Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.083.095

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. პრეზიდენტის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს. მათი ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც პრ

თავდასხმიდან ექვს თვეში სალმან რუშდი ახალ რომანს აქვეყნებს

სამშაბათს, 7 თებერვალს, გამოქვეყნდება მწერალ სალმან რუშდის ახალი რომანი "გამარჯვების ქალაქი" - დაახლოებით ექვს თვეში მას მერე, რაც ნიუ-იორკის შტატში მყოფ მწერალს თავის ლექციაზე მამაკაცმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. ეს თავდასხმა ფართოდ იქნა დაგმობილი, როგორც იერიში გამოხატვის თავისუფლებაზე. თავდასხმის შედეგად 75 წლის რუშდიმ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, მძიმედ დაუზიანდა მარცხენა ხელი. თავდასხმა მოხდა სამ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ირანმა მუსლიმებს რუშდის მოკ

ხომ შეიძლება „სვეტაფორები" ღამ-ღამობით გამოვრთოთ - ინჯია გომელაურს

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ მინისტრს მიმართა შეკითხვით, შეიძლება თუ არა, ღამის საათებში გამოირთოს შუქნიშნები. საქართველოს პარლამენტის წევრმა ასევე ისაუბრა გზებზე არსებული ბარიერების, ე.წ. „ბუგაროკების” აღებასა და ვიდეოკამერებით ჩანაცვლებაზე. ამ და სხვა შეკითხვებს პასუხს მინისტრი სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ გასცემს. publika

საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო – გახარია ნატო-ზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება. გახარიას თქმით, საქართველო უკრაინას ჩამორჩა ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო. „ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგს მიაღწია. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. სანამ ქართველი ხალხი ამისთვის იბრძვის, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ“, – წერს გახ

შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო. "2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შე

„დროებითი ხიდი, რომელიც შოვში დავამონტაჟეთ მდინარემ წაიღო, ვაწყობთ ახალს“ — ქარსელაძე

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო და ამჟამად სპეციალისტები სტიქიის ზონაში ახალ ხიდს ამონტაჟებენ: „ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთანაც. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო მდინარემ წაიღო და ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 23 დღის ბავშვია. ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

გორის ერთ-ერთ სოფელში მამამ ნაჯახით შვილი მოკლა

გორის მუნიციპალიტეტში მამა-შვილს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა სოფელ სობისში მოხდა, მოკლული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. ,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, გარდაცვლილს დაზიანებები მამამ ნაჯახით მიაყენა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. მომხდარის მიზეზად უთანხმოება სახელდება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956

უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა 18 იანვარს ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ავიაკატასტროფაში 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა. ავაკოვის თქმით, მასთან მივიდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები. მათ აინტერესებდათ ექვსი წლის წინანდელი დოკუმენტაცია ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტ

ისრაელი უკრაინას ირანულ დრონებთან საბრძოლველ სისტემებს გადასცემს

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ირანულ დრონებთან რადიო-ელექტრონული ბრძოლის (EW) სისტემების საექსპორტო ლიცენზიების გაცემა. ლიცენზიები განკუთვნილია უკრაინისთვის, რომელიც რეგულარულად ექვემდებარება რუსეთის მხრიდან ირანული წარმოების „კამიკაძე“ თვითმფრინავების იერიშებს. ამის შესახებ ისრაელის მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინის დელეგაცია ცოტა ხნის წინ ისრაელს ეწვია რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სისტემა წარმოშობს სიხშირეების ჩამხშო

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთთან სტუმრად გამართა და ერთი ბურთის სხვაობით გაიმარჯვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ხელბურთელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 მარცხდებოდა, თუმცა არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო უნგრეთის კარის მიმართულებით ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენე

პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა (ფოტოები)

პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა, - ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვკითხულობთ. განცხადებას planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:   ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა. ქალთა ორგანიზაცია 2022 წლიდან პლატფორმის სტატუსით იყო წარმორდგენილი, რომელმაც ქვეყნის 7 რეგიონში ქალთა საჭიროებების კვლევა განახორციელა. ქალთა ორგანიზაციის შექმნ

სერბეთის საგარეო უწყება - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის ტრაგიკული მეწყრის გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ შოვის ტრაგიკული მეწყრის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. "ჩვენი ფიქრები მსხვერპლთა ოჯახებთან და მეგობრებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას, სამაშველო ჯგუფს კი წარმატებებს ვუსურვებთ", - აცხადებენ სერბეთის საგარეო უწყებაში.

„მივხვდი, რომ უბრალო რამე არ იყო“ - როგორ იპოვეს ბავშვებმა 2700 წლის სკულპტურა ხორგაში

ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში აღმოაჩინეს ხარის სკულპტურა, რომელიც დაახლოებით 3 ათასი წლის უნდა იყოს. იგი ბავშვებმა მდინარეში იპოვეს. ამბავი დაახლოებით შვიდი წლის წინ დაიწყო, როდესაც მდინარე ხობისწყალში პატარა ბავშვებმა ხარის მომცრო ფიგურა იპოვეს და თავიანთ სათამაშოებს მიუმატეს. კარგა ხანი ერთობოდნენ, სანამ „სათამაშო“ ხორგელმა ზვიად კორტავამ არ შეამჩნია. რევაზ პაპუაშვილი და ზვიად კორტავა „დავინახე ხარი, ხარი ხომ სიმბოლოა და მივხვდი, რომ უბრალო რა

ზბიგნევ რაუ - ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ "ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან. "ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივად ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან“, - განაცხადა ზბიგნევ რაუმ მედიასთან საუბარშ

აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობა, დამატებით საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, 81 მმ ნაღმმტყორცნი ჭურვები და 120 მმ გაღარიბებული ურანის სატანკო ჭუ

ადგილობრივების ცნობით, სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა

გორის სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა. ამის შესახებ ადგილობრივებმა „მთავარ არხს“ განუცხადეს. მათივე ცნობით, მოზარდი გადარჩა და ახლა კარგადაა. „მთავარ არხის“ ცნობით, შემთხვევა გუშინ, 23 სექტემბერს, საღამოს მოხდა. „ბავშვი კარგად არის და გადარჩა. წუხელ, თამაშის დროს, შემოღობილი სადაც არის, იმაზე ხელის შეხების დროს გადაიტანა დენი და რომ არა ადგილობრივის დახმარება, შეიძლება ცუდი რამეც მომხდარიყო“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან“. ადგილობრივების ინფორმაციით,

შსს-ის ცნობით, ბათუმში აქციაზე 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს. „სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – აცხადებს შსს. რუსეთიდან წამოსული საკრუიზ

მიხეილ დაუშვილი - ეს ვთქვი ახლა მე, რატომ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს? ამით ატყუებთ მაყურებელს (ვიდეო)

''ეს ვთქვი ახლა მე? რატომ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს? ამით ატყუებთ მაყურებელს''. მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  368001078_310230408241258_1275732367824654836_n.mp4

შარლ მიშელი უკრაინელებს - თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ, ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები თქვენი თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის თავზე იფრიალებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს. "ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. მხარს დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ და თქვენი მომავალი ჩვენთან ერთადაა. ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები თქვენი თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის თავზე იფრიალებს", - აცხადებს შარლ მიშელი. უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაი

რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობში ხანძარია

რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობის ტერიტორიაზე ხანძარია. რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ადგილზე ფეიერვერკები ფეთქდება, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმის. ასევე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, შენობა ჩამოინგრა. ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა. „ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა. დაზარებულებზე ინფორმაცია არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა. ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მე

გახარია - მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუგონარი ამბავია, ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვთ - როდესაც ძალადობა ხდება მთავარი არგუმენტი შენი ხალხის მართვისთვის, ეს უკვე დიაგნოზია

ჩემზე თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფურად შეიარაღებული ხალხის ორგანიზებული თავდასხმა და, რა თქმა უნდა, ამ თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ეს ჩვეულებრივი შურისძიებაა და ამის მეტს მე საერთოდ აღარ ვაპირებ საუბარს. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი ძალადობის ფაქტიდან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება. ათობით და ასობით ახალგაზრდაზე იძალადეს ნიღბიანმა ადამიანებმა. რამდენიმე ადამიანი ვიცი, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებიც დღესაც მკურნალობენ, როცა ერთი ო

ევროკავშირი ახალ სანქციებში აფართოებს რუსეთზე ტვირთების გატარების აკრძალვას

ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტში აფართოებს რუსეთზე ტვირთების გატარების აკრძალვას. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს ახალი სანქციების საკითხებში გათვითცნობიერებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. ვარაუდობენ, რომ მესამე ქვეყნებში რუსეთის გავლით ტვირთის გადაზიდვა მთლიანად არ აიკრძალება. შეზღუდვები, როგორც ჩანს, შეეხება ზოგიერთ ტექნოლოგიასა და ტექნიკის სახეობას. როგორც სააგენტო წერს, პოლონეთი, ესტონეთი და ლიეტუვა ევროკავშირისგან მოითხოვენ, მთლიანად აიკრძალოს რუსეთის გავლით ისეთი ტვირ

ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს. „დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მ
×
×
  • შექმენი...