Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.088.488

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„გახარია საქართველოსთვის“: ჩვენი სარჩელი დაუშვებლად ცნეს, იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩეველთა სიების დაცვაზე, რომლებმაც ვერიფიკაცია გაიარა. მოტივად, პარტიის ცნობით, დასახელდა ის, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. პარტია აცხადებს, რომ იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია „არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა“. იხილ

ოპოზიციამ თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვები გაშალა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ ოპოზიციამ კარვები გაშალა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს იქნება 24-საათიანი, მშვიდობიანი აქცია და ქუჩაში გაათენებენ ღამეს. ადგილე მიიტანეს პლედები და „პარალონები“. პროტესტს უერთდებიან პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეებიც. საკანონმდებლო ორგანოსთან მანამდე აქცია „დაიბრუნე ხმა“ გაიმართა. თსუ-სთან მიდიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებიც, მათ შორის ალეკო ელისაშვილი და

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის - საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. „უკრაინელო მეგობრებო, 1 000 დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცა

სასამართლომ, დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ცესკო-ში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო. როგორც ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი. მისივე განმარტებით, მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას. „ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად გან

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები პარლამენტის ლეგიტიმაციაზე იოსელიანის განცხადებას ემიჯნებიან

სახალხო დამცველის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”. ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ „სამწუხაროდ მიიჩნევს სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”. ლევან იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს „ქართული ოცნების” პარლამენტის შეკრებასაც და

საია „ხარებას“ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა. „ასევე, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დ

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი ფარულ ჩანაწერში დანაშაულის დეტალებს ჰყვება

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა. ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული ჩანაწერში აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო. „დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართვ

პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 78-ხმით, ერთხმად, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს. ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ფუნქციებითა და დანიშნულებით იქმნება: - შეიმუშავებს წინადადებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მათ პარლამენტს წარუდგენს; შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და

რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იტყობინებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, აფეთქებების ხმა ისმის კიევშიც

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს. განცხადების თანახმად, ასევე მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა. ნოკილაევის მუნიციპალური ხელმძღვანელების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოლექსი რეზნიკოვმა შესაძლოა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვოს და იუსტიციის მინისტრად დაინიშნოს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მინისტრის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა - Ukrainska Pravda სამთავრობო და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი იქნება. ”მე არ მქონია საუბარი ამ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ”, - განუცხადა რეზნიკოვმა „უკრაინსკა პრავდას“ ასევე Kyiv Independent-ს, წყარომ, რომლის ვინა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს. როგორც საქართველო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ქვეყნდება. 1ტვ

სენაკში ქუჩები და სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, სენაკში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც და ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სენაკის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე — მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ

პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში – „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“  – მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ზრდა კვლავ მაღალია და 2023 წლის იანვარ-ივ

მარია ზახაროვა: შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური თამაშების მსხვერპლად აირჩია

შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხდა. „ჩვენ არ გვქონია ილუზია ვაშინგტონის რეალურ მიზნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით ამიერკავკასიაში. ამაზე არ გვილაპარაკია? – მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსეთის პოზიციას და მის კავშირებს თავის უახლოეს მოკავშირეებთან. და აქ აღარ აქვს მნიშვნელობა შედეგებს, მიზნებს, ამოცანებს, თანმდევ ხარჯებს. დაარ

დღეს განათლების სამინისტრო გამორჩეულ პედაგოგებს გამოავლენს - ვინ არიან შესარჩევ კომისიაში

დღეს, 27, ოქტომბერს, მთავრობის ინიციატივით დაწესებული, მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამორჩეულ პედაგოგებს გამოავლენენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია მუშაობს პედაგოგების შერჩევაზე. ვიდეოში ასახულია გადარჩევის პროცესი და საუბრობენ ჟიურის წევრები. განათლებ

პრეზიდენტი - დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქალებს - მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები

მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს., - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები. „მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტ

დმანისში 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა გუშინ, 15 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა დაპირისპირება, რომელშიც სოფლის სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართულები. დაკავებული და მოკლული ერთ სკოლაში სწავლობდნენ. 15 წლის მოზარდი უკვე დაკავებულია და სავარაუდოდ, ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით

პარტიამ “საქართველოსთვის”, ეუთო/ოდირის მხარდაჭერით, გამართა ბოლო სამუშაო შეხვედრა პარტიის ეთიკის კოდექსზე

პარტიამ “საქართველოსთვის”, ეუთო/ოდირის მხარდაჭერით, გამართა ბოლო სამუშაო შეხვედრა პარტიის ეთიკის კოდექსზე. ქვეყანაში ევროპული პოლიტიკური სტანდარტების შექმნის, შიდა პარტიული დემოკრატიის, სამართლიანი და თანასწორი პოლიტიკური გარემოს შექმნის, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით პარტიამ “საქართველოსთვის” ეთიკის კოდექსზე მუშაობა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

ბათუმის მერი საკრებულოს სხდომაზე პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ფაქტზე მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს. არჩილ ჩიქოვანი მომხდარის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის. „ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ. როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა

„უარესდება პაციენტთა უფლებრივი მდგომარეობა" | სამინისტრომ მეტადონის გატანება შეზღუდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამებში ჩამანაცვლებელი პრეპარატის (მეტადონი, სუბოქსონი) გატანა უფრო შეზღუდა. 24 იანვრამდე არსებული რეგულირებით, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის ჩანაცვლებითი პრეპარატის მიღება/გატანა შეეძლოთ. განხორციელებული ცვლილებით კი პაციენტისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ულუფა 1 დღის ოდენობამდე შემცირდა. ცვლილება აგრეთვე შეეხო განსაკუთრებულ

„დონ ჩიჩოს“ შაურმაში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „დონ ჩიჩოს“ შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა. უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. კერძოდ, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა, დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ს

პრეზიდენტი ბიჭვინთის აგარაკების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან

დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამოხმაურება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოე

“2012 წლის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” სრულად გაფლანგა ის დიდი ნდობა, რომელიც მართლა ჰქონდა” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების და საკითხთან დაკავშირებით: ,,2012 წლის შემდეგ, ,,ქართულმა ოცნებამ” სრულად გაფლანგა ის დიდი ნდობა, რომელიც მართლა ჰქონდა. გაფლანგა ისე, რომ პოზიტიური ვერაფერი შექმნა, რაზეც შემდგომ შეიძლებოდა ახალი პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ამიტომ დღეს, ფაქტობრივად, რასაც აკეთებენ, ძალიან სამწუხა
×
×
  • შექმენი...