Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.099

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - “ოცნება” არათუ ევროკავშირში ვერ შეიყვანს საქართველოს, არამედ ჩვენს პარტნიორებთან გაფუჭებულ ურთიერთობებსაც ვეღარ გამოასწორებს (ვიდეო)

“ოცნება” არათუ ევროკავშირში ვერ შეიყვანს საქართველოს, არამედ ჩვენს პარტნიორებთან გაფუჭებულ ურთიერთობებსაც ვეღარ გამოასწორებს.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/952330260053619/

ბექა ლილუაშვილი - ვის უნდა უნდოდეს დანგრეული საქართველო ევროკავშირში?! - იდიოტურია პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირს დანგრეული საქართველო სჭირდება!

ვის უნდა უნდოდეს დანგრეული საქართველო ევროკავშირში?! - იდიოტურია პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირს დანგრეული საქართველო სჭირდება! - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის“ დეპუტატი ბექა ლილუაშვილი „ხალხის ძალის“ დღევანდელ წერილს, რომლის თანახმად, „დღეს საქართველოსგან არც ევროკავშირი და არც აშშ-ი არანაირი რეფორმებს არ ელოდება და მათი მოთხოვნების მარტივი ანალიზიდან ჩანს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის დანგრევაზე გადის“. „ყველას თავის სამეგობროში ძლიერი და ჯანსაღი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ

ისრაელზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს

ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა “ჰუსიტებმა” აიღეს. მათი მტკიცებით, თელ-ავივში რამდენიმე დრონით „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამიზნეს“ წარმატებით დაარტყეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ზღვის თავზე, ცენტრალური ისრაელის სანაპიროზე დრონი ჩამოაგდეს. ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ორი დრონი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეშვა. დრონებით იერიშის გამო ქალაქ

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას. ბრიფინგზე მან ისაუბრა მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო.

9 თვეში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის გამო, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი - ჯარიმების ოდენობა 1 597 660 ლარს შეადგენს

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 1 597 660 ლარს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მეტი - 58 844 ჯარიმა ავტობუსით უბილეთო

თოლორაია: საჯარო სექტორში დასაქმებულებს ოჯახის წევრების პირად მონაცემებს სთხოვენ, დაიწყოს გამოძიება

სადამკვირვებლო მისია, „ჩემი ხმა“ კიდევ ერთხელ ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და ზეწოლას. „ჩემი ხმა” აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია. ლონდა თოლორაიას თქმით, ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლების ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს. თოლორაია აცხად

ნიდერლანდების ელჩმა X-ზე უპასუხა და უარყო ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი პასუხობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რომლის მტკიცებითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს. „ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია - სამართლიანობის გარეშე ხანგრძლივი მშვიდობა არ არსებობს და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია

საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის - 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა. „ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლ

პრეზიდენტი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხვდება

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ,,ჩემმა ხმამ”, საიამ და ,,სამართლიანმა არჩევნებმა” დამკვირვებლების და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო შეხვედრა მოაწყო. დამკვირვებლები პრეზიდენტს არჩევნების დღეს აღმოჩენილ დარღვევებზე ესაუბრებიან. „მინდა თქვენ ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. რეალურად თქვენ იყავით ამ ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს. ახალი მტკიცებულებები ნ

თსუ-სთან აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

19 ნოემბრის აქციის მონაწილე, 21 წლის მათე დევიძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს-ს განცხადებით, მატე დევიძემ 19 ნომბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირ

„ჩვენ არ შევეგუებით ავტორიტარული რეჟიმის მიერ ამ ქვეყნის მიტაცებას“ - ლექტორ-მასწავლებლების მარში

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ საპროტესტო მარშს მართავენ. მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) დაიწყო. თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაშლიან კარვებს და პროტესტის მონაწილეები ღამეს გაათევენ. 15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიულ

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წე

განსაკუთრებულ სისასტიკეს წარმოადგენს სმენის არმქონე ადამიანზე ვერაგულად თავდასხმა - PHR

სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციას ავრცელებს. პუბლიკა

თეოდოროს რუსოპულოსი - ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან - ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს

ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა. „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა. შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლ

სერგეი ლაგოდინსკი -სოლიდარობა გიორგი გახარიას!

გერმანელი ევროპარლამენტარი, ევრონესტის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა: გიორგი გახარიაზე, მის დაბრუნებისთანავე განხორციელებული თავდასხმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი შეხვედრების შემდეგ,  არა მხოლოდ მასზე ზეწოლის მცდელობაა, არამედ აგრეთვე აგრესიული და მტრული გზავნილია მთელი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისადმი, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსს უჭერს მხარს! სოლიდარობა გიორგი გახარიას! https:/

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები პირი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მიიყვანეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები პირი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება. დაკავებულები პოლიციის სამმართველოში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის

გაერო: რუსეთის ჯარებმა ომის დასაწყისში უკრაინის ოთხ რეგიონში ჩაიდინეს დანაშაულების დიდი უმრავლესობა

გაეროს ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარები პასუხისმგებელი არიან უკრაინის ოთხ რეგიონში ომის პირველი კვირების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევათა „დიდი უმრავლესობისთვის“, მათ შორის სამხედრო დანაშაულებისთვის. უკრაინის საკითხების დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა მოვლენათა დოკუმენტაცია კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში 2022 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში. კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარები გან

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ის ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს, რა დროსაც მასთან დეტალურად განიხილა უკრაინის თხოვნა ისრაელის მიმართ, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ტექნოლოგიები. „ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული სიტყვით აღუწერ

კაია კალასი - ევროკავშირმა დაყადაღებული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყენოს

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დაყადაღებული რუსული საგარეო აქტივები უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის ევროკავშირის საბჭოს სხდომას ესწრება. „დღეს ჩვენ ვაპირებთ უკრაინაზე ფოკუსირებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ [გაყინული] აქტივების გამოყენებაზე, რაც გვაქვს – რუსული [გაყინული] აქტივები. ჩვენ გვაქვს 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული აქტივები და უნდა განვიხილოთ

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ ვლადიმერ პუტინთან

„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ ანალიზით, რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი პირდაპირი კონფრონტაცია აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ევგენი პრიგოჟინსა და მის უზარმაზარ გავლენებზე. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიზის თანახმად, პრიგოჟინს უნიკალური მდგომარეობა უკავია, რომელი

სასამართლომ უკანონოდ ცნო გუგა გოგაძის გათავისუფლება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან

სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან რეორგანიზაციის პროცესში ამ სააგენტოს შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, გუგა გოგაძის გათავისუფლება და სახელმწიფოს მისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა - ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც გოგაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა. გადაწყვეტილება გოგაძის უკანონო გათავისუფლების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბერს მიიღო. 2022 წლის 23 მაისს საქალაქო სასამართლომ უარი თქვა გოგაძის მოთხ

ჯო ბაიდენი - „ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს

„ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ახლა კი რა გვაწუხებს ჩვენ, ყველას: ილონ მასკი გამოვიდა და ყიდულობს კომპანიას, რომელიც გზავნის – რომელიც აფრქვევს ტყუილებს მთელ მსოფლიოში… ამერიკაში აღარ არის რედაქტორები. რა მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვები შეძლებენ გაიგონ, რა არის სასწორზე?“, – თქვა ჯო ბაიდენმა. ამასთან, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სიტყვის თავისუფლებას აღადგენს.   ავტორი - გივი ბარამიძე

მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსებს - ეს არ არის პოლიტიკის საკითხი, ეს ჩვენი არსებობის საკითხია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს „შეთქმულების თეორიებს“ იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა დანებებას აპირებს. „ნებისმიერი შეთქმულების თეორია "უკრაინის ჩაბარების" ან პუტინთან დასავლეთის ფარული მოლაპარაკებების შესახებ არ ითვალისწინებს "წვრილმან დეტალს". უკრაინელებს. ასეთი შეთანხმებების განხორციელება შეუძლებელია. უკრაინა რუსებს არასოდეს დაუჩოქებს. ეს არ არის პოლიტიკის საკითხი, ეს ჩვენი არსებობის საკითხია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

დე ფაქტო „კაგებემ“ ე.წ. საზღვრის „ცალმხრივი მოწყობა“ დაიწყო

ოკუპურებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის „ცალმხრივი მოწყობის“ შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთების შემოღობვაზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება დამრღვევთა დაკავება, ასევე პირუტყვის უნებართვო ძოვება“, - ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო „კაგებე“ აცხადებს, რომ ამ ზომებს სასაზღვრო ორგანოები ახორციელებენ „მკაცრად კომპ
×
×
  • შექმენი...