Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.520

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება - 6 თებერვალს კი საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი მივა

მომავალ კვირას - 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, პროცედურა ფრაქციათა თავმჯდომარეებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვით გამოსვლასაც ითვალისწინებს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვითაც. პროცედურის დასრულების შემდეგ პ

მთავრობის ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს ზამთარში გათბობას დაუფინანსებენ

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და ამასთან, მთავრობის ცნობით, სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. “გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში

მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობელთა აქცია დღესაც გრძელდება

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. ისინი საპროტესტო აქციას დღესაც განაგრძობენ. მშობლების მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რჩება, რათა მათი შვილების მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს. მშობლებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები წარწერებით: „არა უშავს დე! სამაგიეროდ „imagine dragon“-ის კონცერტზე წაგიყვან!“, „პური და სანახაობა>ბავშვების ჯანმრთელო

მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება

მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. „ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფ

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. საკითხი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა. „სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. შესაბამისი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სტატუსი 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, რომელთა დავალიანება ჯამში 40 მლნ ლარს შეადგენს. „სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქ

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იქნა მიღებული. „როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტ

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შენობის გარშემო რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში გავრცელდა. მოგვიანებით შენობის გარშემო რკინის ღობე აღიმართა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. იპნ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერი მოეწყობა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერი მოეწყობა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს:

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ამ ეტაპზე უცნობია. დღესვე თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. იპნ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა. ამ დრომდე ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ჟორჟოლიანმა ამ პოსტზე მიხეილ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა. პოსტიდან კი მიმდინარე წლის 29 თებერვალს გათავისუფლდა. ipn

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. მთავრობა განმარტავს, რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორისაა უკრაინაც. „გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან და

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტები აქციას მართავენ, ისინი მკურნალობისთვის დაწესებული ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. პარალელურად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კანცელარიაში პირველ მთავრობის სხდომას მართავს. ონკოპაციენტები ირაკლი კობახიძის სახელზე ადმინისტრაციაში წერილის შეტანას გეგმავენ. ისინი სთხოვენ პრემიერს, დაინახოს მათი პრობლემები და გაეცნოს მათ მოთხოვნებს. ონკოპაციენტების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს ლიმიტი – 25 000 ლარი, რომლითაც სახელმწიფო წელიწადში ერთი ონკოპაციენტის მ

მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული - 365 მლნ ლარის ხელფასები გასცა

შოთა ტყეშელაშვილი 02.11.23 12:27     საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის 9 თვეში 365 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 450 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშა

მთავრობამ ბოლო 1 წელში საერთაშორისო ინსტიტუტებიდან $764 მლნ-ის რესურსი მოიძია

საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება გააფორმა და ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი მოიძია. ინფორმაცია მთავრობის ერთი წლის ანგარიშშია თავმოყრილი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. შეთანხმება გაფორმდა: გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB);

მთავრობა ხუციშვილის წარდგენას კატეგორიულად მოითხოვდა პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით - მსხილაძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით. გიორგი მსხილაძემ აქვე განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი ხელს არ უშლის ბანკის ხელმძღვანელის დანიშვნას. „ოცნების“

მთავრობა ქართველი ოლიმპიელებისთვის ფულად ჯილდოს გამოყოფს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს – მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერც

მთავრობა უფუნქციოდ დარჩენილი ბალნეოლოგიური და სხვა ტიპის კურორტების გაყიდვას გეგმავს

მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა. პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა. „ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგი

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს იწყებს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და „ა

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ შარშანდლისგან განსხვავებით, აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება. „წლებია რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია „თა

მთავრობა ათავისუფლებს ელჩებს შვეიცარიაში, ბრიტანეთში, NATO-ში და გაეროს განყოფილებებში

საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე საქართველოს წარმომადგენლებს ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში. შესაბამისი წინადადებებით მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა და შესაბამისი განკარგულებებიც გამოაქვეყნა. შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რამაზ ლომინაძეა. განკარგულების თანახმად, მან თანამდებობა 1 ოქტომბრიდან უნდა დატოვოს. პირველი ოქტომბრიდან

მთავრობა „წარმატებული ქართველების დაფასებისთვის“ 250 000 ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის 18 ივლისის განკარგულებით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ამისათვის ფინანსები მთავრობის ადმინისტრაციას სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო: აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად „ნეტგაზეთი“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას. დამატებითი დეტალების გარკვევის

მთავარია, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ხელახალი არჩევნების თარიღი - გიორგი გახარია

მთავარია, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ხელახალი არჩევნების თარიღი, ეს არის კრიტიკულად მნიშვენელოვანი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფერს კომპლესური მიდგომა სჭირდება და ვინ იქნება მომლაპარაკებელი და გამფორმებელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. “მნიშვნელოვანია, ქვეყანა არ შევიდეს ისეთ პოლიტიკურ ჩიხში, რომლის მიღმაც უკვე სამოქალქო დაპირისპირებაა“, - განაცხადა გახარიამ.

მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე – სონღულაშვილი პოსტის წაშლაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რომელმაც Facebook-ზე ჯერ პოსტი დაწერა, რომ რუსული კანონპროექტის მხარდაჭერა შეცდომა იყო, შემდეგ კი წაშალა, ახლა ამბობს, რომ მთავარია, თავისი პოზიცია გამოხატა. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ განაცხადა. „რაც შეეხება ჩემს პოსტს, მე ჩამოვაყალიბე და გამოვხატე ჩემი პოზიცია. [რატომ ავიღე] აღარ არის არსებითი, მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე“, – განაცხადა სონღულაშვილმა. კითხვაზე, მიიღო თუ არა პარტიისგან საყვედური აღნიშნული პოსტის გამო, სონღულაშ

მთავარეპისკოპოსი ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახური ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება 16 ნოემბრით არის დათარიღებული. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოს ზენონი ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად საპატრიარქოში 26 სექტემბერს დაიბარეს, მან 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა. "კომის
×
×
  • შექმენი...