Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.769

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტი - 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ქვეყნის მომავალს, მომავალი ჩვენია - მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის

მე ამ საღამოს თქვენთან ვარ, 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას. პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. „ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე

გერმანიამ უკრაინას დახმარების პაკეტი გადასცა, მათ შორის HIMARS-ები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ტანკები

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის

გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა - საქართველო-თურქეთს შორის ანგარიში 1:1 ფიქსირდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაბლოზე საქართველო - თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

ქეთევან ბაკარაძე - როგორ აისახება „რუსული კანონის“ მიღება მოქალაქეების ჯანდაცვაზე (ვიდეო)

დღევანდელ ეპიზოდში პატია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ქეთი ბაკარაძე და ჯანდაცვის ექსპერტი ზაზა წერეთელი (Corus International-ის პროგრამების დირექტორი; შიდსის ორგანიზაციების საერთაშორისო საბჭოს ICASO დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) საუბრობენ იმ შედეგებზე, რომელიც „რუსული კანონის“ მიღებით პირდაპირ აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე    

ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.­ ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის. “ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, - განაცხადა ბექაურმა.   გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც. “უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ქართველ ხალხს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ახლა დავრწმუნდი

ბექა ლილუაშვილი - ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება (ვიდეო)

ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840030884432760/

პროკურატურა: ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით მკვლელობაში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა

გენერალური პორკურატურაში გამართულ ბფირინგზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 12 სექტემბერს, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. პუბლიკა

საელჩოში ამბობენ, რომ კობახიძეს მიწვევა „მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო" გაუუქმეს

აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურ მიღებაზე მიწვევის გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ ეს შედეგია მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების. აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციი

“ჟურნალისტიკა საქართველოში საშიშ პროფესიად იქცა” – ევროპული მედიაორგანიზაციების მისია

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი შეაფასეს. ევროპული მედია-გაერთიანებების 10 წარმომადგენელი 2 დღის განმავლობაში – 1-ელ და 2 ოქტომბერს იკვლევდა ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების საკითხებს. როგორც ამბობენ, მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე და შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ანგარიშში, რომელიც მათ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, აღნიშნულია, რომ სა

საფრანგეთში თანხებს აგროვებენ ემიგრანტების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებისთვის

საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც პარიზში გახსნილი საარჩევნო უბნიდან შორს ცხოვრობენ, მოქალაქეები თანხას აგროვებენ. ინიციატივა თავისუფალ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს „ერთი მოქალაქე – ერთი არჩევანი“ – ეკუთვნის. მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის მაქსიმალური გაზრდა 26 ოქტომბრის არჩევნებში. როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, თამარა დემურია ნეტგაზეთთან ამბობს, ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში საარჩევ

სოფიო ხორგუანი - მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება ჩაბარებული აქვთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს, არ გააჩნიათ ლიცენზია, კომპეტენციისა და საქმიანობის კონტროლი არასათანადოა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო ადგილას სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმა, რომელიც დაბინძურებული აღმოჩნდა - გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა ეს დროებითია,- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტული მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოს რეგიონების პრობლემაა. „მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება მინდობილი გვაქვს ისეთი

გიორგი გახარია - ბოდიშში ცუდი კი არაფერია, მაგრამ ბოდიშს ვის უხდი, რატომ უხდი, სამაგიეროდ რას ელოდები? - გამოდიან და ამბობენ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო

გინტური, ოთხოზორია, ტატუნაშვილი - ხმა ვერ ამოიღეს, ვერ დაიცვეს მოკლული საქართველოს მოქალაქეები და გამოდიან ამის მერე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბოდიში უნდა მოვიხადოთო. სამშვიდობო პოლიტიკა კი არა, ამას ჰქვია სამარცხვინო პოლიტიკა, - განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას. გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველში ტერ

ნათია მეზვრიშვილი - ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები? საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტების სქემა (ვიდეო)

ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები? საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტების სქემა... ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8572801599452672/

ნათია მეზვრიშვილი - არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე,არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა... როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას

არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს, რითაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება. "როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ

რიკარდ იოზვიაკი - საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება

საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სა

ნატალი ლუაზო - არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო - ევროპული პასუხი გვჭირდება

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა „ყველა სახის გაყალბებას“. მან ისაუბრა ქვეყანაში ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ საჭიროა ევროპული პასუხ

მეთიუ მილერი - გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას

გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ზოგ

გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციის ღონისძიებას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად. გახარია ამბობს, რომ ისინი მიიჩნევენ, პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი გზით უნდა აირჩიონ. მისი თქმით, მნიშვნელობა

რომის პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა

ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი. მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის ლეო XIV იქნება. პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“. ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა. იპნ

დმიტრო კულება - უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს

უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, მიწოდების შეთანხმებები განხორციელების პროცესშია. „ჩვენ გვაქვს წესი, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ მიწოდებაზე მანამ, სანამ მომწოდებელი ქვეყანა არ გააკეთებს განცხადებას ან არ შევთანხმდებით, რომ შეგვიძლია ამაზე საუბარი. მუშაობა ბევრ რამეზე მიმდინარეობს, დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან. უკვე მიღწეულია

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

თბილისის საკრებულოს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ინიციატივა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ეკუთვნის, რასაც მხარს, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატები უჭერენ. როგორც პარტიის „ანა დოლიძე ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულუკიძემ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საერთო ოპოზიციურ ალტერნატიულ შენიშვნებს და

აფხაზები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გმობენ

24 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები არ აღიაროს. შესაბამისად, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსული პასპორტებით სარგებლობენ, ევროკავშირი ვიზას არ გასცემს. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს, რომლის მიზანიც ,,მათი რესპუბლიკის“ საერთაშორისო იზოლაციაში

მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა

მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა. მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობა ბლოკადაშია და თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია. აქციის მონაწილეების თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ლაჩინის დერეფანში მოძრაობა 12 დეკემბრის შემდეგ ჩაიკეტა, როდესაც ადგილზე აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა რეგიონში სამთო მოპო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, აფეთქებების ხმა ისმის კიევშიც

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს. განცხადების თანახმად, ასევე მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა. ნოკილაევის მუნიციპალური ხელმძღვანელების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად ზელენსკი დღეს მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა. „ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაშ
×
×
  • შექმენი...