Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.088.080

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანა გადაიყვანეს ევროინტეგრაციის გზიდან... რუსული კანონის მიღებით კი, ქვეყანაში გააფორმეს ავტორიტარიზმი და საგარეო კურსის ცვლილება (ვიდეო)

ქვეყანა გადაიყვანეს ევროინტეგრაციის გზიდან. რუსული კანონის მიღებით კი ქვეყანაში გააფორმეს ავტორიტარიზმი და საგარეო კურსის ცვლილება. ჩვენი ფოკუსი უნდა გასწორდეს არჩევნებზე, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/441710145168572/

აქციების დროს პოლიციის მხრიდან დარღვევებზე 138 შეტყობინება მივიღეთ, დაზარალებულად ცნობილია 10 პირი - საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილ-მაისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტზე 138 შეტყობინება მიიღეს და უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყეს. „გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 137 პირი (13 ჟურნალისტი), ხოლო 78 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა (ამ დროისთის მხოლოდ 1 ექსპერტიზის დასკვნაა მოსული)“, –

გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა - საქართველო-თურქეთს შორის ანგარიში 1:1 ფიქსირდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაბლოზე საქართველო - თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს არღვევს და თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს არ ასაჯაროებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა. მათივე ცნობით, ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგი

გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების შეხვედრა ლისისა და სოფელ მსხალდიდის მოსახლეობასთან (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შეხვედრა ლისისა და სოფელ მსხალდიდის მოსახლეობასთან  

ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.­ ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის. “ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, - განაცხადა ბექაურმა.   გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც. “უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ქართველ ხალხს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ახლა დავრწმუნდი

ბექა ლილუაშვილი - ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება (ვიდეო)

ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840030884432760/

"ჯეკი ჩანი მისწორებს თმას პარაოლიმპიური დაჯილდოების ცერემონიამდე," - წერს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს

"ჯეკი ჩანი მისწორებს თმას პარაოლიმპიური დაჯილდოების ცერემონიამდე," - წერს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.   An-e-8PG-p5nk3Odp9-Kbmo2AgtPVtYK7EpuCFymO0RZm5RBOIW9BuEaj3gsUDb8gybtr5Q-Sai6iJl08MrTdh3p.mp4

საელჩოში ამბობენ, რომ კობახიძეს მიწვევა „მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო" გაუუქმეს

აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურ მიღებაზე მიწვევის გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ ეს შედეგია მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების. აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციი

გიგა ფარულავა - ჩვენ ვატარებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. კარდაკარის პრინციპით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ამომრჩეველს ვხვდებით და ვაცნობთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რაც შეეხება ამომრჩევლების განწყობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არის პოზიტიური

ჩვენ ვატარებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. კარდაკარის პრინციპით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ამომრჩეველს ვხვდებით და ვაცნობთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რაც შეეხება ამომრჩევლების განწყობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არის პოზიტიური. ამომრჩევლების უმრავლესობა მზად არის, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და მიდიან იმ განწყობით, რომ მოხდეს რეალური ცვლილება. ამ განწყობის მიუხედავად “ ოცნება” პარალელურად, თავის ჩვეულ რეჟიმში ცდილობს დააშინოს ამომრჩეველი და სოციალურად დაუცველებიდან დაწყებული, საჯარ

სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“ 20 ოქტომბერს, თბილისში მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აორგანიზებს

სადამკვირვებლო კოალიციის - „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, კოალიცია 20 ოქტომბერს, თბილისში მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აორგანიზებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. „უპირველეს, ყოვლისა აღვნიშნავთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ მიღებული უკანონო გ

ეუთო/ოდირი - წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი

გახარია ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც „სრულად აპოლიტიკური" იქნება

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც სრულად აპოლიტიკური იქნება. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ დროებით მთავრობაში ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან” „აფილირებული” პირი იქნება, ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ. ის, ასევე, საუბრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილ და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელმოწერილ „ქართულ ქარტიაზე” და აღნიშნავს, რომ მისთვის რიგგარეშე არჩევნები გაუგებარი და აუხსნელია. „ტექნიკური მთავ

ნათია მეზვრიშვილი - ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები? საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტების სქემა (ვიდეო)

ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები? საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტების სქემა... ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8572801599452672/

გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შუექმნის, რადგან მისთვის ის უკვე “ტვირთია“

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შუექმნის, რადგან მისთვის ის უკვე “ტვირთია“. “რაში მჭირდება მე დღეს ივანიშვილი - არაფერში“, - თქვა გახარიამ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“. ტვ პირველი

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას

ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას. დღეს, ჩვენ ვდგავართ იმ მოცემულობის წინაშე, როდესაც არა მხოლოდ დემოკრატიისთვის გვიწევს ამ ნაბიჯების გადადგმა, დემოკრატიის დაცვა ამ ქვეყანაში, არამედ გვიწევს დავიცვათ თითოეული ჩვენთაგანის ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური მდგომარეობა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/360635610406003

გიორგი გახარია - "ოცნება" ძალიან ცდება, თუ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში, მათ რაიმე შეუმსუბუქდებათ - პირიქით,  საქართველოსთან ამერიკის პოზიცია უფრო გამკაცრდება (ვიდეო)

მათ (ქართულ ოცნებას) წარმოდგენა არ აქვთ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში. "ოცნება" ძალიან ცდება, თუ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში, მათ რაიმე შეუმსუბუქდებათ - პირიქით,  საქართველოსთან ამერიკის პოზიცია უფრო გამკაცრდება.  გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი. ვიდეო: https://www.facebook.com/reel/2239494939758384

პიტერ ფიშერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს. შესაბამის განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა. “პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეებ

საჯარო პროტესტის შემდეგ კალაძემ თანამდებობის დატოვება მომთხოვა – ნინია მაჭარაშვილი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორის, ნინია მაჭარაშვილის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ კრიტიკის გამო თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ნინია მაჭარაშვილის ცნობით, გაერთიანების დირექტორის განთავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246 თანამშრომელი აპროტესტებს „საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება, ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. იპნ

„ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები“ - პრეზიდენტი ჯორჯა მელონის ესაუბრა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის ესაუბრა. X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ზურაბიშვილი წერს, რომ ამხილა საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე ჩავიდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ზურაბიშვილი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს.   პუბლიკა

ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს. „ლატვიის პერსონა ნონ გრატთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, - წერს ბრაჟე.   იპნ

თეონა აქუბარდია - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისათვის, ეს არის პოლიტიკური ძალის მთავარი დანიშნულება და აქ ახალი არაფერი არ არის

ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისათვის, ეს არის პოლიტიკური ძალის მთავარი დანიშნულება და აქ ახალი არაფერი არ არის.   თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.     სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/wTJGco3a5Es

შმიჰალი: უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ კიევმა 18 ოქტომბერს ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება - პირველი ტრანში 5-მილიარდიანი პაკეტისა, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გამოუყო ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო. „ეს დამატებითი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში. კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - დაწერა შმიჰალმა „ტელეგრამში“. შმიჰალის თქმით, უკრაინამ წელს მთლიანობაში 4,2 ევროს მოცულობის მაკრო-სა

ოკუპირებულ ცხინვალში საზოგადობრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მარშრუტებზე არ გავიდნენ ოკუპირებულ ცხინვალში. ამის მიზეზად მათ დაბალი ხელფასი და ამ ხელფასის დაგვიანება დაასახელეს. საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დირექტორმა ალბერტ დუდაევმა სააგენტო „რეს"-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ მძღოლების ხელფასი მრავალი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მაქსიმალური ხელფასი 8000 რუბლია (დაახლოებით 350 ლარი). „მძღოლები საათობრივი ანაზღაურებით თვეში ორ კვირას მუშაობენ. მ
×
×
  • შექმენი...