Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.358

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. ამის შესახებ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომლის კომენტარსაც „ბიბისი“ ავრცელებს. „ბიბისის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. „ჩვენ გვაქვს გენშტაბის ოფიციალური შეფასება, მთავარსარდლის ოფიციალური შეფასება და დაღუპულთა რაოდენობა 10 000-12 500-13 000-მდე მერყეო

მიხაილ პოდოლიაკი - ჰენრი კისინჯერმა ვერაფერი გაიგო ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე

უკრაინის ხელისუფლება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის პოზიციას აკრიტიკებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე „ცუდი მშვიდობა“ იქნება პუტინის გამარჯვება, ასევე წარმატების რეცეპტი ავტოკრატებისთვის მთელ მსოფლიოში. „ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო… ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე. რეცეპტი, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი აყალი

მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო

უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. „კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრიდან 1 500 კილომეტრის მანძილზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვცეს, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“, – განაცხადა პოდ

მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს

უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს. „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარ

მიხაილ პოდოლიაკი - პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს, ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, ჩვენ ტრიბუნალისკენ მივდივართ

პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, არამედ ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. „პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს. არანაირი სხვა ქვეყანა, მოტივი, გეოპოლიტიკა არ არსებობს. რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, ის ცდილობს, თავი

მიხაელ როთი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ეს არის მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის - პარლამენტო, ნუ გადაკვეთ წითელ ხაზს

ბრიყვო, ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში შემოთავაზებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ რუთი „ტვიტერზე“ წერს. გერმანელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კანონი არ მიიღოს. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის, პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროპული არჩევანისთვის. ძვირფასო საქართველოს პარლა

მიხაელ როთი "აგენტების კანონის" მიღებაზე: არ დანებდეთ, არჩევნები მალე იქნება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციაზე საქართველოს დროშით გაზიარება        იხ. კომენტარები  ბეჭდვა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე (ყოფილ

მიხაელ როთი - ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთში! - უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია

უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა. „უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერს კი არა, ევროკავშირში გაწევრიანების პირობას წარმოადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და

მიხაელ გალერი - ვერ ვიტყვით, რომ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შემთხვევაში, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს არ არის გარდამტეხი, მაგრამ იქნებოდა სიგნალი ღრმა კონფლიქტის მოგვარებისთვის

მიხეილ სააკაშვილის საკითხი წმინდად ჰუმანიტარულია, ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ორივე ამერიკელი ექსპერტი ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მოისმინონ საკუთარი სახალხო დამცველის ვერდიქტი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თავიდან იყოს არიდებული მდგომარეობის გართულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხეილ გალერმა განაცხადა. ევროპარლამენტარის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი თუ ციხეში გარდაიცვლება, ეს პოლიტიკური კ

მიხაელ გალერი - დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს - ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს

დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს. „დროა, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეთ. სიის სათავეში ამ „რეორიენტაციის“ ნათლიმამა ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს“, - წერს მ

მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა მუშაობა შეაჩერა - რა მდგომარეობაშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი

თურქეთში გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters გადამზიდავი სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით ავრცელებს Tribeca-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გაიმართება. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პორტები მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მათ მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორ BOTAS-ზე დაყრდნობით

მიწისძვრიდან მეხუთე დღეს ნანგრევებში სასწაულით გადარჩენილები

თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, უკვე მეხუთე დღეა, ადგილობრივი და მათ დასახმარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სამძებრო-სამაშველო სამსახურები შეჩერებლად მუშაობენ. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კაჰრამანმარაშში პარასკევს, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი, 65 წლის მამაკაცი, 22 წლის ახალგაზრდა გოგო და მის უმცროსი და ცოცხლად ამოიყვანეს.  ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ,,გამოვიყვანეთ მამაკაცი, სახელად ჰუსეინი, რომელმაც გვითხრა, რ

მიწისძვრიდან ერთ კვირაში, თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ ორი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს

მაშველებმა თურქეთის გაზიანთეპის პროვინციაში გადაარჩინეს 40 წლის ქალი, რომელიც დაახლოებით 170 საათის განმავლობაში იმყოფებოდა 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში. ამის შესახებ სააგენტოები Anadolu და Reuters-ი იუწყებიან. გადარჩენილ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. CNN-ის ცნობით, მაშველებმა ჰათაის პროვინციაში გადაარჩინეს კაციც, რომელიც ნანგრევებში იმყოფებოდა 167 საათის განმავლობაში.   თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი დამანგრე

მიწისძვრიდან 146 საათის შემდეგ მაშველებმა პატარა გოგო და 35 წლის კაცი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 146 საათი შემდეგ, თურქმა და რუმინელმა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის კაცი. ამავე პროვინციაში, 146 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა პატარა გოგო, რომლის ასაკი ჯერჯერობით ვერ ზუსტდება.   ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდი

მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ მაშველებმა 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 140 საათი შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი. ამავე პროვინციაში, 140 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა ორსული ქალი და მისი ძმა. კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 11-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა 26 წლის კაცი. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო ს

მიწის მასის ჩამოშლის გამო მოძრაობა შეზღუდულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი არის ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოწოლილი მიწის მასა.   უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული ტექნიკა მუშაობს, რათა მოძრაობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს. ნეტგაზეთი

მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო წესი-ურავის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

წესი-ურავის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მეშვიდე კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს განახორციელებს. „პროექტის ფარგლებში 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. დაგეგმილი სამუშაოების გამო პირველი აგვისტოდან მიცკევიჩის ქუჩაზე ტრა

მიშელი: ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით

გუშინ, 7-8 მარტს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ტვიტერზე ის წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის გზას არ შეესაბამება. "ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუსაბამოა, რაც საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია. კანონის უზენ

მიშელი: პირადად ვარ იმედგაცრუებული იმით, რაც საქართველოში ხდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ პირადად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. ამის შესახებ მან კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. მიშელის თქმით, კონტაქტში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და აღნიშნავს, რომ „თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნპირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. და სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპები”.

მიშელი დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მისწრაფებას ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 1 სექტემბერს ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფეისბუკის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის. „პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფ

მიშა დაუშვილი მამუკა ხაზარაძეზე და „ლელოზე" - პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელების ნაცვლად, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, სადაც პირდაპირ წერია, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ნუ მალავენ ამ გადაწყვეტილებას

მიშა დაუშვილი მამუკა ხაზარაძეზე და „ლელოზე":   „მამუკა ხაზარაძემ და „ლელომ" ეს პროექტი ჩვენს დასაზიანებლად ბევრჯერ გამოიყენა. ბევრი ტყუილი თქვეს. ამ ყველაფერს კი ცივი წყალი გადაასხა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ და ტყუილში ამხილა. პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელების ნაცვლად, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, სადაც პირდაპირ წერია, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ნუ მალავენ ამ გადაწყვეტილებას." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4997963

მიშა დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ პროცსებზე - როცა ხელისუფლებლის წარმომადგენლების ახლობლებს ეხება საქმე, თუნდაც მათ მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი, გირაოს სანაცვლოდ უშვებენ გარეთ, ხოლო დანარჩენებს უმკაცრესად სჯიან

მიშა დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ პროცსებზე:   "როცა ხელისუფლებლის წარმომადგენლების ახლობლებს ეხება საქმე, თუნდაც მათ მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი, გირაოს სანაცვლოდ უშვებენ გარეთ, ხოლო დანარჩენებს უმკაცრესად სჯიან." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/223936627454162/
×
×
  • შექმენი...