Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    870.112

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიხეილ დაუშვილი - "ოცნება" ცდილობს, მოსახლეობისთვის სენსიტიური თემა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს, ეს მათი პროპაგანდსიტული ხაზია (ვიდეო)

“ყველა ადამიანს აქვს უფლება რამე მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, ამის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც მორალურად, ასევე კანონმდებლობითაც. ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა ერთის მხრივ ძალადობის პრევენცია, როცა ნიშნებს წინასწარ ხედავს და მეორეს მხრივ, თუ მაინც განხორციელდა მსგავსი ქმედება, მყისიერი რეაგირება და მოძალადეების დასჯა. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, “ოცნება” ცდილობს ნებისმიერი თემა, რომელიც არი

„პრაიდ ფესტივალის” მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე განთავსებული სცენა დაარბიეს და ინვენტარის ნაწილი დაწვეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ისინი მათ ადგილზე არ დახვდათ. ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ტერიტორიაზე განლაგებული ინვენტარი დააზიანეს. ლისის ტბის როგორც შიდა ისე გარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. პალიტრა

შს მინისტრის მოადგილე - პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია - სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს

დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი - ამ რისკებზე ვსაუბრობდით, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც „პრაიდ

დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება - პრეზიდენტი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს „პრაიდის ფესტივალის” უსაფრთხოდა ჩატარებისკენ მოუწოდებს. 2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურთ. პუბლიკა

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები ერთნი არიან... "ოცნება" ერთი ხელით უსაფრთხოების დაცვის ცრუ გარანტიებს იძლეოდა და მეორე ხელით ძალადობას აორგანიზებდა

ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები ერთნი არიან. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოცნება ერთი ხელით (ინსტიტუტების პირით) უსაფრთხოების დაცვის ცრუ გარანტიებს იძლეოდა და მეორე ხელით (ძალადობრივი ჯფუგების გამოყენებით) ძალადობას აორგანიზებდა., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე დაასუსტა ძალოვანი უწყებებისადმი (მათ შორის) საზოგადოების ნდობა. "ამიტომ, ცოტა მიკვირდა იმ ადამი

შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა - ბრიტანეთის ელჩი

„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა“, – ამის შესახებ საქართველოს ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ტვიტერზე“ წერს. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. პ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ „აზოვის” ლიდერები დაიბრუნა

უკრაინამ თურქეთიდან „აზოვის” ლიდერები დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. „თურქეთიდან სახლში ვბრუნდებით და ჩვენს გმირებს ვაბრუნებთ სახლში. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეხა. ისინი საბოლოოდ თავიანთ ახლობლებთან იქნებიან. დიდება უკრაინას!” - წერს ზელენსკი. იპნ

პრეზიდენტი - მინდა მოვუწოდო შსს-ს, აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება, ეს მისი მოვალეობაა - მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წაქეზება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ ყველანაირი ძალადობრივი ქმედება აღკვეთოს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე, პრაიდის კონტრაქციის მონაწილეების მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა, მმართველი გუნდი თავისი მესიჯბოქსებით სიძულვილის ენასა და დაპირისპირებას აქეზებს, რაც უნდა შეწყდეს. „მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო, რომ აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება. ეს მისი მოვალეობაა და ამას სამართლის დაცვა ჰქვია. მმ

“აზოვის” მეთაური - ბრძოლას გავაგრძელებთ, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში

„აზოვის” პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ „აზოვსტალის“ გათავისუფლებული ხუთივე მეთაური ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად. კითხვაზე, გეგმავენ თუ არა გმირები ფრონტზე დაბრუნებას, პროკოპენკომ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ამისათვის დავბრუნდით უკრაინაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. " „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია გუნდური მუშაობაა და დღეიდან თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლა

აშშ-ის საელჩო - ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არადემოკრატიულია - საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია. „დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული

„საქართველოსთვის“ - დღევანდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს

დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს,- ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ გუშინ  განვითარებულ მოვლენებს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი ჯგუფებისგან განუყოფელია. „დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პა

დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს - ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა. ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივ

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია

უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული. "500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში", - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მა

გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენა დაამტკიცა

გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტანკებისთვის და Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია როგორც ბუნდესვერის, ასევე უკრაინის საჭიროებისთვის. "რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს

მულახში მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს. იპნ

დმიტრო კულება - შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ვილნიუსის სამიტის შემდეგ ნატო-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია. კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს. "უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და ნატო-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნი

ხულო "საქართველოსთვის" - ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირადი თუ კორუფციული ინტერესებიდან გამოდინარე გადაწყვიტა ცენტრალური გზის მიმდებარედ თავისუფალი ტერიტორიის მოწესრიგება (ფოტოები)

"წარმოგიდგენთ ხულოს მუნიციპალიტეტის დაბის ე.წ ქვედა ცენტრის ტერიტორიას, სადაც არის ხულო- ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირადი თუ კორუფციული ინტერესებიდან გამოდინარე გადაწყვიტა ცენტრალური გზის მიმდებარედ თავისუფალი ტერიტორიის მოწესრიგება. აღნისნულთან დაკავშირებით 2021 წელს გამოცხადდა ელ. ტენდერი, რომლის საფასურს შეადგენდა მილონ 57000 ლარი. ხოლო ელ. ტენდერის დასრულების შემდგომ მეწარმესთან ხეშეკრულება გაფორმდა ჯამში 948386 ლარზე."

გალის რაიონში რუსეთის მოქალაქეების გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზმა სამართალდამცველებმა დააკავეს ძებნილი პირი, რომელსაც დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის მიზნით, რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული გენპროკურატურის ვებგვერდი ავრცელებს. უწყების ცნობით, 2023 წლის 21 აპრილს, სოხუმის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მოქალაქეების, ლეონიდ შოკლერისა და ისმაილ შეიხის გატაცების და მათთვის დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ფაქტზე

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი - უკრაინული ძალები ბახმუტის მახლობლად წინსვლას აგრძელებენ

უკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ Telegram-ზე განაცხადა. „თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას და მტერი ხაფანგშია“, - აღნიშნა მან. 8 ივლისს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა „სტაბილურად მიაღწიეს ქალაქის როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთს“. ipn

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება. ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარ

უკრაინის გენშტაბი - მძიმე ბრძოლები ოთხი მიმართულებით გრძელდება, რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. „მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმა

ბექა ლილუაშვილი - თუკი დადასტურდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს უმრავლესობა სხდომათა დარბაზში არ იყო, ეს უმძიმესი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და კენჭისყრის შედეგები უნდა ანულირდეს

თუკი დადასტურდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს უმრავლესობა სხდომათა დარბაზში არ იყო, ეს უმძიმესი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და კენჭისყრის შედეგები უნდა ანულირდეს , - ასეთია “საქართველოსთვის" დეპუტატის ბექა ლილუაშვილის პოზიცია. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ძალიან საეჭვო იყო, რომ როცა პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრის შედეგები გამოცხადდა და ამ შედეგზე ეჭვი გაჩნდა, უმრავლესობის წევრები ადგილიდან უცბად წამოიშალნენ და დარბაზიდან გავიდნენ. ლილუაშვილის თქმით, არ არის გამ

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს

არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია, ვინც შეიძლება ასეთ ამბოხებას მხარი დაუჭიროს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა. "ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალ

საქართველოს მთავრობას არ სურს ან არ შეუძლია დაიცვას პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქრატველოს ხლეისუფებას არ სურს ან არ სეუძლია დაიცვას კონსტიტუციური უფლებები. „ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა კიდევ ერთხელ, ძალადობრივად დაარღვიეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. საქართველოს მთავრობასა და პოლიციას კიდევ ერთხელ არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია” – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე. გუშინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზები

იუსტიციის საბჭოს სსიპ ორნახევარი მილიონის მანქანებს ყიდულობს

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ავტომანქანების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ტენდერის ღირებულება 2 485 740 ლარია. საბჭოს 34 ავტომობილის შეძენა სურს. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. იუსტიციის საბჭოსთვის მანქანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს, ელშუსებით, კ
×
×
  • შექმენი...