Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.093.037

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„დელტა“ - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოში, თელავში, ახმეტაში, სიღნაღში, ყვარელში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში 2 სექტემბერს ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა

2 სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვისმარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მ

ანა ბუჩუკური - ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნის პარალელურად, “ოცნება” გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მშვიდობისთვის იღვწის და თითქოს ყველაფერს აკეთებს ომის თავიდან აცილებისთვის (ვიდეო)

"რასაც რუსეთი ოჩამჩირის გავლით ცდილობს, არის საქართველოში გახსნას მეორე ფრონტი. ოჩამჩირე 50 კმ-ითაა დაშორებული ზუგდიდან და არავინ იცის, რა მიზნით და რა გეგმით აპირებს რუსეთი ამ ფლოტის გახსნას, შესაბამისად შეიცავს დიდ საფრთხეებს. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, როცა “ოცნება” გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მშვიდობისთვის იღვწის და თითქოს ყველაფერს აკეთებს ომის თავიდან აცილებისთვის.” ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 387188750_85520224

ისრაელში საქართველოს ელჩი - მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე იყოს ფიქსირებული თანხა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ბილეთი ოპტიმალურ ფასებში შეიძინონ

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას კომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ აქვს მოლაპარაკებები, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთების ფასი იყოს ფიქსირებული. როგორც ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ბავშვის ბილეთმა 200 ევროს, ხოლო მცირეწლოვანი შვილის მშობლის ბილეთმა 250 ევროს არ გადააჭარბოს. „მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის იყოს ფიქსირებული თა

კმარა! - გაეროს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციები ისრაელი-„ჰამასის“ ომის შეწყვეტას მოითხოვენ

გაეროს ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თითქმის ერთი თვეა მსოფლიო უყურებს სიტუაციის განვითარებას ისრაელსა და პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შოკს განიცდის მსხვერპლის გამო, რომელიც სულ უფრო იზრდება. გაეროს სტრუქტურები მხარეებს კვლავ მოუწოდებენ, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართ

პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი - რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ამ მიმართულებით დაკორექტირდა

პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი. ამ მიმართულებით დაკორექტირდა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იხილავს. როგორც მოქმედი რეგლამენტით, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი, თუმცა რეგლამენტი ამ მიმართულებითაც იცვლება და ანაზღაურების ამსახველი რიცხვები შესაბამისი კოეფიციენტე

სიმონიანი: საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა

რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი საქართველოს ხელისუფლებას აქებს. სიმონიანმა  საკუთარ ტელეგრამზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა წარწერით: „საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა”.  სიმონიანი მდინარაძეს უწონებს, რომ ოპოზიციის წინადადებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მდინარაძე ასე პასუხობს – „ჩვენ გიჟები არ ვართ“. პუბლიკა სიმონიანი წერს, რომ საქართველოს მსგავსად უნდა იქცეოდეს სომხეთიც.  

ბექა ლილუაშვილი - დარჩიაშვილის შეცვლილი რიტორიკა, ეს არის კანდიდატის სტატუსის დროებითი ეფექტი “ოცნებაზე” (ვიდეო)

დარჩიაშვილის შეცვლილი რიტორიკა, ეს არის კანდიდატის სტატუსის დროებითი ეფექტი “ოცნებაზე” ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  407376569_1342844939925490_7865414622962382362_n.mp4

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. „გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებ

ბექა ლილუაშვილი - სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება... (ვიდეო)

"სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება. ანუ ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა. ეს ნარატივი ასეთია: " ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული"  ბექა ლილუაშვილი, საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.    408887751_

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა

პარლამენტმა ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებასთან დაკავშირებით შსს-ის ინიციატივა დაამტკიცა. მესამე მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დრ

ბექა ლილუაშვილი - არ მეგონა, თუ ვნახავდი, რომ „ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს სპეცოპერაციას ჩაატარებინებდა დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენისთვის - ხდება ძალიან მკაფიო თანამშრომლობა ამ ორ პარტიას შორის

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა მისცა, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ გააერთიანოს, მიზანი კი ენმ-ს „პოლიტიკური საფრთხობელას როლში“ დაბრუნებაა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენის სპეცოპერაციას ატარებინებს, რათა შემდეგ, აღნიშნული პარტიით, ხალხი შეაშინოს. „ცოტა ხნის წინ ჩვენ, მ

„ძალიან მძიმე ცვლილებებია“ — ოპოზიცია დაგროვებით პენსიაზე ცვლილებს ეწინააღმდეგება

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს აკრიტიკებენ და ცვლილებების უკან საპენსიო დანაზოგების დაკარგვის რისკს ხედავენ. საუბარია პარლამენტში მთავრობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის ავტორიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. იცვლება საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა და საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებ

გიორგი გახარია - "ოცნება" უკვე დამარცხებულია, უბრალოდ ამის გააზრების მძიმე პროცესი იწყება

"ოცნება" უკვე დამარცხებულია, უბრალოდ ამის გააზრების მძიმე პროცესი იწყება, ეს არის ახლა რაც ხდება. ის ადამიანი, რომელიც ამათ ალაპარაკებს, დამალულია.თუ ვინმე იცავს ამ ქვეყანასა და ტერიტორიულ მთლიანობას ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო.  ის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო ეუბნება "ოცნებას", რომ, თუ ამ კანონს მიიღებთ, მაშინ ჩვენი ურთიერთობა, როგორც ადრე, ისე ვეღარ გაგრძელდებაო. თურმე ახლა სუვერენიტეტს იცავენ... ვისგან იცავენ, ევროპელებისგან იცავე

ო'ბრაიენი: თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ

„თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. ინფორმაციას X-ზე ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ ავრცელებს. ო’ბრაიენის  თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, „კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოემზადოს მისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის, ასევე ძალადობა მოქ

ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს

ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ ნაცემი მოქალაქეების და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატები გამოაკრეს. ლონდონში მცხოვრები ქართველი, დავით ჯინჭარაძე ფეისბუქზე, წერს, რომ არც ერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს. „ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატი ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ. მე პირა

რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე ვმუშაობთ - ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმი და მოსკოვი ფსოუზე საზღვრის კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ. ბჟანიას თქმით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთის მხარეს ბოლომდე იტვირთება, ამიტომ საფეხმავლო ხიდის აღდგენაზე მუშაობენ. თუმცა ბჟანია იმედოვნებს, რომ მომავალში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები რუსეთთან საჭირო აღარ იქნება. „ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის აღდგენა საზღვრის კვეთას გაამარტივებს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოველი, რომ მ

გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან ქალაქ რუსთავში (ფოტოები)

გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების  შეხვედრა მოსახლეობასთან ქალაქ რუსთავში :

ანა ბუჩუკური - სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს!

სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს! - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა. ბუჩუკურის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, როცა სასამართლო ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემით იმართება და ეს სისტემა ახლა თავს იცავს. „ეს არის ჩაკეტილი წრე. ერთია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის „ოცნ

ბექა ლილუაშვილი - ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება (ვიდეო)

ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840030884432760/

პარიზის პროკურატურა - „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი კიბერდანაშაულის საქმეზე დააკავეს

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ განაცხადა. უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში. ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს

ნათია მეზვრიშვილი - ეკლესიას აქვს ხალხის ნდობა, განსხვავებით „ოცნებისგან“ რომლის ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა (ვიდეო)

ეკლესიას აქვს ხალხის ნდობა, განსხვავებით „ოცნებისგან“ რომლის ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა. რაც უფრო მეტად წაეპოტინება დამარცხებული „ოცნება“ ასეთ წმინდა თემებს, მეტს წააგებს. ეკლესიამ, რომელმაც იცის დამოუკიდებლობის ფასი, გასცა ხელისუფლებას სათანადო პასუხი და ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები არ მიმაჩნია სწორად.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1165824431168643

84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება. პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს. საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობ

ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვა

8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში “ წარდგება. ასევე, ჯოზეფ ბორელი მოლდოვის შესახებაც ისაუბრებს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ნაბილ კაუკი დაიღუპა. ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ კაუკი იყო „ჰეზბოლას“ უსაფრთხოების პრევენციული განყოფილების მეთაური და დაჯგფების ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი. „კაუკი პირდაპირ იყო ჩართული ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. „ისრაელის

სოფიო ხორგუანი - მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება ჩაბარებული აქვთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს, არ გააჩნიათ ლიცენზია, კომპეტენციისა და საქმიანობის კონტროლი არასათანადოა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო ადგილას სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმა, რომელიც დაბინძურებული აღმოჩნდა - გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა ეს დროებითია,- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტული მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოს რეგიონების პრობლემაა. „მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება მინდობილი გვაქვს ისეთი
×
×
  • შექმენი...