Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.558
  • comments
    0
  • views
    762.214

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენპროკურორის მოადგილემ

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა. დღეს, 5 იანვარს, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. უწყება ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებს. პროკურატურამ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებს უპასუხა. ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა. მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარე

გიორგი გახარია პია კაუმას - მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს - ივანიშვილის რეჟიმის ხელში არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენონ

„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს. „გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა - რა წერია პროექტში

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა. 4 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა აქტი. მისივე თქმით, მათი პირველი პრიორიტეტი იქნება „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი“. „პუბლიკა“ გაეცნო MEGOBARI აქტის პროექტს. აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მ

გალში ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე, გალის დე ფაქტო გამგებელი, კონსტანტინე ფილია მივიდა. ნეტგაზეთი

რიჰარდს კოლსი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. “მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს - კატასტროფული და

რასა იუკნევიჩიენე - პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მი

5 იანვარს თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება

5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება. კერძოდ, 17:00 საათზე - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან; 19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან; 19:00 საათზე - აქცია გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“; 19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე; 19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრებ

ჯო უილსონი - დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს". “ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და

ლევან გოგიჩაიშვილი - ეს საპროტესტო მუხტი აღარასდროს გაქრება, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აქციები ჩაივლის და ყველაფერი ძველ სიტუაციას დაუბრუნდება, აღარ მოხდება, შეუძლებელია

ეს საპროტესტო მუხტი აღარასდროს გაქრება, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აქციები ჩაივლის და ყველაფერი ძველ სიტუაციას დაუბრუნდება, აღარ მოხდება, შეუძლებელია,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე ძალადობას არავინ შეარჩენს. „არავინ არ შეარჩენს ივანიშვილს ახალგაზრდების ცემას, ძალადობას, გაყ

ორი მოქალაქე ამბობს, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ

2025 წლის 4 იანვრის მდგომარეობით 2-მა მოქალაქემ თქვა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ. დღეს, 4 იანვარს მევიოლინე გვანცა ჩხეიძემ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე საპროტესტო აქციებში, „ფეისბუქზე” დაწერა, რომ უცნობმა ადამიანმა ბეტონის კედელს მიახეთქა. გუშინ, 3 ინავარს მოქალაქე ია გაბუნიამ თქვა, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან მომხდარი მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა. „პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს ტემი ბრიუსი შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს. „ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება“, - წერს დონალდ ტრამპი. ტემი ბრიუსი, რომელიც 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს შეცვლის.   ipn

Wissol ამბობს, რომ რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები კონტრაქტის შესაბამისად ამოიღეს

Wissol-ის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრილია. კომპანიის „ფეისბუქზე” განთავსებულ ვერსიაში კვლავაც ჩანს ანდრო ჭიჭინაძე, თუმცა, სატელევიზიო რეკლამებში მსახიობი არ ჩანს. Wissol ამბობს, რომ ჭიჭინაძის კადრის გამოყენების ნებართვა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ. კომპანიის განცხადებით: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კ

ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის საახალწლო მილოცვის ვიდეო დამონტაჟებული იყო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქ ილია II-ის საახალწლო მილოცვა დამონტაჟებული იყო. ანდრია ჯაღმაიძემ „ფეისბუქზე” დაწერა, რომ „მას და მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამასთან არაფერი აკავშირებს”. ილია მეორის 2025 წლის საახალწლო მილოცვა Facebook გვერდზე „საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)” გამოქვეყნდა. ამ გვერდზე ვიდეო ჯერაც ხელმისაწვდომია. მოქ

ჯო უილსონი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ - საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს. „სიტყვა „megobari“ ქართულ ენაზე „მეგობარს“ ნიშნავს და ეს კანონპროექტი აშშ-სა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას ასახავს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს თავისუფლებას ძირი გამოუთხაროს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნე

კონგრესში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“ და ახალ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“

აშშ-ს ახალი მოწვევის კონგრესის პირველივე სამუშაო დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის კომისიის ლიდერთა ორპარტიული ჯგუფი ორ აქტს წარადგენს. კერძოდ, კონგრესში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“. ასევე ცნობილი გახდა, რომ კონგრესში წარადგენენ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“. ამის შესახებ 3 იანვარს, კონგრესში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენი სტივ კოენმა განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია რას მოიცავს „ქართული კოშ

ნინო კაციაშვილი: 18-წლიანი მუშაობის შემდეგ ცესკოდან გამათავისუფლეს

ნინო კაციაშვილი წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, 18-წლიანი მუშაობის შემდეგ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. კაციაშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა და რომელიც არ გაუგრძელეს. „აღარ ხართ საჭიროო”. – ამბობს ნინო. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე 1 იანვარს დაწერა ვაკო მაისურაძემ, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

შსს: საქართველოდან ვაძევებთ უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. მათგან 25 მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და „სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები”. შსს-ის თანახმად, მათგან 10-მა საქართველო უკვე დატოვა. პუბლიკა

ჯერი კონოლი და მაიკ ტერნერი: ივანიშვილი ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

კონგრესმენებმა ჯერი კონოლიმ (დემოკრატი – ვირჯინია), მაიკ ტერნერმა (რესპუბლიკელი – ოჰაიო), განცხადება გაავრცელეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მიესალმებიან. „ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა რუსეთის ერთპარტიულ ავტორიტარიზმის მოდელთან, მიიღო „უცხოელი აგენტების“ კანო

დიმიტრი ცქიტიშვილი - “ოცნებამ” კარგად იცის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არანარი შესაძლებლობები არა აქვთ და პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება (ვიდეო)

“ოცნებამ” კარგად იცის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არანარი შესაძლებლობები არა აქვთ და პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9726535677396671

ჯო უილსონი - მადლობელი ვარ დღეს შევხვედროდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლც, რათა განგვეხილა საქართველოს ავტორიტარული შთანთქმა - ველი მშვიდობისთვის პარტნიორობის გაგრძელებას!

ჯო უილსონი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკ უოლცს შეხვდა და საქართველოს “ავტორიტარული შთანთქმა” განიხილა. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მადლობელი ვარ დღეს შევხვედროდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩვენს მომდევნო მრჩეველს, მაიკ უოლც, რათა განგვეხილა საქართველოს ავტორიტარული შთანთქმა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისადმი “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” საფრთხე. მოუთმენლა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს

რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. კონგრესმენი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერად ხელახლა კენჭისყრის პირველ რაუნდში მცირედი სხვაობით აირჩიეს. მან კონგრესმენების 218 ხმა მოაგროვა, მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 215 ხმა მიიღო. თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის სამი წარმომადგენელი არ აძლევდა ჯონსონს ხმას: რ

ხანძარი სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში

სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საგუშაგოზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ  დღეს, 3 იანვარს, 12:43 საათზე, ტავუშის სამხარეო სამაშველო დეპარტამენტის კრიზისების მართვის ცენტრში შევიდა სიგნალი ბაგრატაშენის საგუშაგოზე მდებარე საწყობში ხანძრის შესახებ. “შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა - დაშავდა ორი ადამიანი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა – მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   პუბლიკა

ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ნიკო ლეკიშვილის ახლობლებმა დაუდასტურეს. ცნობისთვის, ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენი

მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბლიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა

თბილისის მერია აცხადებს ტენდერებს, რომლის მიხედვითაც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. ტენდერები 24 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 14 იანვარს უნდა დარსულდეს. 24 დეკემბერს გამოცხადებული ტანდერები ნაწილ-ნაწილ მოიცავს გამზირს. შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ.    publika
×
×
  • შექმენი...