Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.558
  • comments
    0
  • views
    762.203

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დიმიტრი ცქიტიშვილი - 20 იანვარიც მოდის და არაფერიც არ შეიცვლება - მერე იტყვიან, რომ დონალდ ტრამპიც „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ქვეშ მოექცა

უნდა ითქვას, რომ „გავრილოვის ღამეს“, ერთი მხრივ, ლეგიტიმური პროტესტი იყო და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაც ფიქსირდებოდა, თუმცა ეს არ იყო სისტემური ძალადობის შემთხვევა. [რაც შეეხება მერაბიშვილს], 2007 წელს სააკაშვილი ეშმაკურად გადადგა და ხელახალი მანდატი მიიღო. ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა პროცესმა ვითარება განმუხტა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხ

აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს. კერძოდ, სანქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ადმინისტრაციის მინისტრს, ანტალ როგანს შეეხო „კორუფციაში მისი ჩართულობის გამო”. „მისი სამთავრობო პოზიციებზე, მათ შორის ორბანის კაბინეტის ადმინისტრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, როგანი, ცნობებ

Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს

სოციალური ქსელების გიგანტი Meta ფაქტების გადამოწმების ამჟამინდელ პროგრამას წყვეტს და X-ის მსგავს „საზოგადოების შენიშვნების“ პროგრამაზე გადადის. ამის შესახებ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს თავისუფალი გამოხატვის გარშემო. ჩვენ ვცვლით ფაქტების შემმოწმებლებს Community Notes-ით, ვამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და ყურადღებას გავამახვილებთ შეცდომების შემცირებაზე“, — თქვა მარკ ცუკერბერგმა. ცვლილება გავლენას მოახდე

რას წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში პროევროპული აქციის მონაწილე რეზო კიკნაძე

პროევროპული აქციების მონაწილე რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აგზავნის. TV პირველისთვის გაგზავნილ წერილში ის აღწერს მისი დაკავების დღეს – “ყველაზე საშინელი დღე ჩემთვის”. ის, ასევე, ჰყვება სასამართლო სხდომაზე, სადაც მოსამართლე მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. “ჩემი დაკავება, რეალურად, მოხდა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირდაპირ გასატარებელი ავტომატების წინ, მაგრამ მათ გააყალბეს ოქმები და ჩაწერეს, ვითომდა დამაკავეს ლისზე. ანუ ადგილზე, სადაც ცხოვრებაში ერ

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი - „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა - ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები: „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა. მიზეზი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში ყოფნაა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს. „ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ, 8, 9, 20, 21/01 „მე გადმოვცურავ ზღვას"; 13 / 01 " ალუბლის ბაღი"; 22 /01 „მეფე ლირი" გაუქმდა. ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე TKT.GE ( ხვალ გაიხ

გიორგი გახარია - გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს, განსაკუთრებით მინდა მივულოცო უკანონო პატიმრებს და ოჯახებში მალე დაბრუნება ვუსურვო!

გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! დღევანდელი დღე, როგორც სიყვარულისა და სიხარულის სიმბოლო, განსაკუთრებული იმედია თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით მინდა მივულოცო უკანონო პატიმრებს და ოჯახებში მალე დაბრუნება ვუსურვო! გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

უდესიანი: მათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან

კიდევ ერთი მოქალაქე, თათია უდესიანი წერს, რომ ათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან. მისი თქმით, მოტივი მხოლოდ ისაა, რომ საჯარო განცხადებაზე ხელმომწერია – „იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება“. უდესიანი წერს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში „სასწრაფოდ შესული ცვლილების საფუძვლით“, 31 დეკემბრის ღამეს აცნობეს, რომ ერთი თვის ვადაში დაწესებულება ცალმხრივად წყვეტს მასთან შრომით ურთიერთობას. კა

ადვოკატის თქმით, პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის და სხვების საქმის გადადებას ითხოვს

პროკურატურა ითხოვს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული, 12 მარტისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს იმ იურისტთა ჯგუფის სახელით, რომელიც დაკავებულ მომიტინგეებს იცავს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა. “შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმ

სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტმა სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა. „პრეზიდენტი ზურაბიშვილი განასახიერებს პოლიტიკურ სიმამაცეს და კისინჯერის სტიპენდიის სახელმწიფოებრიობის იდეალებს“, — განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა. კისინჯერის სტიპენდია მხარს უჭერს მაკკეინის ინსტიტუტის პერსონაჟებზე ორიენტირებული ლიდერობის პროგრამების ძირითად ღირებულებებს და ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფ

ჯო უილსონი - მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა - რეალობად ქცევის მიზნით დონალდ ტრამპთან ერთად მის მუშაობას მოუთმენლად ველი

მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. „მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. ამის რეალობად ქცევის მიზნით დონალდ ტრამპთან ერთად მის მუშაობას მოუთმენლად ველ

შსს - პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტზე 2 პირი დააკავა - ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ცხედარი კი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი - ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით

ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა. „ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის

რას ჰყვება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი ტურისტი ქალი

ვრცელდება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი რუსი ტურისტი ქალის მონათხრობი თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით, სადაც ის ჰყვება, რომ მას და მის მხლებელ მამაკაცს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელები გზაზე მანამდეც უტრიალებდნენ წყვილს და მათ შორის კომუნიკაციაც შედგა. პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სოფელ ნაკრასთან დაესხნენ თავს რუს წყვილს. წყვილი მესტიისკენ ზუგდიდიდან შკოდას მარკის ავტომობილით მგზავრობდა. პოლიცია ეძებს მსხვერპლ მამაკაცსაც, რომლ

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა - საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მთლიანად რუსეთისკენ ტრიალდება

არ მსურს ბანალური აზრების გამოთქმა, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ის ამას აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები, - ტელეარხ FREEDOM-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველო, რომელიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე იდგა, რუსეთისკენ ტრიალდება. „მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მ

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი ზვავდამცავი გვირაბის შემოვლ

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილი საელჩოს „ფეისბუქზე“ ვრცელდება. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვ

სალომე ზურაბიშვილი - პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ - გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს და ახალი არჩევნები!

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ახალი არჩევნები. „ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩ

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია.  მამულიას და ჯაფიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლის მესამე ნაწილით, „წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ”, არის აღძრული. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ოკუპირე

ჯო უილსონი - მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, არ წავიდეს თბილისში ამ დროს

მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს. „ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი. ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმა

პია კაუმა - გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო

დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა X-ზე წერს. „ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა.   იპნ

ბრიტანეთის ელჩი - განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს. ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.

კახაბერ ქემოკლიძე კაუმას დაგეგმილი ვიზიტის შესახებ -ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამ ვიზიტის გადაფასება და არ მიეცემა "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა (ვიდეო)

ეს არის უდროო ვიზიტი, რომელსაც ნეგატიური გამოხმაურება აქვს თვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან.   ახლა პოლიტიკური ექსპერიმენტების დრო არ არის, მეტი მკაფიოობაა საჭირო ევროპული ინსტიტუციების მხრიდან.     ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამ ვიზიტის გადაფასება და არ მიეცემა "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა.     კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.fac

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ | დაწყებულია გამოძიება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, დამატებითი დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.   პუბლიკა

საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი

გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა საპოლიციო ღონისძიებებზე „ოცნების“ პროპაგანდას უპასუხა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ინტერვიუ ამჯერად „რადიო თავისუფლებას“ მისცა, რომელშიც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების და უწყების მართვის სისტემის შესახებ. შაიშმელაშვილმა უპასუხა „ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს ქართული პოლიცია აქციებს ევროპულ და ამერიკულ პოლიციაზე მაღალი სტანდარტით არბევს. თბილისში პროევროპული მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლ
×
×
  • შექმენი...