც გით

კილოგრამზე 6 ლარი - ვის მოუწევს კატალიზატორის ექსპორტზე ახალი საფასურის გადახდა

შემოსავლების სამსახურმა კატალიზატორის ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის ექსპორტზე კილოგრამზე 6 ლარიანი საფასური დააწესა. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალა. შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვის მოუწევს ექსპორტზე დაწესებული ახალი საფასურის გადახდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით

ცხინვალი 2 აგვისტოდან “სასაზღვრო ზონაში” ვაჭრობის დაშვებაზე იუწყება

“2 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უფლება ეძლევა საყოფაცხოვრებო საქმიანობა განახორციელონ, კერძოდ, შეისყიდონ და გადმოიტანონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ცხინვალის, ზნაურისა და ლენინგორის [ახალგორი –რედ.] რაიონების სასაზღვრო ზონაში შესაბამისი ნებართვის გარეშე”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს. ამასთან, როგორც უწყების ცნობაშია მითითებული, სასაზღვრო ზონაში გადასასვლელად მათ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური სამსახურის უახლოეს სამმართველოშ

ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა

კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. “კონტრშეტევა რთულია. მიმდინარეობს, ალბათ, უფრო ნელა, ვიდრე ვინმეს სურს… ძალიან რთულია ასე დიდ ხანს ომი. ძალიან რთულია, როდესაც ამა თუ იმ იარაღის დეფიციტი გაქვს. ყველაფერი ეს ძალიან რთულია, ვინაიდან, ეს ომია. უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსებისთვის უფრო რთულია. ჩვენს თვალებში დაღლილობაა, მათ თვ

პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოდან

36 წლის ეკატერინე ქვლივიძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალია. შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს შევიდა. სამხედრო მუნდირი ბავშვობიდანვე იზიდავდა და მტკიცედ სწამდა, რომ სამხედრო საქმე ერთადერთი რეალური გზა იყო ქვეყნის დასაცავად. საკუთარ ოცნებაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა, სახლში ფიქრობდნენ, გაიზრდება და სამხედრო მფრინავობასაც გადაიფიქრებსო. მხოლოდ დედა იყო მის მხარეს. ეკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო საგარეჯოს ერთ-ერთ სკოლაში, როცა გაზეთში ქართველ ტანკისტ ქალებზე ნ

ვინ და რატომ არ შეინარჩუნა ლაღიძის N12-ში მდებარე შენობის კედელი

თბილისში, ლაღიძის ქუჩის N12-ში, მშენებელ კომპანიას ისე უნდა აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომ ადგილზე არსებული ძველი შენობის ერთ-ერთი კედელი შენარჩუნებულიყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ოცნების” დეპუტატის შვილის კომპანიამ კედელი დაანგრია. მერია აცხადებს, რომ მომხდარს იკვლევს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე შენობის სრულად გაქრობის თაობაზე საზოგადოებას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა აუწყა. ამაშუკელი პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრია მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ს

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავ

სანდუ: მოლდოვას ომის საფრთხე არ ემუქრება, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის

"მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის". – თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. "მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა არანაირი ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის ჯარი აქამდე ვერ მოაღწევს, მანამ, სანამ უკრაინა იბრძვის და ამით იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების, მათი სიმამაცისა და თავისუფლების სიყვარულისთვის". – თქვა სანდუმ. CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური ს
×
×
  • შექმენი...