გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თხინვალა, ლისი, თელეების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფელბში ახალშენი, პეტრიანი, ებნისი, ლამოვანი, ბურღულები და მიმდებარე სოფლებში; 12:00
,,ვინ დაიჯერებს ამ კომიკურ ზღაპრებს და ბოდვას, რომ ღარიბაშვილის მამამ რაღაც გადაიხადა, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა დაადასტურა, უბრალოდ წინა მთავრობა და პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდნენო.“ - აცხადებს პარტია ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განმარტებაზე.
ბოკერია თქმით, მთავარი, რაზეც ახლა საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, არის ის ფაქტი, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ივანიშვილის
,,არ შეიძლება სხვა რაღაცით შეიფუთოს კონსტიტუციის დარღვევა. არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ჩვენ ევროპული საქმე, ეროვნული საქმე.“ - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პარტია ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ იძლევა და ამის შესახებ კითხვაც არ არსებობს.
,,დაირღვა თუ არა კონსტიტუცია
2007 წელს, სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, ხის სახლი ააშენა. ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე ახლოს იყო წყალსაცავთან. გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ, - ასეთ ისტორიას იხსენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ექს-პრეზიდენტის თქმით, სანდრას მამას მისთვის მატერიალური ზიანის მიყენება დღემდე ვერ უპატიებია.
„მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ელჩებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა სავარაუდოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს უკავშირდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გ.მ.-ს სააპელაციო საჩივარი და განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის
წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციასა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში ლიბიის წარმომადგენლის, ტამერ რამადანის ცნობით, ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანია დაღუპული, დაკარგულთა რაოდენობა კი 10 000-ს აღწევს. ამის შესახებ რამადანიმ ჟენევაში, გაეროს ბრიფინგის დროს ისაუბრა.
ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი, ოთმან აბდელ ჯალილი კი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 3 000-ს აჭარბებს, თუმცა,
პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მის იმპიჩმენტს რეალურად მიიჩნევს.
,,პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. მართალია, ,,ქართული ოცნება“ თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვს და ამას გამოვრიცხავთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, ,,ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ ეს 100 ხმა ჰქონდეს. ამიტომ, არ გამორიცხავს და სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩვ
დღეს, 12 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში იკრიბებიან. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება.
,,წლიური სტატისტიკა თუ გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მონაცემებით, ჯამში უკანონოდ 25 მოქალაქე დააკავეს და უკანონო ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება 4 თანამოქალაქე. შეხვედრაზე მოვ
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული შეიწყალა.
5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს
საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-მდე პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, რომ რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის, მათ შორის უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები.
თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი უკრაინელი ქალია, ,,რომელიც ნარკოტიკულ სა
,,ჩანს, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიდინა - მას არც ისრების წინა ხელისუფლებაზე გადატანა და არც ისეთი სასაცილო და კომიკური განცხადებები უშველის, რომ თურმე მგზავრობის საფასური, 34 ათასი ევრო პენსიონერმა მამამ გადაუხადა - ველოდებით, გენერალური პროკურორის პოზიციას!“ - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ანზორ ჩუბინიძის განცხადებით საზოგადოებას მოატყუებს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის და
პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს. მან იცის პარტიის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი საკუთარ იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელავს.
„პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდა
ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები - პრემიერთან კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას პრემიერის ჩარტერულ რეისზე ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.
მისი თქმით, უცნობია, საიდან აქვს პრემიერის პენსიონერ მშობლებს ამ ოდენობის შემოსავალი მაშინ, როცა მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია.
„ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები, მათ შორის, მეც და არ მახსენდება რაიმე შესაძლებლობა ჰქონოდათ ჩემს მშობლებს არათუ ჩარტ
საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას, რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს განუცხადა.
ჩუბინიძის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშ
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოქალაქეთა პეტიციის განხილვა, რომელშიც წარმოდგენილი იყო მოთხოვნა - უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის.
აღნიშნული პეტიცია პარლამენტში 6 084 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა და ბიუროს გადაწყვეტილებით, შესასწავლად და განსახილველად დარგობრივ კომიტეტს გადაეცა.
კომიტეტმა პეტიციაზე უარი ისე განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომაზე მყოფ საინი
თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხის სახურავიდან მშენებლობისას კაცი გადმოვარდა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
იპნ
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მედიის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოყენების თაობაზე და აცხადებს, რომ "იმის ნაცვლად, საქართველოს უახლესი ისტორია ოქროს ასოებით დაეწერა (ივანიშვილს) ზოგიერთი მიმართულებით, სააკაშვილს გაასწრეს უგუნურებაში, სიბინძურეებში და გარყვნილობაში"
მისი თქმით, ქვეყანა კორუფციის და ღირებულებითი აღრევის პიკში შევედა, სადაც "ქართულ
საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ლომბარდიის თასი.
გუბანოვამ მოიგო მოკლე პროგრამა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში გავიდა მეოთხე ადგილზე. ორი პროგრამის ჯამში დაგროვილი ქულები საკმარისი აღმოჩნდა ტურნირზე მისი გამარჯვებისთვის.
ანასტასია გუბანოვა მესამე სეზონია, რაც საქართველოს სახელით ასპარეზობს, იქამდე იგი წარადგენდა რუსეთის ფედერაციას. 2022 წელს, მოციგურავემ საქართველოს სახელით მოიგო ფიგურული სრიალის ევრ
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციისა დაპრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა
ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება.
ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს.
სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს.
მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - წერს გახარია.
ინტერ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.
ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სპეციალისტების
მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტე
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა.
ინფორმაციას სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს და დამადასტურებელ ვიდეოს აქვეყნებს.
„ორმა „კამიკაძე-უპილოტო აპარატმა“ ვასილიევსკის რაიონში მდებარე საარჩევნო შტაბს დაარტყა, სადაც საარჩევნო ბიულეტენები და დოკუმენტები ინახებოდა. დარტყმის შედეგად, შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა, მათ ახლომდებარე ქუჩები ალყაში მოაქციე
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი არ იქნება.
„არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის შესახებ", - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, რუსებს ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელვადიანი ომის წარმოება.
”მაგრამ, თუ თქვენ საუბრობთ ექვს თვეზე, შვიდ თვე