გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალ პაკეტში შედის 10 000-ზე მეტი ჭურვი Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის და ასევე შეჯავშნული ხიდგამდები Beaver.
გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა საზღვრის დაცვის ოთხი მანქანა, 20 000 სათვალე, 32 სატვირთო Zetros-ი, და ოთხი ნახევრადმისაბმელი.ახალ პაკეტში ასევე შედის რვა მილიონზე მეტი ვაზნა და თითქმის 40 მმ-იანი 27 000 ერთეული საბრძოლო მა
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, ამჟამად აშშ-ში მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის საირუს ვანსის სახელობის პროფესორს, გიორგი გახარიას მრჩეველს, ანალიტიკოსს, ნატალი საბანაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ნატა, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ცხელი ზაფხული იყო, მათ შორის საქართველოშიც და ამერიკაშიც, დარწმუნებული ვარ არდადეგებზეც ადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
დაგიკავშირდით ახალი პოლიტიკური სე
ორმა მუშამ ჩინეთის დიდი კედელი დააზიანა.
პოლიციის განცხადებით, ცენტრალური შაანსის პროვინციაში მუშებმა იმისათვის, რომ სამუშაოებამდე მანძილი შეემცირებინათ, ექსკავატორით გაიყვანეს ახალი გზა, რომლითაც პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელში "გაიარეს".
ჩინეთის დიდი კედელი არამხოლოდ "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, არამედ შაანსის პროვინციაშიც მას დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს.
მუშები, 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი, უკვე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ჩინეთის დიდი კედლი
„ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად „ოცნებას”დაეხმარა იმაში, რომ ამ კვირას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა კენჭისყრაზე საკითხი, ჩავარდება, რადგან 50 დეპუტატის ხმა არ ექნება.
ჩვენ საგამოძიებო კომისიას, როგორც სიმართლის დადგენის ინსტრუმენტს კი არ ვეწინააღმდეგებით. “ნაციონალური მოძრაობის” ამ დროს, ამ მოცემულობაში, ამ ფორმით დაყენებული საგამოძიებო კომისია ვერ დაადგენს ვერანაირ სიმართლეს და რატომ?
პირველი- შემოიტანეს საგამოძიებო კომისიის შექმნის
“საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი, მაშინ როცა ჯერ კიდევ გარდაცვლილებს ვეძებდით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მორალურად გაუმართლებელ ქმედებად მიგვაჩნდა.
მაშინ, როცა საპარლამენტო ბერკეტები გამოუყენებელი გაქვს, საგამოძიებო კომისიის შექმნა ფორმალურ-სამართლებრივადაც გაუმართავია.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ გვინდა ეს თემა პოლიტიკური მდგენელისგან იყოს სრულად დაცლილი.
ხვალ კენჭისყრაზე ამ საკითხის გამოტანა არის პირდაპირ ოცნების თამაში,
გახარიას გუნდს სურს სიმართლის დადგენა და ამ სიმართლის დადგენის რესურსი შენარჩუნებული რომ ყოფილიყო, ამიტომ მოუწია ზუსტად „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დახევა.
ინტერპელაცია ხომ ნაციონალური მოძრაობის მოწვეულია, თუ არ ქონდათ მოლოდინი სიმართლის დადგენის და თუ არ თვლიდნენ, რომ ინტერპელაცია შედეგის მომტანი იქნებოდა, მაშინ რატომ მოიწვიეს. ჩვენ ჩვენით მივუბრუნდებით საგამოძიებო კომისიის საკითხს, როცა კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ მინისტრი პასუხი
პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო გამოეყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გაერთიანებული ორი უწყების ერთდროულად მართვა უკიდურესად დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იწვევს მართვის პრობლემებს და აფერხებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. გლობალურმა დათბობამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა, ამ საკითხების აქტუალობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მკაცრი გარემოს დაცვითი პოლიტიკ
“ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამ საკითხზე დადგინდეს სიმართლე, დადგინდეს ჭეშმარიტება, მათ შორის ნებისმიერი საპარლამენტო ინსტრუმენტის გამოყენებით, მაგრამ ეს უნდა იყოს თამნიმდევრული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთ მხარის გადაწყვეტილებით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, "ოცნებამ" შეძლოს და ამ უმძიმეს ტრაგედიაზე თავისი პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალოს.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი
375309744_1198928058175919_1122801995081212257_n.mp4
რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც უკრაინის მხარეს გადავიდა და კიევს რუსული ვერტმფრენი „მი-8“ ჩაუყვანა, ჯილდოდ 500 000 დოლარს მიიღებს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე, კერძოდ კი ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ), მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, კუზმინოვს მიბაძონ. რუსი სამხედროებისთვის უკრაინის მხარეზე ტექნიკით გადასვლისთვის ჯილდოდ ფულადი თანხის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებითაა გათვალისწინებული.
კუზმინოვის და მისი პილოტ
პარტია “საქართველოსთვის” გამოვდივართ ინიციატივით მოხდეს მეთხილე ფერმერების მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება და მიღებული ზარალის ანაზღაურება ან სუბსიდირება, როგორც ეს დასეტყვილი ყურძნის ან კიდევ არასტანდარტული ვაშლის და ციტრუსის შემთხვევაში ხდება.
ჩხოროწყუ საქართველოსთვის
10000000_265823469665687_6622979163519490605_n.mp4
პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ კენჭი უყარეს უმრავლესობის დეპუტატების – დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დავით სერგეენკოს დეპუტატის მანდატი არ შეუწყვიტა, მაგრამ 68 ხმით მხარი დაუჭირა ქეთევან დუმბაძისთვის ულფებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეუთავ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ე.წ. მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ უწყების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ინალ არძინბას გადადგომის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის გუნდს განუცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს, 6 სექტემბერს, კიევს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ZN.ua დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიზიტის დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
ipn
სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები.
ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოვიდნენ. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 3 სექტემბერს კი ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში იაპონელ და იტალიელ მეტოქეებს მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც პოლონ
ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ლომჯარიამ განუცხადა, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და
მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება აქ, საქართველოში - IRI დებს მის ძალიან დიდ აქტივს არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაში. ველით, რომ გვეყოლება 30-დან 40-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, აგვისტოში, არჩევნების წინ, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“, ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, სტივ ნიქსმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „არასწორი რაღაცები“ სწორედ წინასაარჩვენო პერიოდში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილზე ადრე ჩახვიდე და იქ გარკვე
მთავარი არხის დირექტორი მისივე არხის შუადღის ეთერში ამბობს, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ.
მისივე მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ.
გაბუნია ამბობს, რომ ენმ ვაის (მელიას) და ვუის (ხაბეიშვილს) შორის არის გაყოფილი და ახლა ისინი მთავარი არხის გარეშე უნდა დალაგდნენ.
"[მთავ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, დაუშებელია პარლამენტში სადემონსტრაციოდ გაკუთვნილი ნივთების, ბანერების, სასტვენების შეტანა. ასევე, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანხმობის გარეშე.
პარლამენტში ქცევის წესები შალვა პაპუაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორია ახალი ქცევის წესი პარლამენტის ვიზიტორთათვის:
ბორჯომში 35 წლის მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა სიმაღლიდან ჩამოვარდნას. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.
როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინება, გარდაცვლილი შპს „ბესთ ბილდ გრუპში“ იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რედაქციამ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, აფხაზურ ტელეგრამ არხ D News Abkhazia- ცნობით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არძინბას გადადგომა, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია ოფიციალურ უწყებებს.
ასევე, არაოფიციალური ცნობების შესაბამისად, ინალ არძინბა მოსკოვში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში სამუშაოდ ბრუნდება.
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან არძინ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევრკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტმებრს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯოზეფ ბორელი საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს. ბორელი ქართულ მხარესთან ასევე განიხილავს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებს.
საქართველოში ვიზი
„აშშ-სთვის საქართველო ახლა სუსტი და არასანდო პარტნიორია“, – გვითხრა ეველინ ფარკასმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მაკკეინის ინსტიტუტის ამჟამინდელმა დირექტორმა, რომელსაც „ნეტგაზეთი“ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მე-7 კონფერენციაზე ესაუბრა.
ყოფილმა დიპლომატმა აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის უფრო ღია კომუნიკაციის საჭიროებაზე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საფრთხეებზე და ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველოს ჩამორჩენაზე გაამახვილა ყურადღება.
ფარკას
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.
სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით
ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება,- ასე ეხმიანება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის პროცესს იწყებენ.
მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მის ვალდებულებას ასრულებს.
„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რო
„სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“.
ორდღიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემებია ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება,