Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.131
  • comments
    0
  • views
    692.971

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მამუკა მდინარაძე: 14 მილიონის გაფლანგვაზე თუა საუბარი, პირადი, აღვირახსნილი თემების საჭიროებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ვნებების დასაკმაყოფილებლად, წარმოუდგენელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს. მისივე თქმით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს 14 მილიონის გაფლანგვა წარმოუდგენელი ამბავია. „რ

გიორგი ბოტკოველი: ყველამ თავის პარტიას მიხედოს

ჩვენ სხვა პარტიაში მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „რუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა. „მიმდინარეობს იმ პროცესის განხილვა რა გაიარა ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" და ასევე, სამომავლო გეგმები. მათ შორის, ფრაქციის სამოქმედო გეგმა - იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ყველა იმ

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს - ეს არის პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება,

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოზიცია არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს და ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. „თავად მოიგონა ბიძინა ივანიშვილმა, რუსულმა პარტიამ მისივე ხელდასმული პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად. მოჰპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშ

პარტია „საქართველოსთვის“ თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირებას ეხება. პარტის დეპუტატებმა შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი უკვე დააინიცირეს და მის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ბექა ლილუაშვილმა განმარტა, კანონში ცვლილება ირაკლი ღარიბაშვილის მამის და მიხეილ საა

ირაკლი კობახიძე NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შესახებ: ორპირმა ქარმა გაციება იცის

მე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადება ნატო-სთან მიმართებით, რომ თუ რაიმეს „ერთი ადგილი აქვთ“ საქართველო ნატო-შ

ხატია დეკანოიძის აზრით, სასაცილოა, რომ პრემიერის ამ კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბარს იწყებს

ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე იწყებს საუბარს - აღარ არის წინა ხელისუფლებაზე საუბარი საინტერესო, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული კორუფციონერი და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული, ზუსტად ,,კლანთან" დაკავშირებით სხვადასხვა შავ საქმეებში ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მი

ირაკლი ნადირაძე: ,,ქართულ ოცნებას" თქვენი შვილებისთვის ნორმელური საჯარო სკოლებიც არ ემეტება

„ქართულ ოცნებას“ თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლები და მათ შორის შვილები სასწავლებლებში რომ წაიყვანონ, ასობით ათას ლარის გადახდისთვის არიან მზად ჩარტერულ რეისებში, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არ ემეტებათ ნორმალური საჯარო სკოლებიც კი, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, პარტ

დათუნაშვილი პრემიერის ჩარტერზე: ასეთი რეისის საბაზრო ფასი 110-130 ათასი ევროა

პარტია ,,ლელოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ იმ ჩარტერული რეისის საბაზრო ფასი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში გაფრინდა, 110 000-დან 130 000 ევრომდეა. დათუნაშვილის თქმით, ადგილი აქვს კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რომლითაც სახელმწიფომ 80-90 ათასი ევრო იზარალა. ,,რეალურად, ის თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს პირველ პირებს ატარებს, არის, სადღაც 30-40 მგზავრიანი. მოკლედ რომ გითხრათ, ასეთი თვითმფრინავის, თბილისსა და მიუნხენს შორის ასეთი რეისის, ზუსტად იმის ანალო

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო

თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებუ

ნანა ტოხვაძე - ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა

ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას. როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, უკვე წლებია, რაც „ქართული ოცნება“ სასკოლო განათლების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. მისივე თქმით, თბილისის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებ

პაველ ჰერჩინსკი - იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა

ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „მე, როგორც უცხოელი დიპლომატი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ის, თუ რა გვსურს საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს, ს

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია

ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობას ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, ამიტომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში მათი ანგარიში მზად იქნება. ,,ვფიქრობ ძალიან ცხადია, რა არის პირობები საქართველოსთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გახდეს. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ძალიან ცხადი პირობები წამოაყენა. ვიმედოვნებ, საქართველო მათ შეასრულებს, რათა მათთვის დადებ

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი და მათგან 306 სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა

გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი. მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 432 აბონენტია დარჩენილი. „ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფ

16 მსჯავრდებული სტუდენტი გახდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა. უწყების ცნობით, სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა. „სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული. პ

დაკავებულია პირი, რომელიც ბათუმში სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით, 2000 ლარი გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელ

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, ჩვენი დეპუტატები მობილიზებულები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის, არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან ამ თემაზე მუშაობა

სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მას მოღალატედ აცხადებდა. „სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნა

ანა ბუჩუკური: პრემიერს აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, ღარიბაშვილი არათუ თანამდებობიდანაა გადასაყენებელი, დასაჭერია

იმ ფონზე, რა რეაქციაც მოჰყვა პრემიერის ჩარტერს, მას აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, არათუ თანამდებობიდან არის გადასაყენებელი ღარიბაშვილი, არამედ, დასაჭერია! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხის გამოსაძიებლად, მისმა პარტიამ უკვე მიმართა პროკურატურას, თუმცა, რაიმე რეაგირების შესახებ დღემდე არაფერი სმენიათ. ამასთან, ბუჩუკურ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. „უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას და ეს კანონპ

დანია უკრაინისთვის 830 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

დანია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც 830 მილიონი დოლარის ოდენობის იქნება. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, სატანკო საბრძოლო მასალას და საზენიტო იარაღებს. ინფორმაციას დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დანიისგან დახმარების ეს პაკეტი იქნება მე-12 და ყველაზე მასშტაბური.  ,,იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის უკანონო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საექსპერტო კვლევა უკვე დასრულების ეტაპზეა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მორიგ ცილის

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო დღეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ახალი პლატფორმის ფარგლებში გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯ

ერგნეთის შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი დააყენეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ას

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას იწყებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელ კევინ მაკკარტის განცხადებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას დაიწყებს, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ფორმალური საფეხურია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს საქმიანობაა.  მაკკარტის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის ოჯახის საქმიანობაში ,,კორუფციის კულტურა" შეამჩნია. ბრალდებების დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანო

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვა
×
×
  • შექმენი...