Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.253

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და 19 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტაგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე

უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 19 პირს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს - ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი

სისხლის სამართლის წესით კიდევ 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სის

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყვ

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში - საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას!

"ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს - „ოცნებამ“ 150 ადამიანი გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროდან - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას. „150 ადამიანი გაათავისუფლა „ოცნებამ“ თავდაცვის სამინისტროდან - პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება! „ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდ

ყაზახეთის ხელისუფლების თქმით, 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში

ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაიილოვმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიდევ 56-მა კომპანიამ, რომელმაც რუსეთი დატოვა უკანასკნელ თეებში, „სურვილი გამოთქვა, ყაზახეთში დაიდოს ბინა“. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თქვა, რომ ქვეყნის უდიდესი ქალაქის, ალმა-ატის ხელისუფლებამ გადაბარგებული კომპანიები ყაზახეთის საფინ

ვიტალი კლიჩკო - კიევში საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა

საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე კიევშია. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კიევის ენერგეტიკული ობიექტები უკვე დაცულია საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემებით. “თათბირი იყო სამხედროებთან, რომელზეც მე აქცენტი გავაკეთე, რომ ენერგომომარაგების ობიექტები უნდა დავიცვათ. ამას ყურადღება მიაქციეს. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა დედაქალაქში და ცა უფრო დაცული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ კამიკაძე-დრონ

გენერალი ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც ლიმანის დაცემის გამო კრიტიკა დაატყდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს" მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "გროზნო", RBC და Moscow Times-ი თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს. ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ლაპინი დაადანაშაულა ქალაქ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევასა და ქალაქზე კონტროლის დაკარგვაში. "სირცხვილი ის კი არ არის, რომ

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება. ამავდროულად, ნაპოვნია 7049 ბავშვი. მონაცემები გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა. როგორც მედია წერს, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 430 ბავშვი დაიღუპა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, დაშავებულია 823 ბავშვი. ამავე ცნობებით, სულ დაზიანდა 2688 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 331 მთლიანად განადგურდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეო

ანზორ ჩუბინიძე - ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არასერიოზულია კითხვა, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა თუ არა ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრას. ჩუბინიძის თქმით, როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასრულებდა თავის სამუშაოს, უზრუნველყოფდა დაცვას და დანამდვილებით იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. „მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, იქ ვიყავი და ვუზრუნველყოფ

ჯონდი ბაღათურია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენებას აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენებას ყოფილი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია აძლევს. ის ბრალდების მხარის მოწმეა. დაცვის მხარის განცხადებით, ბაღათურიას დაკითხვა სანახაობის ნაწილია და სასამართლოს არგუმენტებს ვერ მიაწვდის. სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს სა

კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს

კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის 6 ნოემბრიდან დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს. „უკრენერჰოში“ აცხადებენ, რომ ქალაქის მოსახლეობა სოცქსელებსა და სპეციალურ პორტალზე წინასწარ შეიტყობს მათ რაიონებში დენის გათიშვის შესახებ. კიევის ხელისუფლებამ მოიმარაგა დიზელის საწვავი, ელექტროგენერატორები, საკვები და სასმელი წყალი. ზამთრის პერიოდში ქალაქში გათბობის 1000-ზე მეტი პუნქტი იმუშავებს. არ არის გამორიცხული არც კიეველთა სრული ევაკუაცია. ასეთ შემთხვევაში ქალაქიდან სამი მილიონი ადამიანის გაყვა

კატარელი ჩინოვნიკის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისას ასობით უცხოელი მუშა დაიღუპა

ფეხბურთის მსოფლიო პირველობისთვის ობიექტების მშენებლობის პროცესში კატარში 500-მდე მუშა დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადა კატარის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ, ჰასან ალ-თავადიმ, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზებაში მონაწილეობდა. ადრე ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიკვდილი აღიარა. უფლებადამცველების შეფასებით, დაიღუპა რამდენიმე ათასი. საამიროს ხელისუფლების წარმომადგენელმა ასეთი რიცხვი პირველად დაასახელა. ის საგრძნობლად უფრო მაღალია, ვიდრე მონაცემები, რომლებიც ადრე გამოაქვეყნეს კატარის ო

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობა დაიწვა

ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამარ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი უპასუხოდ არასდროს რჩება

რუსეთის მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი უპასუხოდ არასდროს რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან მოუწოდა უკრაინელებს დღესასწაულების პერიოდში ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს. „გთხოვთ, გახსოვდეთ, ვინ ომობს ჩვენს წინააღმდეგ. მოახლოებულ სადღესასწაულო დროს რუსი ტერორისტები შესაძლოა კვლავ გააქტიურდნენ. ისინი ხელყოფენ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ზოგადად ნებისმიერ ღირებულებებს. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ

პოდოლიაკი ირანის იარაღის ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე გამოვიდა ირანის იმ ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით, სადაც მზადდება დრონები და რაკეტები, და ასევე მათი მიმწოდებლების დაპატიმრების წინადადებით - იმ ფონზე, როცა კიევი თეირანს ადანაშაულებს რუსეთისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმის ქონაში. მიხაილო პოდოლიაკი შაბათს ტვიტერით წერს, რომ ირანი "უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს", და გამოდის მოწოდებით ამის პასუხად განადგურებულ იქნეს ირანის იარაღის ქარხნები. კიევი თეირანს ბრალს სდებს მოსკოვისთ

ინტიმური სახის ვიდეოების გავრცელებაზე 7 პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა. "45 წლის ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალურ

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცლებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბ

მიხეილ დაუშვილი - მიგვაჩნია, რომ იურიდიულ კომიტეტზე ე.წ. აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა დარღვევებით განხორციელდა

მიგვაჩნია, რომ დარღვევებით განხორციელდა იურიდიულ კომიტეტზე აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხდება ძირითად კანონპროექტებთან ერთად ალტერნატიული კანონპროექტის დაინიცირება, წამყვანი კომიტეტი იხილავს ორივე კანონპროექტს. „იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი კანონპროექტების განხილვა დასრულდა წამყვან კომიტეტზე და ბიურომ ჩვენი ალტერნატიული კა

“მოსკოვი გვაიძულებს” – აფხაზეთში აგენტებზე კანონს ეწინააღმდეგებიან

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი როგორ ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება რუსული რეპრესიული კანონების მიღებას? აფხაზეთში კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მრავალი წელია განიხილება, თუმცა, საკითხი განხილვას ვერ გაცდა. კანონპროექტი ჯერ არ არსებობს და პარლამენტს მისი განხილვის პერსპექტივაზე არ უსაუბრია ჯერ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის შექმნის ინიციატივა ოფიციალურად აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკ

დახმარება უკრაინელებს და შემოწირულობები მედიცინას - ბერნარ არნოს ქველმოქმედება

73 წლის LVMH-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Louis Vuitton, Tiffany და მრავალი სხვა. ბერნარ არნო ცნობილია ქველმოქმედებით, მას ფულის გაცემა ნამდვილად არ ენანება და მსოფლიო მედია ხშირად წერს ამის შესახებ. წარმოგიდგენთ ბერნარ არნოს ყველაზე დიდ საქველმოქმედო შემოწირულობებს:   შემოწირულობა ჩინეთის წითელი ჯვრისთვის - 2 მილი

დონალდ ტრამპი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარება 24 საათში შემიძლია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება 24 საათში შეუძლია. მისი თქმით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან მარტივად შეძლებს პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებს, რაც ომს დაასრულებს. ტრამპის თქმით, არ გაამხელს, თუ რა სახის მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, რადგან გახმაურების შემთხვევაში გეგმა ვერ განხორციელდება. „ის, რასაც ახლა აშშ-ის ხელისუფლება აკეთებს ძალიან საშიშია. შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ბირთვული ომი, რასთან შედა

ინფრასტრუქტურის მინისტრი - რაც ვნახეთ, ეს არის „მოდელირებული ქრონიკა“ რიკოთთან მიმართებაში

ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორედ გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული - ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს, არა მარტო რიკოთზე, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცესები განვითარდა რიკოთზე, 147-ე კილომეტრზე. „147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმ

სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ

პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოიყენოს ვეტო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფხიზლად დგას, რომ არცერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ გზას. ყვ

"აივანზე ნახეს გარდაცვლილი..." - ერთ-ერთი პირველი ქალი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული აშშ-ში გარდაიცვალა

ამე­რი­კა­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ლია პარ­კა­უ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. "აი­ვან­ზე ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ, მაგ­რამ ისე­დაც ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პრობ­ლე­მა და თავ­საც არ უფრთხილ­დე­ბო­და“ - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი. ქალ­ბა­ტონ ლიას სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნობ­დნენ, წლე­ბის წინ ის, ერთ-ერთი

საპატრიარქო ქაშვეთის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 21 ივნისს, 07:30 საათზე, ახალგაზრდა მამაკაცმა დარაჯ გოჩა ჭიჭიაშვილს, რომელიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა. „ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შედ
×
×
  • შექმენი...