გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის ძირითადი სამიზნე კიევი იყო. უკრაინის დედაქალაქს სხვადასხვა მხრიდან ირანული წარმოების, „შაჰიდის“ მოდელის დრონებით შეუტიეს.
როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, შეტევა 6 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა და ის იყო ყველაზე მასშტაბური რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტონ საფრენი აპარატების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოა
პარტიამ “საქართველოსთვის”, ეუთო/ოდირის მხარდაჭერით, გამართა ბოლო სამუშაო შეხვედრა პარტიის ეთიკის კოდექსზე.
ქვეყანაში ევროპული პოლიტიკური სტანდარტების შექმნის, შიდა პარტიული დემოკრატიის, სამართლიანი და თანასწორი პოლიტიკური გარემოს შექმნის, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით პარტიამ “საქართველოსთვის” ეთიკის კოდექსზე მუშაობა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ და მდგრად შეწყვეტას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისთვის საჭიროა საომარი მოქმედებების სასწრაფო და მდგრადი შეწყვეტა. ამასთან, დოკუმენტი მოითხოვს ყველა მძევლის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.
ისევე როგორც წინა რეზოლუცია, რომელსაც ვეტო აშშ-მა ვეტო დაადო, ახალი რეზოლუციის პროექტი გმობს განურჩეველ თავდასხმას
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ფაქტზე მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს.
არჩილ ჩიქოვანი მომხდარის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ.
როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა
ჯანდაცვის სამინისტრომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამებში ჩამანაცვლებელი პრეპარატის (მეტადონი, სუბოქსონი) გატანა უფრო შეზღუდა.
24 იანვრამდე არსებული რეგულირებით, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის ჩანაცვლებითი პრეპარატის მიღება/გატანა შეეძლოთ. განხორციელებული ცვლილებით კი პაციენტისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ულუფა 1 დღის ოდენობამდე შემცირდა.
ცვლილება აგრეთვე შეეხო განსაკუთრებულ
12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“.
როგორც მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ სრულყოფილად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა.
„ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „დონ ჩიჩოს“ შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა.
უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. კერძოდ, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა, დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ს
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22).
ინფორმაციის მი
პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით გაურკვეველი საგნები ისროლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო!“.
ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობი პირი ავტომობილით შეიჭრა და [პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ტერიტორიას განარიდეს. აქციაზე პერიოდულად არის სიტყ
სპორტული ჟურნალისტები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების მიხედვით, სპორტული ჟურნალისტები იაზრებენ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად გმობენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას.
ჟურნალისტების პოზიციით, სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება.
განცხადებას ამ ეტაპზე ხელს აწერს 27 ჟურნალისტი, თუმცა სია განახლებადია.
◉ სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport)
◉ სალომე საგინაშვილი (90 წუთი)
◉ დავით ერაძე (Mtavari Tv)
◉ ირაკლი იმედაძე
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, მაია სანდუს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის.
ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
netgazeti
ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო.
ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰ
დღევანდელ ეპიზოდში პატია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ქეთი ბაკარაძე და ჯანდაცვის ექსპერტი ზაზა წერეთელი (Corus International-ის პროგრამების დირექტორი; შიდსის ორგანიზაციების საერთაშორისო საბჭოს ICASO დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) საუბრობენ იმ შედეგებზე, რომელიც „რუსული კანონის“ მიღებით პირდაპირ აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე
წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების განცხადებით, მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია.
„ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI აქტს” მხარი დაუჭირეს. მას მხარი დაუჭირა 41-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო – 6.
როგორც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს, მომდევნო ეტაპი იქნება წარმომადგენელთა პალატაში საყოველთაო კენჭისყრა.
საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI აქტი” გუშინ განიხილეს – კონგრესმენმა ბილ კიტინგმა მხარდაჭერა გამოხატა კანონპროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.
რესპუბლიკელმა კონგრეს
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა.
„FBI-მ დაადგინა, რომ სუბიექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია“, - აღნიშნულია FBI-ს განცხადებაში.
ფედერალური გამოძიების ბიურო მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც, შესაძლოა, გამოძიებას დაეხმაროს, გააგზავნონ ის ელექტრონულ მისამართზე: FBI.gov
„ამერიკის ხმის“ ინტერვიუ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკურთან.
— საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში არ ყოფილა და საჯარო ტრიბუნებიდან არაფერი მოგვისმენია ქვეყნის შესახებ. არის საქართველო და მისი გაწევრიანება ამ ეტაპზე თქვენი დისკუსიების ნაწილი?
— ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა და ცხადია, ყველას გვესმის, რატომაა ეს ასე. იქ სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც დაახლოებით 900 დღეა გრძელდება. ყოველდღე ათეულობით, ასეულობით, ზოგჯერ ათასობით ადამიანიც კი იღუპება და ეს უდ
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა.
"პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ მადლობა თითოეულ ქართველს - ეს რა მაგარი ერი ვართ, როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ! არ მინდა, ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც მოგინდებათ, წაიკითხავთ! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ!
დღეს რაც მოხდა, ეს თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი - მს
"დღეს “ოცნების” ქმედებების პროგნოზირება არის შეუძლებელი, რაციონალურობის ფარგლებს მიღმა არიან გასული და ერთადერთი ინტერესი რაც მათ აქვთ არის ფულის შოვნის ინტერესი."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/882441137258166/
ყოველ წელს ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალურ სურვილს, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ საქმიანობას, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკუ
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოქმედ შემადგენლობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, აქვს ისტორიული შანსი და ასევე კონსტიტუციური ვალდებულება, როგორც სასამართლოს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სრული რეაბილიატაცია მოახდინოს!
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/zaza.tavadze.16/videos/485717020938835
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, „ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა”. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე „ამერიკის ხმის” დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს „არ გამორიცხავს”.
ის იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გად
ვინ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია უქმნის კოალიციას ვინმეს? - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა "ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქციაში" განაცხადა.
გახარიას მტკიცებით, ის რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას 30 ან 45% აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ამ აქტორებმა შექმნან კოალიცია.
მისი თქმით, "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მიზანი ქვეყანაში კერპების დაინგრევაა:
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას გადაწყვეტს, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგის მიხედვით, მისი ხმები გადამწყ