Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.082

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეტევა ზაპოროჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა. ამ დროისთვის ზარალისა და მსხვერპლის შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება. ამასთან, 5 დეკემბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა კრივოი როგი დაბომბეს. უკრაინული მედია წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით 64-ჯერ დაბომბეს სუმის

რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იტყობინებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა

1-ელი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ

1-ელი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კომერციული ბანკების საზედამხედველო ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადასვლა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიით იყო გათვალისწინებული. „ფასს-ზე გადასვლით საბანკო სექტორის საჯარო და საზედამხედველო ანგარიშგებ

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყ

უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 116 მებრძოლი, მათ შორის, მარიუპოლის დამცველები დაიბრუნა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ 116 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება შეძლო. „ტყვეების კიდევ ერთი დიდი გაცვლა. მოვახერხეთ 116 ჩვენიანის, მარიუპოლის დამცველების, ხერსონის პარტიზანების, ბახმუტის მიმართულებით მოქმედი სნაიპერების და სხვა ჩვენი გმირების დაბრუნება“, - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, დღეს დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და ს

ანა ბუჩუკური - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პარლამენტში დისკუსიის გახსნაც კი, ევროკავშირის მიმართ წინააღობაა, რადგან ეს არის რუსული მექანიზმის გადმოღების მცდელობა

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  პარლამენტში დისკუსიის გახსნაც კი, ევროკავშირის მიმართ წინააღობაა, რადგან ეს არის რუსული მექანიზმის გადმოღების მცდელობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტყუა, თითქოს, ეს იყო ამერიკული კანონი. „საქართველოს ხელისუფლება ტყუილში თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა ამხილა. თავის დროზე, FARA ამერიკაში იმიტომ მიიღე

ალექსანდრე ლუკაშენკო - როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს, თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“

პოლონელებს და ლიეტუველებს ჩვენნაირი დიქტატურა სურთ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთისა და ლიეტუვის ხალხის სურვილები მათი მთავრობების ქმედებებს არ ემთხვევა. „როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს და თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“. მაგრამ ლიეტუვისა და პოლონეთის ხალხის სურვილები მათი მთავრობების სურვილებსა და ქმედებებს არ ემთხვევა, მაგრამ ხალხი გაერკვევა. პოლონელები ხ

ანა ბუჩუკური - პლენარულ სხდომაზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას

პლენარულ სხდომაზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, ისევე, როგორც წინა კვირას, პარტია სრული შემადგენლობით მზად არის, შეიქმნას საგამოძიებო კომისია. „სასამართლოს საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ და არც მაქვს სურვილი, ვაგო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე

სენაკში ქუჩები და სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, სენაკში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც და ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სენაკის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე — მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ

დმიტრო კულება - რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება. მისივე თქმით, სექტემბერი შავი ზღვის ინიციატივასა და მშვიდობის ფორმულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე გახდება. „ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. და ეს, თითქმის ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, დაუბ

წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს

1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს სრულად: http://tbl.ge/6jow ტაბულა

რომის პაპი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ღაზაში ტყვეების გათავისუფლებისკენ - გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი, ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს

რომის პაპი ფრანცისკე ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ვფიქრობ უამრავ ადამიანზე, რომლებიც იტანჯებიან, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტყვეების გათავისუფლებისკენ. გთხოვთ, პატივი სცეთ ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, რათა უზრუნველყოთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა მთელი მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე გამოსვლისას. მისი თქმით, „დიდი მწუხარებით ადევნებს თვ

პრეზიდენტი - ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. „ევროპა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. მადლობელი ვარ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დასკვნითი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირ

არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე არ რეაგირებს. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლება არა მხოლოდ არ იძიებს და ნაბიჯებს არ დგამს სანქცირებული პირების წინააღმდეგ, არამედ მათ ხელს აფარებს. 51 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციის 13 ქალი დეპუტატი ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. „ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ცივილიზაციური და ისტორიული არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (90% საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ მიაღწიოს დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობასსტაბილურ და მშვ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „დღის წესრიგს მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯები, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე ევროკავშირის მიერ ჩვენს ქვეყნებში რეფორმებისა და განვითარების მხარდაჭერის განხილვა წარმოადგენს“, - წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი - მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს

მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის ხელმძღვანელმა სანდრო ქევხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, თუმცა, „ელიტური კორუფციის“ პრობლემა აქტუალურად დგას. „ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, ამ მხრივ, ასე თუ ისე, პრობლემა მო

საქართველოდან ყველაზე ხშირად საყიდლებზე გადიან, ყველაზე მეტჯერ — თურქეთში

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან 397.6 ათასი იყო ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტ

გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ჯამში ვეღარ მიიღონ 50% (ვიდეო)

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ჯამში ვეღარ მიიღონ 50%”  გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  405775544_309196335278844_7897349048746743639_n.mp4

„არა ბავშვთა ნიშნობასა და ქორწინებას!“ — აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

ქალთა უფლებადამცველმა ფემინისტურმა ორგანიზაცია „საფარმა“ და „ქალთა მოძრაობამ“ დღეს, 25 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის წინააღმდეგ. „საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის შემზარავი ამბები ბავშვთა ქორწინებისა, იძულებითი ნიშნობისა და ქორწინებისა, 16 წლამდე გოგოების მშობიარობისა და ბოლოს 14 წლის აითაჯის მკვლელობისა “ქმრისგან“, — აცხადებენ ორგანიზატორები. აქცია ბავშვთა

ბექა ლილუაშვილი - ახლა საზოგადოება „ქართული ოცნების“ „ფერისცვალებას“ აკვირდება, თითქოს ყველაზე პროევროპულები გახდნენ, მაგრამ ისინი ქმნიან ილუზიას

ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს, ან ამას გააკეთებენ და ქვეყანას დააბრუნებენ დემოკრატიული მმართველობის ჩარჩოში, რაც ნიშნავს სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარების შედეგად შენარჩუნებულ ძალაუფლებას, ან მათ მოუწევთ ამ საზოგადოების უზარმაზარი მობილიზების საფუძველზე და შედეგად ამ ძალაუფლების დათმობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ახლა ქართული საზოგადოება „ქართული ოცნების“ „ფერისცვალებას“ აკვირდება, თ

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან - მარტვილი საქართველოსთვის (ფოტორეპორტაჟი)

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან მარტვილი #საქართველოსთვის  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

ევროპაში, წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “სასწრაფო” ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, 2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. განცხადებაში ისინი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, “სასწრაფოდ” დაიწყონ იმუნიზაციის კამპანიები. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 2023 წ

ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ - მათ ზუგდიდის საკრებულოს აღებაც რეიდით სურთ

ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით

ანტირუსული პროტესტი ქუჩაში და მისი მედია გაშუქება

ტატა ხვედელიანი და იაკობ ჯანგავაძე  თბილისში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაზე, ამ პროტესტის თავისებურებებსა და მის გაშუქებაზე    
×
×
  • შექმენი...