Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.328

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიხაილ როთი - „ქართულ ოცნებას“ არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო - „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას

„აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას. “მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო. „აგენტების კანონის“ ხელახლა

მიშა დაუშვილი - "ოცნება" გახდა სრლად გადამგდები და მატყუარა, ამიტომ, ახლა მთავარია არჩევნებით ცვლილებების მიღწევა (ვიდეო)

"ოცნება" გახდა სრლად გადამგდები და მატყუარა, ამიტომ, ახლა მთავარია არჩევნებით ცვლილებების მიღწევა.  მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1707631556645257/

უკრაინის საგარეო უწყება - ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს - რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე

ირაკლი კობახიძის მიერ ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დამატებით ავნებს, რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” არის საქართველოს რეალური საფრთხე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომლითაც უწყება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. “ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქ

ვინ არ არის მზად ევროკავშირისთვის, ქართველი ხალხი თუ “ქართული ოცნება”? – კუბილიუსი ღარიბაშვილს

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს რუსული სტილის კანონის მიღებას, მაშინ როცა ქართველი ხალხი პროევროპულადაა განწყობილი და რუსულ კანონს დემონსტრაციებით უპირისპირდება. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო, ამ ეტაპზე, არ არის მზად ევროინტეგრაციისთვის. “დეკემბერში ღარიბაშვილმა იზეიმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამას გამარჯვება უწოდა. 4

EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - როდის იქნება შესაძლებელი ბილეთის შეძენა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება. ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება. კობახიძის თქმით, ბილეთების შეძენას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ. „ჩვენ ვსაუბრობდით ავია ბილეთების სუბსიდირებაზე, რაც უკავშირდება გერმანიაში

ლევან გოგიჩაიშვილი- გენერალური პროკურორის გადადგომაზე, გაერთიანებებზე და კობახიძის განცხადებაზე (ვიდეო)

ლევან გოგიჩაიშვილი- გენერალური პროკურორის გადადგომაზე, გაერთიანებებზე და კობახიძის განცხადებაზე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1109037237020891/

ნათია მეზვრიშვილი - ყოველ ჯერზე, როცა გვგონია, რომ აღარაფერი აღარ დარჩა "ოცნებას" საკადრებელი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო და უფრო მეტს კადრულობენ (ვიდეო)

დღეს ხელისუფლების წყარო არის ძალადობა, საგარეო კურსის ცვლილება და კორუფცია, არც ერთი საგამოძიებო ორგანო კი ამ ვითარებას არ ეხმიანება. ყველასთვის ნათელია, რატომ დაიქვემდებარა და მორჩილი გახადა ყველა უწყება ივანიშვილმა - ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყოველ ჯერზე, როცა გვგონია, რომ აღარაფერი აღარ დარჩა "ოცნებას" საკადრებელი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო და უფრო მეტს კადრულობენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/Fo

ბერდია სიჭინავა - დღეს სამი მნიშვნელოვანი ამოცანაა: ერთი - არჩევნებზე მოქალაქეების მობილიზება, მეორე - ხმების დაცვა, რაშიც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ გადამწყვეტი მნიშვნელობა, მესამე - პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ბარიერს გადალახავენ

ირაკლი კობახიძეს დღეს საკუთარი დანგრეული რეპუტაციის გარდა, არაფერი ჩაუტანია გერმანიაში.  დღეს სამი მნიშვნელოვანი ამოცანაა:   ერთი - არჩევნებზე მოქალაქეების მობილიზება, მეორე - ხმების დაცვა, რაშიც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ გადამწყვეტი მნიშვნელობა, მესამე - პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ბარიერს გადალახავენ და მათი ხმები არ დაიკარგება. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebo

დიმიტრი მედვედევი - ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა რუსეთის საზღვრებს - შეხედეთ საქართველოს, სადაც დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს არ მოეწონათ და რა? - აი, რა - სანქციები!

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. „უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატის, მ.სააკაშვილისა და ყო

ვილი სანიოლი - მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ!, - ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა. "საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...იყო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნულ

ომბუდსმენი: 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ

„2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელსაც გამოიყენეს „არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებებ

ლაიენი: ვულოცავ მოლდოვას და უკრაინას, გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვასა და უკრაინას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ გზა შესაძლებლობებით სავსე იქნება. ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, დღეს 25 ივნისს დაიწყება. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტა

,,საგამოძიებო უწყებები ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან” - პარტია საქართველოსთვის

გახარიას პარტიის „საქართველოსთვის” განცხადებით, ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა კრიმინალებთან ხელისუფლების წინასწარი გარიგების დასტურია. პარტიის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები  პირდაპირ ჩაერთნენ  ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. პარტიის განცხადებით, „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულს არასათანადო რე

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო გახდება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. “[ევროკავშირის საბჭოს] პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, - ნათქვამია განცხადებაში. მაგდალენა გრ

ევროკომისიამ სლოვაკეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში შედეგების თაობაზე გააფრთხილა

ევროკომისიამ სლოვაკეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში შედეგების თაობაზე გააფრთხილა. ამის თაობაზე კომენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ გააკეთა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იუროვამ განაცხადა, რომ ბრატისლავაში იყო და ისაუბრა სლოვაკეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც “უცხოურ აგენტებთან ბრძოლის” ინიციატივებს ჰგავს. “ძალიან მკაფიო ვ

მარეგულირებელმა მთავარი არხი დაასანქცირა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე კლიპის გამო

კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში რუსული კანონის ხმის მიმცემ დეპუტატებზე ვიდეორგოლის განთავსებით დაარღვია კანონმდებლობა. შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის წინააღმდეგ გამოიყენა სანქცია — გაფრთხილება. მარეგულირებლისვე შეფასებით, პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერ

სად არის ბენზინი ყველაზე ძვირი და იაფი - როგორია საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები

2014 წლის 11 აგვისტოდან მიმდინარე წლის 22 ივლისის ჩათვლით, საქართველოში 1 ლიტრა ბენზინის საშუალო ფასი 2.54 ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის 21 მარტისდროინდელ მინიმალურ 1.65-ლარიან და 2022 წლის 18 ივლისის არაუმეტეს 4-ლარიან ფასებთან მიმართებით არის დადგენილი. შედარებისთვის: მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი ამ პერიოდისთვის 4,91 ლარს შეადგენს. სტატისტიკას დარგის პორტალი, Globalpetrolprices აქვეყნებს. Globalpetrolprices საქართველოს მონაცემებს ოფიციალური სამთავრობო წყაროებიდან, ასევე, ნავთობკომპ

“ხაზარაძეს მოუწევს, ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს.” - ბექა ლილუაშვილის კომენტარი ხაზარაძის წაგებულ არბიტრაჟზე (ვიდეო)

“ხაზარაძეს მოუწევს, ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს.” - ბექა ლილუაშვილის კომენტარი ხაზარაძის წაგებულ არბიტრაჟზე ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2376212562586904

ბექა ლილუაშვილი - რა ხდება ევოლუშენ ჯორჯიაში და რას აკეთებს მთავრობა, როცა 7500 სამუშაო ადგილს საფრთხე ექმნება? (ვიდეო)

რა ხდება ევოლუშენ ჯორჯიაში და რას აკეთებს მთავრობა, როცა 7500 სამუშაო ადგილს საფრთხე ექმნება? ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2469975670074102/

ბრიტანეთის საელჩო - დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს

დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს,- ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპუ

ჯოზეფ ბორელი - იარაღი, რომელსაც უკრაინას ვაწვდით, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დასავლეთმა მის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას. „უნდა მოვხსნათ შეზღუდვები რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ.

იან კელი - დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი - სამყარო თავდაყირა დატრიალდა საქართველოში!

დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, - ამის შესახებ საქართველოში აშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - „2024- გადამწყვეტი წელი“- განაცხადა. ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გენში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე მას შეერთებული შტატები არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, თუმ

„კომპანია რასაც ავრცელებს სიცრუეა" | რას პასუხობენ შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზს”

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 184 დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ, გუშინ, 11 სექტემბერს ჭიათურიდან თბილისში, პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად მე-12 დღეა შიმშილობა დაიწყო, 5 ადამიანს კი პირი აქვს ამოკერილი. რას მოითხოვენ შუქრუთელები შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარა

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ამიტომ შეხვედრასთან დაკავშირებით მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს. როგორც ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ. „ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრ
×
×
  • შექმენი...