Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.131
  • comments
    0
  • views
    692.893

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის“ - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრევენცია

„ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის“ ეხმაურება ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის შემთხვევებს კასპსა და მარნეულში:   "მწუხარებას გამოვთქვამთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული პრობლემა არის კანონმდებლობის არაეფექტიან აღსრულებაში. არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ფრაგმენტული ქმედებები. ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. publika

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ANSA მუსიკოსის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს. მომღერალი მილანში, სან რაფაელეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია. მომღერლის მენეჯერის ინფორმაციით, „ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბოლო თვეებში მომღერლის მდგომარეობა უარესდებოდა“. 7 ივლისს ტოტო კუტუნიოს 80 წელი შეუსრულდა.   ipn

კირილ ბუდანოვი - ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ

ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა არის საჭირო. „სწორედ ამისთვის უნდა ვატარებდეთ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა ყირიმის პლატფორმა, ასე ვთქვათ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის მოძრაობებ

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამჟამად ერევანს სტუმრობს, სომხეთიდან საქართველოს ეწვევა

ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი, რომელიც ამჟამად ერევანს სტუმრობს, სომხეთიდან საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ვიზიტის შესახებ თავად მინისტრი ჰაჯა ლაბიბი „ტვიტერზე“ ავრცელებს. „მივემგზავრები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიანი ვიზიტით, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. [ვიზიტის] მიზანია: ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირე

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ipn

პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობას — მიქანაძე ათენის შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტარი გივი მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში 21 აგვისტოს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა. საუბარია „სალონიკის დეკლარაციის“ 20 წლის იუბილის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები. მიქანაძის თქმით, ათენში

უკრაინის ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით ხვალ თბილისში 32-მეტრიან დროშას გაშლიან

უკრაინის ეროვნული დროშის დღის ფარგლებში თბილისში, მშვიდობის ხიდთან უკრაინის 32-მეტრიან დროშას გაშლიან. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ-უკრაინულმა პლატფორმამ გაავრცელა. ორგანიზაციის თანახმად, დროშის გაშლის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვები და რიგითი მოქალაქეები. ქართულ-უკრაინული პლატფორმის ინფორმაციით, 32 სიმბოლური რიცხვია და ის უკრაინის დამოუკიდებლობის

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე განუცხადეს. ამ დროისთვის, მაშველები სტიქიის შედეგად დაკარგულ კიდევ ოთხ ადამიანს, კერძოდ კი, 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ipn

შავი კამპანიის მიზანია, გააჩუმონ პროფესიონალი — „საფარი“ თეა გოდოლაძეზე

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გავრცელებული ცნობები შავი კამპანიის ნაწილია. მისი საბოლოო მიზანი კი პროფესიონალი ქალის ღირსების შელახვა და გაჩუმებაა. საქმე ეხება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თეა გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული. ორგანიზაცია მოუწოდებს მედიას თავი, შეიკავოს ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრც

ბერდია სიჭინავა - „ნაციონალური მოძრაობა'' მხოლოდ იმიტომ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომ ივანიშვილს სურს ასე (ვიდეო)

რატომ ვთქვით ამ ეტაპზე უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. „ნაციონალური მოძრაობა'' მხოლოდ იმიტომ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომ ივანიშვილს სურს ასე. ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  368211457_1369955350256182_2394799288400054037_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი წუთებიდან ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კატასროფის ის მასშტაბი, რაც შოვში ხდებოდა, შესაბამისად,  როდესაც კატასტროფის მასშტაბს ვერ იაზრებ, იქ კოორდინაციასაც აგვიანებ (ვიდეო)

სად და როგორ აჩვენა სისტემამ, რომ იგი გაუმართავი და ჩავარდნილია.   რისი გაკეთება შეიძლებოდა, რაც ხელისუფლებამ ვერ ან არ გააკეთა. - ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი წუთებიდან ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კატასროფის ის მასშტაბი, რაც შოვში ხდებოდა, შესაბამისად,  როდესაც კატასტროფის მასშტაბს ვერ იაზრებ, იქ კოორდინაციასაც აგვიანებ.  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 368291654_507921568195128_8082084884234827057_n.mp4

"საქართველოსთვის" - ხელისუფლება, „ხალხის ძალის“ პირით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად ემზადება

ხელისუფლება, „ხალხის ძალის“ პირით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად ემზადება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაშია ღნიშნული.   მათივე თქმით, "ოცნებას" არჩევნების გაყალბებისთვის კომპლექსური პროცესი უკვე დაწყებული აქვს. "ამ პროცესში ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ყველა, ვინც შესაძლოა არჩევნების შედეგები ობიექტურად შეაფასოს. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე ცესკოს დაქვემდებარების შემდეგ, ოცნებამ

გიორგი შარაშიძე - თბილისში მიმდინარე 5 პროექტი, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აქვთ - პილიტიკური კორუფცია (ვიდეო)

“თბილისში მიმდინარე 5 ურთულესი პრობლემური პროექტი, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აქვთ- პილიტიკური კორუფცია.   “ხალხის ძალის “ განცხადება, რომელიც, რა თქმა უნდა, “ოცნების” გზავნილებს აცნობს ქართულ საზოგადოებას, უკავშირდება არჩევნების გაყალბების უკვე დაწყებულ მტკივნეულ პროცესს. ვხედავთ, რომ სერიოზული შეტევა მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სადამკვირვებლო მისიებზე, ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაიცვას ქართველი ხალხის არჩევანი. ხოლო არჩევნების გაყალბებას სჭი

„ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების შესახებ" - საბერძნეთში საქართველოს საელჩო

საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს. საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშია. ცეცხლი ძლიერი ქარის შედეგად გაჩნდა. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, თურქეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე დასახლების ევაკუაციის შესახებ გასცა ბრძანება. publika

ვადაგასულ შოკოლადს ახალი ვადის სტიკერს აკრავდნენ და ისე ყიდდნენ – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ დააკავა 2 პირი, რომელიც ვადაგასულ შოკოლადს ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავდნენ და ისე ყიდდნენ. როგორც უწყება წერს, ბრალდებულები სხვადასხვა დასახელების უცხოურ შოკოლადს  უყალბებდნენ ვადას, შემდეგ კი თბილისის სავაჭრო ცენტრში გასაყიდად მიჰქონდათ. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო

ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები. თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი. შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 200

შოვში, სტიქიის ზონის პერიმეტრი სრულად დამუშავებულია - ამ დრომდე დაკარგულია 5 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა. მისივე თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა. ასევე, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 28 ნაპოვნი გარდაცვლილიდან, 2-ის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა. „გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების მიყიდვას მხარი დაუჭირა

კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობაში არა მხოლოდ მათი, არამედ მრავალმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს. „ცალკეული განცხადებები ბევრი აქტორისგან გვახსოვს, რაც კელი დეგნანის მიმართ დისკრიმინაციული კონტექსტით გაჟღენთილი იყო. ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. მთავარია თითოეული ჩვენგანი

უკრაინელებმა რაბოტინოში შეაღწიეს, მიმდინარეობს უკრაინელების ევაკუაცია

უკრაინის თავდაცვის ძალები სოფელ რაბოტინოდან მოსახლეობას ევაკუაციას ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რაბოტინოში ბრძოლით შეაღწიეს და საპასუხოდ რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ სოფელს. „47-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა, რომლებმაც სოფელ რაბოტინოში შეაღწიეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ“, - აღნიშნა მალიარმა. მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლები დაგეგმილ საბრძოლო სამუშაოებს აწარმოებენ და

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი - საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება. აღნიშნული განცხადება იგნატმა „რადიო სვობოდას“ ეთერში გააკეთა. "უკრაინის საჰაერო ძალების ხედვით, რომელიც გადაიარაღებასაც გულისხმობს, ლაპარაკია 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ტექნიკის მოძველებული პარკის შეცვლისთვის და გადანაწილებისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს, დაახლოებით, 4 საავიაციო ბრიგადაა", - ნათქვამია გან

გურული მოჯირითეები ამერიკაში – მურალით მოყოლილი უცნობი ისტორია

გურიაში დოღის ლამის საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს – გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაისახა და მას შემდეგ ყოველწლიურად კონკრეტულ დღესა და სივრცეში, 19 აგვისტოს ბახმაროში იმართება. ტრადიციის ძალა და ინერცია არსაიდან, წინარე ისტორიების, ლეგენდებისა და ადამიანების გარეშე არ ჩნდება, ტრადიცია დროს უძლებს მძლავრი ისტორიული მოვლენისა თუ გამოცდილების დახმარებით. როგორ მოხვდნენ გურული მოჯირითეები ამერიკაში – ესაა ისტორიული მოვლენა და გამოცდილება, რომელიც გურიაში ცხენოსნობას, ცხენებით ჯირითს, დოღს კოლო

21-22 აგვისტოს, საქართველოში წვიმა, მდინარეებზე კი წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს, უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ პილოტებს მოამზადებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება. "დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე ჩვენ პილოტებს მოამზადებს", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე საბერძნეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა, უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის. IPN

ბექა ლილუაშვილი - რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო დანაზოგების ინვესტიციის ახალ წესთან დაკავშირებით, რა იცვლება 6 სექტემბრიდან (ვიდეო)

- რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო დანაზოგების ინვესტიციის ახალ წესთან დაკავშირებით. - რა იცვლება და როგორ მოვახერხოთ ჩვენი არჩევანის დაფიქსირება. - რა მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  369163573_199438006465699_8056180494789640677_n.mp4
×
×
  • შექმენი...