Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.131
  • comments
    0
  • views
    692.956

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაც

„სოვლაბი“ ეროვნული არქივის შენობაში ხანძრის შედეგებზე კომისიის შექმნას ითხოვს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გუშინ, 8 სექტემბერს ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რომელმაც ისტორიული კინოფირები გაანადგურა, განცხადებას აქვეყნებს და კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას ითხოვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციუ

მერაბ გამყრელიძე - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია, ხოლო ელექტროენერგია არ მიეწოდება 4 სოფელს, გაზის მიმართულებით 1500 აბონენტია გათიშული

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, გურიის რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, იწმინდება ცენტრალური გზები, რის შემდეგაც დაიწყება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. როგორც მან აღნიშნა, ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 4 სოფელია დარჩენილი. მისივე თქმით, წყლის მიწოდება რეგიონში სრულად არის აღდგენილი, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით ჯერ კიდევ პრობლემებია.

საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია

საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია. საიას თავმდჯომარის შეფასებით, მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. ქურდოვანიძის თქმით, ქონებრივი დეკლარაცია

თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს

საქართველოს ავიახაზების - "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი "TV პირველთან" ამბობს, რომ მისმა კომპანიამ წაიყვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, მიუნხენში. ამის შესახებ გაიაშვილის კომენტარი გავიდა იმ სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა 2023 წლის აგვისტოში პირადი მიზნებისთვის პრემიერის საქართველოდან აშშ-ში ერთი კვირით გაფრენას. ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი "ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს ასევე ნახეთ "

ბექა ლილუაშვილი - გუშინდელი მოვლენები მკაფიოდ და ცალსახად აჩვენებდა ევროკავშირის განწყობებს საქართველოსთან მიმართებით და მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ევროპა დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით (ვიდეო)

“გუშინდელი მოვლენები მკაფიოდ და ცალსახად აჩვენებდა ევროკავშირის განწყობებს საქართველოსთან მიმართებით და მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ევროპა დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი არ დატოვებენ ქართველ ხალხს მარტო. მთავარი რაც ამ შეხვედრიდან გავიგეთ, არის ის, რომ ევროკავშირი ელოდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების სურვილს და ძალისხმევას.”  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 376834475_1004096240630079_86023

G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა

G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც G20-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფმა“ ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც იმას მოწმობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაცია

ხულოს მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოში 8 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლში ხანძრის დროს მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი უვნებელი გამოიყვანეს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული, მაგრამ ხანძარმა საყოფაცხოვრებო ინვენტარი მთლიანად გაანადგურა. დაზარალებული ოჯახის მ

იუსტიციის მინისტრის მოადგილე - როგორ მოხდა კინოფირების აალება ამას გამოძიება დაადგენს - ყველა საჭირო სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების დასაცავად, ამ შენობაში განთავსებული იყო

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბუბა ლომუაშვილის განცხადებით, [არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობაში] ხანძრის შედეგად, რა გადარჩა და ამჟამად რა სიტუაციაა, ამაზე მოგვიანებით გაკეთდება განცხადება, ამ დროისთვის კი, გამოძიება მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დამონტაჟებული იყო ყველა სახის დაცვითი სისტემა, თუმცა როგორც მოხდა კინოფირების აალება ამას გამოძიება დაადგენს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ, ხაზგასასმე

თემურ მღებრიშვილი - გურიაში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზადყოფნაში ვართ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გურიაში არსებულ სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, უსაფრთხო ადგილას 62 მოქალაქეა გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. „გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

ენტონი ბლინკენი - რუსული მეთოდია დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე რუსული დარტყმები დაგმო. განცხადებას ენტონი ბლინკენი Х-ზე (ყოფილი Twitter-ი) ავრცელებს. „რუსეთი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დუნაის პორტებზე თავდასხმებს განაგრძობს, სისტემატურად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ამას იმისთვის აკეთებს, რომ უკრაინული მარცვლეული, რომელიც ასე არის საჭირო ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის გამოკვებისთვის, ბაზარზე არ დაუშვას. ეს რუსული მეთოდური სახელმძღვანელოა: დაბლოკოს უკ

"რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია" - მისტიკური სოფელი საქართველოში

რე­ხას შე­სა­ხებ შე­საძ­ლოა ბევ­რს არც არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ. წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი, რო­გორც წარ­სულ­ში, ახ­ლაც თვალს მო­ფა­რე­ბუ­ლია. ამ სოფ­ლი­დან უახ­ლო­ეს სოფ­ლამ­დე უკაც­რი­ე­ლი მან­ძი­ლი 15 კი­ლო­მეტრზეა გაშ­ლი­ლი და ბორ­ცვე­ბი­სა და მდე­ლო­ე­ბის გარ­და, არც არა­ფე­რი შეგ­ხვდე­ბათ. სხვა­თა შო­რის, 1795 წელს აღა-მაჰ­მად-ხა­ნის რბე­ვას (10000 ქარ­თვე­ლი წა­იყ­ვა­ნა ტყვედ) ეს ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი გა­და­ურ­ჩა. ასე იყო რუ­სულ იმ­პე­რი­ა­შიც: რო­დე­საც რუ­სეთ­მა თრი­ა­

შენობაში ძველი კინოფირები ინახებოდა, ყოველი მათგანი გაციფრულებულია - არქივის პრესსამსახური

ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ნაგებობაში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ძველი კინოფირები ინახებოდა. როგორც „პუბლიკას“ ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, საცავში განთავსებული ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. publika

სურსათის უვნებლობამ კეტჩუპში აკრძალული, სუდანის ჯგუფის საღებავი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სამსახურის განცხადებით „PRIMO“-ს კეტჩუპში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა, რომლის სურსათში გამოყენებაც აკრძალულია. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი, ქ. ერევანი, შირაკის ქ. N 1/68. ნეტო: 200 გ.; დამ

სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი - სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია - უსაფრთხო ადგილზე 9 ადამიანი გადავიყვანეთ

სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ია მოქიას ინფორმაციით, სუფსაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია. მისივე თქმით, ამ დროისთვის იწმინდება მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზები. მოქიას განცხადებით, უსაფრთხო ადგილას 9 ადამიანია გადაყვანილი. ,,სუფსაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის იწმინდება მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და მობილიზებულია ყვე

გზების დეპარტამენტი - მიწის მასის ჩამოშლის გამო, შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამით მოსული ნალექის შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ipn

პრეზიდენტი - მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! - არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს

მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - "წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში". "ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად მიეკუთვნება

ბექა ლილუაშვილის პასუხი Postv-ის შეკითხვაზე სტრასბურგის დასკვნასთან დაკავშირებით: -  ჩვენ „ოცნებას'' ბრალს ვდებთ სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის შემცველი მუხლის ამნისტირებაში (ვიდეო)

პასუხი Postv-ის შეკითხვაზე სტრასბურგის დასკვნასთან დაკავშირებით: -  ჩვენ „ოცნებას'' ბრალს ვდებთ სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის შემცველი მუხლის ამნისტირებაში. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 376552844_1025435921981870_8895332836534624443_n.mp4

ხანძარი სახელმწიფო არქივის ფილმების საცავში

8 სექტემბერს, საღამოს ხანძარი გაჩნდა სახელმწიფო არქივის ფილმების საცავში. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს კინოარქივის  პრესსამსახურმა დაუდასტურა.  პრესამსახურის ცნობით, საცავში ინახებოდა ფილმების ნიტროფუძიანი ფირები. ეს თვითაალებადი ფირებია, უცნობია განადგურდა თუ არა ყველა.  საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით ხანძარი ლოკალიზებულია. უწყება თავდაპირველად ამბობდა, რომ ეს იყო არქივის ეზოში ცალკე მდგარი შენობა, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” უთხრეს, არ ფლობდნენ ინფორმაციას, ვის ეკუთვნოდა ეს შენ

ჯოზეფ ბორელი - ემოციურია იმ ადამიანების ცხოვრების ხილვა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, 15 წელია, უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს. „აქ უკვე 15 წელია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს, ამ ზონაში, ადმინისტრაციუ

მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას. გურიის რე

ბერდია სიჭინავა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს 1 გამარჯვებული - სახელმწიფო და 2 დამარცხებული - “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს 1 გამარჯვებული - სახელმწიფო და 2 დამარცხებული - “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”., - ამის სესახებ განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.   მისივე თქმით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე განხორციელდა ჯგუფური ძალადობრივი შტურმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელია.

შსს - ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი.ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამ

ოზურგეთში, სტიქიის ზონაში, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სილაურში მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. ცნობისთვის, წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში პრობლემები შეიქმნა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მაშველები 3 ადამიანს ეძებდნენ, საიდანაც ორი უკვე ნაპოვნია. 1 გარდაცვლილი ბავშვია, კიდევ ერთ მოზარდს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

ბექა ლილუაშვილი - ბორელთან დღევანდელ შეხვედრას შევაფასებდი, როგორც "ოცნებისთვის" და ასევე ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა "ოცნების" მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას

ბორელთან დღევანდელ შეხვედრას მე შევაფასებდი, როგორც ოცნებისთვის და ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ოცნების მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, დღეს, ოცნებამ სცადა, კვლავ გადაეტანა პასუხისმგებლობა ყველაზე, საკუთარი თავის გარდა, რაც  არ გაუვიდათ - მათ შეახსენეს, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.  
×
×
  • შექმენი...