Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.153

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიხეილ დაუშვილი - სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ახალი პროპაგანდისტულ-პიარული ხაზის დალაგების ნიშნებს ატარებს - სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე მსგავსი შინაარსის განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა. როგორც დაუშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ნახა, ამიტომ ფაქტებისა და მტკიცებულებების

მიხეილ დაუშვილი - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ

ისეთი ნაგვები არიან [„ნაციონალური მოძრაობა“], ურჩევნიათ თავიანთი თავი დააზარალონ, ოღონდ არ დაუშვან, რომ ვინმე სხვა გაძლიერდეს, ამის გამო გვაბრალებენ, გახარიასთან კოალიცია გვაქვსო - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას პარტიაში დაინახა მთავარი საფრთხე, რომ „მეორე ადგილიდან ჩაჩოჩდეს

მიხეილ დაუშვილი - საინტერესოა, რას ემსახურებოდა დავით კეზერაშვილის ინტერვიუ, რადგან უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო

სერიოზულად მეკითხებით, დავით კეზერაშვილი გვაფინანსებს თუ არა?! - სისულელეა! ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა. მისივე თქმით, საინტერესოა, რას ემსახურებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინტერვიუ, რადგან კითხვა უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო. „პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. მიუღებელია ჩრდილიდან გაურკვეველი წარმომავლობის ფულით პროცესების მართვა და კეთება. ამას უნდა ვ

მიხეილ დაუშვილი - სააკაშვილის მმართველობისას უმძიმეს ვითარებაზე არავინ ვდავობთ, პრობლემა ის არის, რომ „ოცნების“ მოქმედებების გამო პარტნიორებმა საკითხი ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაიტანეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არავინ დავობს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იყო. მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ქმედებებით პარტნიორებში კითხვები გააჩინა, რამდენად დაცულია სააკაშვილის ჯანმრთელობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. როგორც დაუშვილი ამბობს, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს პარტნიორებს სააკაშვილის საკითხი მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში აქვთ გადატანილი. „არავინ ვდავობთ ი

მიხეილ დაუშვილი - როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა სააკაშვილიც - წარმოიდგინეთ, ისეთი ტყუილი იყო, რომ საელჩოს დასჭირდა, საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ იტყუებაო

როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც - ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი განსახილველი თემა საერთოდ არ ყოფილა. „როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყვე

მიხეილ დაუშვილი - რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ, პასუხს აგებენ

რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ ქვეყანას, ამაზე პასუხს აგებენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ ევროკომისიის ზეპირი ანგარიში, რომელსაც დღეს წარადგენენ, პოზიტიური იქნება. „მოლოდინები სამწუხაროდ, პოზიტიური არ არის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, „ოცნებას“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ამიტომ, სამწუხაროდ, იმის მოლოდინი, რომ

მიხეილ დაუშვილი - რაჭაში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია

რაჭაში მომხდარზე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მაშველების მხარდაჭერა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდება. რაც შეეხება კითხვებს, თუ რამდენად მზად იყო ხელისუფლება დროული რეაგირებისთვის, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენცია და მსხვერპლის თავიდან აცილება, დაუშვილმა არ უპასუხა. „სანამ ერთი ადამიანის გადა

მიხეილ დაუშვილი - რაც გააკეთა "ოცნებამ" და თურნავამ - შეასრულეს რუსული ბრძანება (ვიდეო)

“აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა, როგორც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ოლიგარქი, რომელიც ემსახურება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას. შესაბამისად, როცა იღებ ბრძანებას, რომლითაც იცავ ფარცხალაძეს და არა მხოლოდ მას, ამით ავტომატურად აკეთებ რუსულ საქმეს. რაც გააკეთა “ოცნებამ” და რაც გააკეთებინა თურნავას, ამით მოემსახურა რუსულ საქმეს, ანუ შეასრულეს რუსული ბრძანება.” მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  380342442_684773199911062_7777315380249

მიხეილ დაუშვილი - პრეზიდენტთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით - არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა

პრეზიდენტის ნაწილში, ის, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დაუშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით უნდა შექმნას თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ერთობა

მიხეილ დაუშვილი - ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ხელისუფლებისგან ადეკვატური და სწორი ინფორმაცია არ აქვთ, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. „ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. ამ პა

მიხეილ დაუშვილი - ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, მის განცხადებებს კი ვიზიარებ - სამწუხაროდ, „ოცნებამ“ დემოკრატია გაანადგურა

ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა - მის განცხადებებს ვიზიარებ. სამწუხაროდ, "ოცნებამ" დემოკრატია გაანადგურა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც კონგრესში ნატა საბანაძის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, სანქციებთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნატა საბანაძის განცხადებებს ეთანხმება. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნატა საბანაძეს ათას სიბინძურეს

მიხეილ დაუშვილი - მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო - ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა?

მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო - ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა? - ეს განცხადება მედიასთან პარტიას "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა. კითხვაზე, სახელმწიფომ მამუკა ხაზარაძისგან უნდა მოითხოვოს თუ არა 600 ათასი დოლარის გადახდა, დაუშვილმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფომ ხარჯი გასწია, ლოგიკურია, რომ ხარჯი წაგებულმა მხარემ აანაზღაუროს. "ამაში გასაკვირი რა არის?

მიხეილ დაუშვილი - მოკავშირე სახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, გადასარევად იციან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მიხედვით მიიღებენ

მოკავშირე სახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, გადასარევად იციან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მიხედვით მიიღებენ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. „წელიწადნახევრის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქია, ამიტომ ახალს არაფერს ვისმენთ და როგორც ჩანს, ჩვენმა მოკავშირე სახელმწიფოებმა ეს ყველაფერი გადასარევად იციან. სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ტვირ

მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს დროულად დაბრუნების საშუალება მიეცეთ

მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნება ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფინანსური კუთხით. "ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში რაც ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ და სადაც სჭირდებათ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს არის ის, რომ ვისაც სურვილი აქვს ქვეყანაში

მიხეილ დაუშვილი - მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება

უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და თავიანთი განცხადებებითა და მოქმედებებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ვერ დაუახლოვდეს დასავლეთს, ვერ გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება და ითვალ

მიხეილ დაუშვილი - მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებით და მოქმედებებით რომ სარგებლობს ძალიან ხშირად "ქართული ოცნება", ეს უკვე მოცემულობაა (ვიდეო)

"მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებით და მოქმედებებით რომ სარგებლობს ძალიან ხშირად "ქართული ოცნება", ეს უკვე უბრალოდ მოცემულობაა."   ”ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რატომ თამაშობენ ოცნების თამაშს? საჭირო დროს რატომ გამოჩნდებიან და ყველაზე მეტად რომ უჭირს ოცნებას, მაშინ რატომ მოაქვთ ეს მაშველი რგოლი? “ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - მიხეილ დაუშვილი 356615040_263666482917601_7906528792947620498

მიხეილ დაუშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით - ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ და თავი დაანებონ ქვეყნის დაზიანებას

დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. დაუშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები, წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ყველა ზიანდება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებაზე” და მის მესვეურებზეა, რომ გონს მოეგ

მიხეილ დაუშვილი - მიგვაჩნია, რომ იურიდიულ კომიტეტზე ე.წ. აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა დარღვევებით განხორციელდა

მიგვაჩნია, რომ დარღვევებით განხორციელდა იურიდიულ კომიტეტზე აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხდება ძირითად კანონპროექტებთან ერთად ალტერნატიული კანონპროექტის დაინიცირება, წამყვანი კომიტეტი იხილავს ორივე კანონპროექტს. „იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი კანონპროექტების განხილვა დასრულდა წამყვან კომიტეტზე და ბიურომ ჩვენი ალტერნატიული კა

მიხეილ დაუშვილი - მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანით „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება

იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე და მომავალ აქციებზე - ამით „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე - თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებს, ოპოზიცია აქციებს აანონსებს. დაუშვილის თქმით, ნაცვლად რეალური საკითხებისა, ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზეა

მიხეილ დაუშვილი - მე ბოდიში არავისთან არ მაქვს მოსახდელი - როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო

მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს - როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მის მიერ დასმული კითხვა განმარტა. დეპუტატის თქმით, მან კითხვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დასვა. „მე არ მინდა

მიხეილ დაუშვილი - მამუკა ხაზარძემ ხალხის ფულით რომ გადაწყვიტა თავისი პროექტის მშენებლობა და უარი მიიღო, ამის შემდეგ გახდა ოპოზიციონერი (ვიდეო)

მამუკა ხაზარძემ ხალხის ფულით რომ გადაწყვიტა თავისი პროექტის მშენებლობა და უარი მიიღო, ამის შემდეგ გახდა ოპოზიციონერი.  მიხეილ დაუშვილი - პარტია „საქართველოსთვის" daushvili.mp4

მიხეილ დაუშვილი - კორუფცია და კორუფციასთან ბრძოლა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ყოველთვის ვილაპარაკებთ და უკომპრომისოები ვიქნებით (ვიდეო)

"კორუფცია და კორუფციასთან ბრძოლა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ყოველთვის ვილაპარაკებთ და უკომპრომისოები ვიქნებით."  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1459175771662307/

მიხეილ დაუშვილი - კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და მერიაში სისტემური პრობლემების შესახებ საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს

კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ იხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი ცხრა პირის დაკავების შესახებ, სამწუხაროდ, „ოცნება“ ცალკეული პირების დაკავებით, ცდილობს შექმნას რეაგირების მოჩვენებითი განცდა

მიხეილ დაუშვილი - კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ

კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის. მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს. „კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფო

მიხეილ დაუშვილი - კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება

სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. დაუშვილის თქმით, ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. „სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სტატუსი მივიღოთ. ამიტომ, დღეს ქვეყანას ყველაზე ნაკლებად რაც სჭირდება, არის პოლარიზაცია, და
×
×
  • შექმენი...