მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს., - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები.
„მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტ
უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული რუსული სამხედრო გემი უახლოეს ხანში ვეღარ შეძლებს საბრძოლო ამოცანების შესრულებას. უკრაინის არმიის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა 5 ნოემბერს, ღამით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ქარხანაზე შეტევის შედეგების დაზუსტება გრძელდება, თუმცა, დარტყმა ძლიერი და წარმატებული იყო და იქ მყოფი რუსული სარაკეტო გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების შესახებ აცხადებს, რომ მან საოკუპაციო ხაზი თავისი ნებით გადაკვეთა.
შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
უწყება აცხადებს, რომ რაფიელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს მოკვლევა და გაესაუბრნენ ყველა შესაძლო მოწმეს.
ინფორმაცია რუსი აქტივისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ რუსულენოვანმა მედიებმა 8-9 ნოემბერს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.
სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა და ამოიღო სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, პარლამენტში როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის.
ამის შესახებ მან დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის რეპლიკას უპასუხა. რომან გოცირიძე ბიუროს სხდომაზე საუბრობდა, რომ პარლამენტი ოპოზიციის კანონპროექტებს არ განიხილავს. მისი თქმით, პარლამენტი სამი წელია ელისო ბოლქვაძის ინიციატივასაც არ იხილავს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში როიალის დადგმას შეეხება.
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.
ინიციატივის ფარგლებში, ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ შედის.
მთავრობის პროექტის მიხედვით:
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდ
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ იყოს, გამოკითხულთა 25% „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს:
„საქართველოსთვის“ – 4% (4% მეორე არჩევანი)
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% (4% მეორე არჩევანი)
„ხალხის ძალა“ – 1% (5% მეორე არჩევანი)
„ლელო“ – 2% (4% მეორე არჩევანი)
„გირჩი“– 3% (2% მეორე არჩევანი)
გირჩი&დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2
“ჩვენს პოლიტიკურ ძალას გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს. ეს კარგად იცის “ოცნებამ”, ისინი ხვდებიან რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც გაზრდის რესურსი აქვს არის პარტია “საქართველოსთვის”. ამიტომ “ოცნება” ხელოვნურ აღქმებს ქმნის მოქალაქეებში, თითქოს მათ აქვთ მყარი მაღალი რეიტინგი, რაც აბსურდია.
“ოცნება” პირდაპი მნიშვნელიბით გახდა “ნაც.მოძრაობა”. რასაც ებრძოდნენ 2012-ში სწორედ იმ სისტემად იქცნენ.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
402463401
ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე საუბრისას განაცხადა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ის შეხვდა დელეგაციას ისრაელიდან, რომელთა ნათესავებიც მძევლად ჰყავთ ღაზის სექტორში და პალესტინელების დელეგაციას, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ისრაელის ციხეში.
„ისინი ძალიან იტანჯებიან და გავიგე, როგორ იტანჯება ორივე მხარე. ეს არის ის, რასაც ომები აკეთებენ, მაგრამ აქ ჩვენ გავედით ომების ფარგლ
ტექნოლოგიური გიგანტის, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების წყალობით ადამიანებს შეიძლება, ნაკლები მუშაობა დასჭირდეთ.
„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ტრევორ ნოასთან გამართულ პოდკასტში წამყვანმა გეიტსს ჰკითხა, ხომ არ ემუქრება ხელოვნური ინტელექტის განვითარება და სულ უფრო ხშირი გამოყენება სამუშაო ადგილებს.
გეიტსმა უპასუხა, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ვერ ჩაანაცვლებს, უფრო პირიქით, ცხოვრებას გაუმარტივებს – დადგება დღე, როცა ადამიანებს შეეძლე
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სუნელების 61 ნიმუშიდან 5-ში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავი აღმოაჩინეს. მათ შორის:
შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“ სენაკი, რუსთაველის ქ. N180 – დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა;
დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 1
პარტიამ “საქართველოსთვის”, ეუთო/ოდირის მხარდაჭერით, გამართა ბოლო სამუშაო შეხვედრა პარტიის ეთიკის კოდექსზე.
ქვეყანაში ევროპული პოლიტიკური სტანდარტების შექმნის, შიდა პარტიული დემოკრატიის, სამართლიანი და თანასწორი პოლიტიკური გარემოს შექმნის, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით პარტიამ “საქართველოსთვის” ეთიკის კოდექსზე მუშაობა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
რუსულენოვანმა მოსახლეობამ აჭარა მასიურად დატოვა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში, ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორმა და რესტორან „აკროპოლეს“ დამფუძნებელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, ბოლო თვეებში მათი რიცხვი განახევრდა. თავართქილაძის თქმით, მასიურად იკეტება და იყიდება მათ მიერ გახსნილი კაფეები და სხვადასხვა ტიპის მომსახურე ობიექტები.
მიზეზებზე საუბრისას თავართქილაძე ამბობს, რომ მიგრანტების ნაწილი მობილიზაციის არარსებობის გამო რუსეთში დაბრუნდა, ნაწილმა კი აჭარიდან გაძვირებული ცხო
ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედის, ნატო ხუტაშვილის უფლებებს იცავს, მოქალაქეებს სთხოვს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფოტორობოტის საფუძველზე ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას.
12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი.
ფოტორობოტი ნატო ხუტაშვილმა 26 დეკემბერს გაავრცელა.
„უფლებები საქარ
ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ცდილობს დღესასწაულების ხარჯზე "გაძვრეს."
შარაშიძე გიორგი, თბილისის საკრებულოს წევრი.
GBc0vhhpa0ivh9QDAFbILRzscwIDbmdjAAAF.mp4
ევროკავშირი საზღვაო მისიას შექმნის წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემდგომი ესკალაცია აირიდონ თავიდან.
ბორელის თქმით, აშშ-ის პას
შენ როცა იყავი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მე ციხეში ვყავდი სააკაშვილს, სამი წელი მაქვს რუსთავში გატარებული.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7284050018360269/
სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის რამაზ ბეღელურის გატაცებას გამოეხმაურა.
ბეღელური გაიტაცეს მაშინ, როდესაც ძმის საფლავზე იმყოფებოდა.
პრეზიდენტი წერს, რომ უკუპანტი რუსები ე.წ ერთმოწმუნეები არიან, რომლებმაც ,,არ იციან არც აღდგომა, არც საფლავი, არც ოჯახი და არც სამშობლო”.
გატაცებული რამაზ ბეღელურის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. როგორია მისი შვილის მდგომარეობა – არ იცის.
publika
2012-ში, როდესაც წინა ხელისუფლება მოიშორა საზოგადოებამ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, მაგრამ ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად მოიშორა წინა რეჟიმი, იმ რეჟიმის გაგრძელებაა დღეს.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1162942791598719/
უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.
„პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზი
საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, შტატების სანქციების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ დრომდე ამერიკის ვიზა ჰქონდა, ვიზის არავალიდურობის შესახებ უკვე ეცნობა. – ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავდა ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიოდ აცხადებდა, რომ საქართ
წიწამურთან, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე) მუხლებით მიმდინარეობს.
მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა და თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
„ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერ
8-9 ივლისს ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ და ახალგაზრდული ორგანიზაციის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოში გამართულ საინფორმაციო ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა UNDP Georgia-ს მხარდაჭერით.
ორი დღის განმავლობაში ორგანიზაციის წევრები განიხილავდნენ გენდერული ნიშნით გამოწვეულ პრობლემებს საქართველოში,
მუშაობდნენ ინდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრის გზების მოძიებასა და ეფექტური სტრატეგიების გამოვლენაზე.
ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთ