Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.093.159

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კრივი-რიჰის სასტუმროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა და 2 დაკარგულად ითვლება

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე სასტუმროზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა და ორი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი „ტელეგრამ“ არხზე იუწყება. „კრივი-რიჰის სასტუმროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა, მათ შორის საავადმყოფოში მყოფი 43 წლის ქალი მძიმეა მდგომარეობაშია. კიდევ ორი ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ს რუსეთში მდებარე სამიზნეების სია გადავეცით, რომელთა ამერიკული რაკეტებით განადგურება გვსურს

აშშ-ს რუსეთში მდებარე სამიზნეების სია გადავეცით, რომელთა ამერიკული რაკეტებით განადგურება გვსურს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. უმეროვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ისაუბრა რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე უკრაინის მიერ შორი მანძილის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნაზე. „ავუხსენით, თუ რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების დაცვისთვის რუსული ტერორისგან, რომლებსაც რუსების ახორციელებენ, ამიტომ იმედი

ანა ბუჩუკური - 26 ოქტომბერს გვაქვს მარტივი არჩევანი - ძლიერ, ღირსეულ საქართველოსა და იზოლირებულ საქართველოს შორის (ვიდეო)

“ოცნება” არის პარტია, რომელიც დგას აბსოლუტურ სიყალბეზე.  26 ოქტომბერს გვაქვს მარტივი არჩევანი - ძლიერ, ღირსეულ საქართველოსა და იზოლირებულ საქართველოს შორის. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1059703789009200/

აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობისთვის, სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შ

აშშ-ის საელჩო - რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინტერესდება თუ რატომ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-სთან პარტნიორობას რისკის ქვეშ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში, მათ მოჰყავთ დიაგრამა, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა და შემდეგ საკუთარი შედეგები ჩაასწორა. მათივე ინფორმაციით, პირველად გამოქვეყნებული შედეგებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება დადასტურდა, თუმცა შეცვლილ მონაცემებშ

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას. ბრიფინგზე მან ისაუბრა მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო.

პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. „თუმცა რჩება რაღაც ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მინდა, რადგან ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი იყო ნათელი. არ გვაქვს უფლე

ლილუაშვილი: ყოველი უპასუხო დღე ზრდის რისკებს, რომ საინფორმაციო კვალი განადგურდება

„გახარია – საქართველოსთვის” პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართა „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია. „გახარია – საქართველოსთვის” პარტიამ ცესკოს მიმართა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი/ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩე

„გახარია საქართველოსთვის“: ჩვენი სარჩელი დაუშვებლად ცნეს, იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩეველთა სიების დაცვაზე, რომლებმაც ვერიფიკაცია გაიარა. მოტივად, პარტიის ცნობით, დასახელდა ის, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. პარტია აცხადებს, რომ იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია „არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა“. იხილ

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის - საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. „უკრაინელო მეგობრებო, 1 000 დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცა

სასამართლომ, დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ცესკო-ში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო. როგორც ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი. მისივე განმარტებით, მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას. „ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად გან

ზუგდიდში აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს

ზუგდიდელი აქტივისტები წერენ, რომ დააკავეს შალვა ესართია, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ესართია ადვოკატმა მოინახულა. სიჭინავას ცნობით, ადვოკატმა თქვა, რომ აქტივისტი დააკავეს პოლიციის შენობაში, სადაც ადმინისტრაციული ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული. მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომლის ჩაბარებაც პოლციამ მოითხოვა. 29 იანვარს ზუგდიდში შალვა ესართიამ

ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. შსს ინფორმაციას ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობებით, მკვლელობა რესტორან „კახელებთან“,  ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. მამაკაცს მანქანაში ესროლეს.   ნეტგაზეთი

სოფო ხორგუანი - ახალციხეს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება, რაც საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

ახალციხის მუნიციპალიტეტში სტანდარტების შესაბამისი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა სერიოზული პრობლემაა - დაბინძურებული წყალი საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ხორგუანმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში პასუხისმგებელი თანამდებობის პირები უკვე კარგა ხანია, რაც პრობლემის კურსში არიან, აღნიშნული საკითხის მოგვარება ვერ

ავსტრიაში გარდაიცვალა ენერგეტიკულ სასმელ Red Bull-ის შემქმნელი

ავსტრიაში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის შემქმნელი და „ფორმულა 1“-ის გუნდ Red Bull-ის მფლობელი, დიტრიხ მატეშიცი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სპორტის ექსტრემალური სახეობების განვითარებაში. მატეშიცმა თავისი სამეწარმეო კარიერა დაიწყო სხვადასხვა ევროპულ კომპანიებში, მაგრამ წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე შეიტანა Red Bull, რომლის გაყიდვაც ტაილანდელ პარტნიორთან ერთად დაიწყო. კოფეინსა და ტაურინზე დაფუძნებული სასმელი თ

ჯო ბაიდენი - „ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს

„ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ახლა კი რა გვაწუხებს ჩვენ, ყველას: ილონ მასკი გამოვიდა და ყიდულობს კომპანიას, რომელიც გზავნის – რომელიც აფრქვევს ტყუილებს მთელ მსოფლიოში… ამერიკაში აღარ არის რედაქტორები. რა მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვები შეძლებენ გაიგონ, რა არის სასწორზე?“, – თქვა ჯო ბაიდენმა. ამასთან, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სიტყვის თავისუფლებას აღადგენს.   ავტორი - გივი ბარამიძე

პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 78-ხმით, ერთხმად, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს. ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ფუნქციებითა და დანიშნულებით იქმნება: - შეიმუშავებს წინადადებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მათ პარლამენტს წარუდგენს; შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და

რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იტყობინებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა

საგამოძიებო სამსახურმა ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ევროპოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ ოპერაციაში Shield – მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და 28 ქვეყნის სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან ერთად

სერგეი ლავროვი - მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ლავროვმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მასთან ერთად მუშაობდა შეთანხმებაზე, რომელიც ორი რუსული ბაზის საქართველოდან გაყვანას ითვალისწინებდა. „ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად,

კანადა კრძალავს რუსული ალუმინის და ფოლადის იმპორტს

კანადის ხელისუფლებამ დააწესა აკრძალვა რუსული ალუმინისა და ფოლადის, ასევე მათგან რუსეთის ფედერაციაში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე - ინფორმაციას კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტი ავრცელებს. „არც ერთი ადამიანს კანადაში ან ამ ქვეყნის მოქალაქეს კანადის ფარგლებს გარეთ, არ აქვს უფლება შეიძინოს რაიმე - დაწყებული მილებიდან რკინიგზისა და ტრამვაის სამშენებლო მასალებით დამთავრებული“, - აცხადებს კანადის მთავრობა. ეს აკრძალვა, როგორც კანადის მთავრობა აღნიშნავს, იმ სანქციების ნაწილი იყო, რომელიც

დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის ოსკარით დააჯილდოვეს

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის „ოსკარით“ დააჯილდოვა. ჯილდო ქართველმა მორაგბემ „ჟერლანის“ სტადიონზე გამართულ ცერემონიალზე მიიღო. ნინიაშვილი გახდა მეორე ქართველი მორაგბე, რომელსაც აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული გადასცეს. 2013 წელს გამოცემამ „ოსკარი“ ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მიანიჭა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი „ლიო

ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მოხსენების დროს, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. როგორც კობახიძე აცხადებს, „გლობალური ომის პარტიას“ ინტერესია, რომ საქართველოში უკრაინიზაცია მოხდეს, რასაც ხელისუფლება

პრეზიდენტი - დღეს ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს - ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, უნდა რცხვენოდეს, ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს

დღეს, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, - ასე შეაფასა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. „დღეს, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუც

დედაქალაქის საკრებულოში „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა, სალომე კობალაძემ, ზაზა თავაძემ და გიორგი შარაშიძემ ფრაქციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

დედაქალაქის საკრებულოში „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა, სალომე კობალაძემ, ზაზა თავაძემ და გიორგი შარაშიძემ ფრაქციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.      დეპუტატებმა საზოგადოებას გააცნეს თბილისის მერიაში არსებული კორუფციის, არაეფექტიანი მენეჯმენტის, სატრანსპორტო და ურბანულ პრობლემებთან დაკავშირებული ფაქტები.      პრეზენტაციას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები ესწრებოდნენ.
×
×
  • შექმენი...