ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, ასევე განიხილოს ამ სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე.
რეზოლუციაში მოხსენიებულია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ნათქვამია, რომ შედეგად, საქართველო ახლა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისშია.
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ყოველთვის იყო გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორი
ჩეხეთის სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ფრანჩეტის, რომელიც უკრაინის თხოვნით 2021 წლის სექტემბერში, პრაღაში დააკავეს.
სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ არ არსებობდა რუსეთის მოქალაქის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა და მას პროკურატურა გაასაჩივრებს.
რუსეთის საელჩოს პრესმდივნის ნიკოლაი ბარიაკინის თქმით, ფრანჩეტი თავისუფლებაზე უნდა დაელოდოს საქმი
ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობა არ სურს თანამშრომლობა და თუ მთავრობა პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
კითხვაზე, რა კონკრ
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, საჭიროა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება.
„ვეთანხმები ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება სჭირდება. ამის უახლესი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ორგანოს, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მშვიდობას, თავმჯდომარეობს სახელმწიფო, რომელიც არღვევს გაერო-ს წესდებას და საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას“, - დაწერა იან ლიპავსკიმ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, გაერო-ს უშიშროების საბჭოშ
რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის - ეს წარწერა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტისას სამხედრო აღჭურვილობაზე გააკეთა, რითაც რუსებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
აღნიშნულის ამსახველი ფოტო პაველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მედიის ცნობით, ჩეხმა ლიდერმა წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში 28 აპრილის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩ
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 14 დეპუტატი იყო.
როგორც მედია წერს, ჩეხმა კანონმდებლებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც აშკარა მცდელობაა „პოლიტიკურ მიზნებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების გზით მიაღწიოს და შეესაბამება ტერორისტულ მეთოდებს“.
ამასთან, დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის
ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მოხმარდება, - ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ჩეხური პროექტის მიმართ უცხოელი პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
„ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელსაც ჩეხეთი შეიძენს. ასე გადაწყვიტა ევროკავშირმა. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ უკრაინისთვი
ჩეხეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ნატოს ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის დასრულებისთანავე იმსახურებს.
არჩევნების შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში პაველმა BBC-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად არის,“ ომის დასრულების შემდეგ ალიანსს შეუერთდეს, მისი არმია კი ევროპაში ყველაზე გამოცდილი იქნება.
,,უკრაინის არმია, ალბათ, ყველაზე გამოცდილი არმია იქნება ევროპაში. უკრაინა იმსახურებს იყოს დემოკრატიული ქვეყნების საზოგ
ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა რამზან ჩერხიგოვმა და კომპანია „აზიმუტის“ ხელმძღვანელმა ედუარდ ტეპლიცკიმ განიხილეს გროზნოსა და სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება.
„აზიმუტი“ არის ერთ-ერთი რუსული კომპანია, რომელიც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ რეისებს ანხორციელებს.
ნეტგაზეთი
რუსეთის ორი რეგიონის, ჩეჩნეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის აქტივისტები თანამემამულეებს მოუწოდებენ, რომ შევიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაებან რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რაც შემდგომში მათი ხალხების თავისუფლებისათვის ბრძოლით უნდა გაგრძელდეს.
კონკრეტულად ჩეჩნებს მიმართა საიხან მუზაევმა, რომელსაც მედია საქართველოდან დევნილად და ბერლინში 2019 წლის ტერაქტის შედეგად დაღუპული, ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მეგობრად მოიხსენიებს.
„ომის შემდგომ ჩვე
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
კერძოდ, საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა. ამის შედეგად, გამოცემის ინფორმაციით, შტაინმაიერს სამოქალაქო მოსახლეობასთან “სპონტანური საუბარი” ბომბსაცავში მოუწია.
დღეს მოგვიანებით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენ
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულთა რიცხვმა მიაღწია 148-ს, იტყობინება ოლქის ადმინისტრაცია 20 აგვისტოს.
საავადმყოფოში მოათავსეს 41 პირი, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
19 აგვისტოს სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერნიგნოვში დაიღუპა სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბავშვი.
თავდასხმის გამო დაზიანდა 500-მდე შენობა. რუსეთის არმიის ამ ქმედებას ქალაქის მერის მოვალეობის შე
ფოთის პორტის სატვირთო ტერმინალის სიახლოვეს ორი ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები სახლში მტვერს დღეში რამდენჯერმე წმენდენ. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ მათ ავეჯზე დალექილი მტვერი სხვანაირია - მძიმე და შავი. ზუსტად ისეთი, როგორიც გზის გადაღმა, 100 მეტრში პორტთან დაყრილი ტვირთის მთები აყენებენ.
მაგრამ ამ მსგავსებას ვერც ფოთის მერია ხედავს და არც გარემოს დაცვის სააგენტო აღიარებს. პორტის მახლობლად მცხოვრები ასი ოჯახი კი უკვე მესამე წელია, სუნთქავს მტვერს, რომელიც ტყვიას შეიცავს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებგვერდზე ნიკოლას მესნერის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ ძიუდოსა და მისი აღორძინების პერიოდზე მოგვითხრობს.
„საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილისთვის ყველაფერი ნათელია“, – აღნიშნავს წერილის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩისკი გამოთქვამს პირად მოსაზრებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა, ის აქვე ხაზს უსვამს, რომ უკიდურებად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, დავტოვო მანდატი – ამის შესახებ „დროებასთან” „ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს.
მისი თქმით, მანდატის დატოვების სურვილი აქვს, თუმცა დარჩება პარტიის ერთგულ წევრად.
ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო, გიორგი ხელაშვილი – ესენი არიან „ქართული ოცნების” ის სამი წევრი, რომლებმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს.
შოვში, მეწყერის განვითარების დღეს, 18 წლის სამირა ისაევაც იმყოფებოდა სამ მეზობელთან ერთად.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა.
„ბათუმელები“ სამირას ოჯახის წევრებს, მის ძმას და ბიძაშვილს ესაუბრა, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
„არ არის ეს ინფორმაცია სწორი, თითქოს სამირა თავის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. კავშირის საშუალება რომ ჰქონოდა, პირველ რიგში დედაჩემს ან მამაჩემს დაურეკავდა. მასწავლებლებს ყ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით კიდევ 10 პირი დააკავა.
როგორც უწყება წერს, აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები.
შსს-ის განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით,
ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს მეფედ აკურთხეს, მისი მეუღლე კამილა — დედოფლად. ცერემონია 6 მაისს, ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა 2 300 სტუმრის წინაშე, რომელთა შორის სხვადასხვა სახელმწიფოს 100 ლიდერიც იყო.
აღნიშნულს წინ უძღოდა მსვლელობა ლონდონის ბუკინგემის სასახლიდან სააბატომდე, კორონაციის შემდეგ კი მეფე და დედოფალი კვლავ სასახლეში დაბრუნდნენ.
პროცესისთვის თვალის მისადევნებლად ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ზოგიერთმა მოქალაქემ ადგილები წინა ღამით დაი
დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია გაიმართა. ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში დაიწყო და მას არქიეპისკოპოსი კენტერბერიელი ატარებდა.
მეფემ საკორონაციო ფიცი დადო. ჩარლზ III-ეს გვირგვინი, დიდი სახელმწიფო ხმალი, ორი სამეფო კვერთხი, წმინდა ედუარდის კვერთხი, საკორონაციო ბეჭედი, ასევე ჯვრიანი სკიპტრა და მტრედიანი სკიპტრა გადასცეს.
კორონაციის შემდეგ ჩარლზ III სამეფო ტახტზე ავიდა და მღვდელთმსახურებისგან, პერებისგან (მაღალი არისტოკრატია) და საკუთარი ოჯახის წევრებისგან ერთგულების ფიცი მიი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კოტე ჭილაიამ შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდებული 80 წლამდე კაცია.
პროკურორ ანა როყვას ცნობით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა. უწყება მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ანა როყვას თქმით, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომტკიცებულ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნიან და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.
პრემიერისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფოები ხშირად თავს არიდებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუ ის აღსრულების შესაბამისი მექანიზმებით არ არის უზრუნველყოფილი.
მათი თქმით, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლი სახელმწიფოებს შ
"შშმ პირების ცხოვრება მუნიციპალიტეტებში ძალიან მძიმეა."
სოფია ქაცივაძე , პარტია “გახარია საქართველოსთვის” ოზურგეთის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/OzurgetiForGeo/videos/1051224856533985/
„არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი”, – ამის შესახებ განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ავრცელებენ და ამბობენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ.
ხელმომწერები იხილეთ ბმულზე;
პროკურატურამ „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით ჭიათურის სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება.
„ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევე