ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ეროვნული თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გამოაცხადა.
სხდომაზე იოჰანისმა აღნიშნა, რომ გასული კვირის ბოლოს მან ნატოს მოკავშირეებს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ შეატყობინა. მან, ასევე, სთხოვა საბჭოს წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის შესახე
როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან - ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის
აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა.
„სი-ენ-ენის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ თვითმფრინავის კონფისკაცია ჩაატარა დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც ხომალდი უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება.
კონფისკაციის მიზეზი, გამოცემის წყაროების ცნობით, ისაა, რომ ვაშინგტონმა თვითმფრინავი ამერიკული სანქციების დარღვევით შეძენილად მიიჩნია. თვითმფრინავი „Dassault Falcon 900“ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი ღირს.
„ეს ნათელი გზავნილია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, ვერავინ გაექცევა ამერ
თუ გსურს მონაწილეობა მიიღო შენი ქალაქისა და რეგიონის განვითარებაში, მაშინ შემოგვიერთდი პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამცხე-ჯავახეთის ორგანიზაციაში.
შეავსე აპლიკაცია მითითებულ ბმულზე
https://forms.gle/nvSxHDtGuGcJSPPP8
უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც ქსანში დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლის, ლია ყოჩიშვილის მიმართ, რომელიც დიმიტრი ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხუნდაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა, რომ შურისძიების მიზნით მანქანა ლია ყოჩიშვილისთვის დაეჯახებინა.
მეზვრიშვილის შეფას
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკების პროცესში შეხვედრის შემდეგ, შუქრუთელი გიორგი ნეფარიძის განცხადებით, განცდა დარჩა, რომ ეს ყველაფერი პროცესების არჩევნებს იქით გადაგორებას ემსახურება.
შუქრუთელებს, „ჯორჯიან მანგანეზსა“ და სახელმწიფოს შორის შეხვედრა დღეს, 16 ოქტომბერს, გაიმართა.
ამის შესახებ მან „მაუწყებელთან“ ისაუბრა.
„ამ შეხვედრაზე ერთადერთი დადებითი, რაც ამ შეხვედრაზე შემიძლია აღვნიშნო, სახელმწიფო წარმომადგენლის ჩართვაა ამ პროცესებში. ამ ორი შეხვედრიდან სხვა დადებითი და
ის ინფორმაცია, რომელიც მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ, მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე - ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნებიდან ასე მცირე დროის შემდეგ არ აკეთებენ განცხადებას არჩევნების უ
თსუ-სთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და ილიაუნისკენ მიდიან.
მათ ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ: „საქართველო”.
თუმცა, მანამდე დაძაბულობა იყო თსუ-ის I კორპუსის შესასვლელთან. შეკრებილ სტუდენტებს, რომლებსაც პროტესტის შენობაში გამოხატვა სურდათ, შიგნთ არ უშვებდნენ. ხოლო იმ ლექტორებს და სტუდენტებს, რომლებიც მანამდე ლექციაზე იყვნენ, გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული პოლიციელი. იყო ს
8 დეკემბრის ღამის 4 საათისთვის თბილისში პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც ათი დღეა საპროტესტო აქციები იმართება საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს.
როგორც ადგილზე მყოფმა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, "მოეწყობა, გალამაზდება" იქაურობა.
"ყველა ცივილურ ქვეყანაში ნაძვის ხე იწყობა და დგას. თქვენც უნდა მოგწონდეთ, სუფთა ქალაქი და ნაძვის ხის აწყობა, მე მგონი ცუდი არაფერი არ არის", - უთხრა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას პირდაპირ ჩ
თბილისში, ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
შსს ინფორმაციას ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობებით, მკვლელობა რესტორან „კახელებთან“, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. მამაკაცს მანქანაში ესროლეს.
ნეტგაზეთი
კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხე
„დაიტოვეს” გუნდის წევრი, ნენსი ვოლანდი ყვება 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე.
ნენსი ამბობს, რომ მას სრულად გაშიშვლება მოსთხოვეს, რასც ის ფსიქოლოგიური ძალადობად აფასებს. ასევე წაართვეს მისთვის ძვირფასი ნივთები – ბაბუის ნაქონი 60-იანი წლების 2 ძველებური კამერა, კამერა, რომლითაც სახლში კატებს აკვირდებოდა და ტექნიკა: ტელეფონი და კომპიუტერი, რაც მას სამუშაოდ სჭირდება.
მისივე თქმით, პოლიციელებმა აიძულეს ბუქნების გაკეთებაც.
ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შ
პარლამენტის ბიუროს 24 ოქტომბრის სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სახელით, სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება.
ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ, "ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.
დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგება, სადაც გააფორმებენ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების არჩევანის ქურდობას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, მათი გუნდი "დე-ფაქტო" საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან საკრებულოს
უკვე ჰყავდა კანონიერად არჩეული თავმჯდომარე, რომელიც გამოხატავდა იქ მცხოვრები ადამიანების ნებას.
"ამ საკრე
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის ინფორმაციით, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ დღის კონკრეტულ საათებში შევიდნენ.
ამასთან, როგორც იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე. როგორც კახაბერ იოსელიანი განმარტავს, აღნიშნულის შესახებ კანონპროექტში იქნება გაწერილი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოე
რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, 2018 წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, ქვეყნიდან გამგზავრება შეძლო, ამ ცნობას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ სააგენტოები ТАСС-ი და "База".
ჟურნალისტის გამგზავრებას წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს სახელმწიფო სააგენტო "РИА Новости-ც". არსებული ინფორმაციით, სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა.
დილით ჩხრეკა ჩატარდა სობჩაკის სახლში, რომელიც მდებარეობს
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 და 6 ნოემბერს „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაცით, გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.
მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი დღის წინ მოხდა. ლეონიდე ზვიადაძემ ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ინტერ რაოსთან“ საქართველოს წაგებულ დავასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა.
„პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესშ
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ კანონპროქტისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო.
შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე წუთის წინ პარლამენტმა რუსული კანონპროექტი ჩააგდო.
დღეს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანეს და კენჭი უყარეს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.
ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქართველმა „ტროლებმა“ რუს „ტროლებსაც“ კი აჯობებს. ასე ის გამოეხმაურა დიტო ჩუბინიძის მტკიცებას, თითქოს ფონ კრამონი ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნის, ჰერმან გერინგის შთამომავალია და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოს, რომელშიც იგი თითქოს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.
ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ ამ ყალბ ინფორმაციას „ძირითადად“ მმართველი პარტიის მხარდამჭერები აზიარებენ და ეჭვობს, რომ ფეიკების დამკვეთი სავარაუდოდ სწორედ მმართველი გუნ
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ფიცის დადების ცერემონიასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, რომლის თემაც იქნება „ეს დღე ჩვენია“.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
განცხადებას გაზეთ Observer-ზე დაყრდნობით, The Guardian-ი ავრცელებს.
ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.
„თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%,
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან გააკეთა.
"ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ დამატებით თხოვნებს, რომლებიც ისრაელმა გააკეთა. ვფიქრობ, თქვენ ალბათ უფრო მეტს გაიგებთ ამის შესახებ დღეს მოგვიანებით", - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციაა, რომ „დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვაძლევთ ისრაელს ყველაფერს, რაც მას ამ მომენტში სჭირდება ჰამასის თავდასხმებ
კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით - ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუც